მაგ ორ ძალას შორის თუ მექნება არჩევანი გასაკეთებელი, რა თქმა უნდა ქოცებს ავირჩევ.
გამორიცხულია როდესმე ნაცების მობრუნება ვისურვო, რაც არ უნდა გააკეთოს ქოცნებამ.
მაგრამ ამ ვითარებაში არ მაქვს არჩევანი ამ ორ ძალას შორის გასაკეთებელი.
ჯერჯერობით გირჩს ვაძლევ ხმას (თუ ანა დოლიძემ არ შექმნა პარტია) და ვიცი რომ ჩემი ხმა არ დაიკარგება.
როგორც 2%-იანი რესპუბლიკელებისთვის მიცემული ხმები იკარგებოდა.
საერთოდაც, უმრავლესობით მოსული არც ნაცები მინდა, არც ქოცები, არც გირჩი და არც საკუთარი პარტია რომ მქონდეს ის.
კოალიციური მთავრობა და ერთმანეთის კონტროლი არავის უნდა.
ყველას უნდა ერთპიროვნულად მართავდეს ყველაფერს და პირადი მიზნების მისაღწევად ხელისშემშლელი ფაქტორები არ გააჩნდეთ.
და მარგველაშვილი რატოა საგინებელი იმის გამო, რისთვისაც ამ თემაში აგინებენ.
ქოცი რო არაა მარგველა, ეგ ყველამ იცის.
ტიპი მაგრად გააფარჩაკეს ჯერ პრეზიდენტობისას და ეხლა პრეზიდენტობის შემდეგაც.
და რეალურად უყურებს ყველაფერს და ამბობს, რომ ნაცები უარესები იყვნენ.
ევროპული საქართველოც კი მირჩევნია ქოცებს იმიტომ, რომ აღიარებენ შეცდომებს.
სექტა კიდე ამბობს სწორი იყოო.
ზოგი ისევ ხალხის გაუპატიურებას ითხოვს გვერდზე თემებში,
ზოგი ხალხისთვის ფულის წართმევას.
ტიპები ღადაობით ლაპარაკობენ იმ დანაშაულებებზე, რასაც სჩადიოდნენ, თითქოს არც მომხდარა.
აგერ ამ თემის ავტორი მეუბნებოდა, დამისახელე ნაცების ერთი დანაშაული მაინც, ქოცებმა ორმაგად რომ არ ჩაიდინესო

ხო და ამ სასტავის მობრუნებას ისევ ქოცების მიერ ქვეყნის ნელ-ნელა გამოხვრა ჯობს, თუ ორ პარტიას შორის ვაკეთებთ არჩევანს და ნაცების გარდა ნებისმიერი პარტიისთვის ხმის მიცემა ქოცებისთვის ხმის მიცემად ითვლება.
და შენთვის მნიშვნელოვან ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, ნაცების დაბრუნება ჩემთვის ხელისუფლების ცვლილება არ არის.
ნაცების დაბრუნება არის ბნელი აწმყოდან უფრო ბნელ წარსულში დაბრუნება.
This post has been edited by Frankens†ein on 19 Oct 2019, 13:44