#55390507 · 21 Oct 2019, 13:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ზოგადად ქრისტიანობის არსი კარგად ჩანს ფილმ "აგორა"-ში. |
ამ ფილმს თავი მოაქვს ისტორიულ ფილმთან და ქრისტიანებს აბრალებს ბიბლიოთეკის განადგურებას, რა ბიბლიოთეკაც იმ დროს ალექსანდრიაში საერთოდ არც არსებობდა. ანტიქრისტიანული აგენდაა ეს ფილმი და არანაირი სიმართლე.
QUOTE | ამოფხიკეს და გაანადგურეს ქართული. |
ქრისტიანებმა შემოიტანეს მწიგნობრობა. ისეთი რა განადგურდა, რაც მწიგნობრობას ჯობდა?
QUOTE | ქრისტიანობამ ქართულ კი არა მთელ დასავლურ კულტურას გადაუარა ძალიან ბევრგან სადაც ქრისტიანობა შევიდა იმ კულტურის ნამდვილი ისტორია ან ამოშალა ან გადააქრისტიანა მითებიდან დაწყებული არქიტექტურა-ხელოვნებით დამთავრებული |
ველურები აზრზე მოიყვანა. ვიკინგების ის მიწურები იყო კულტურა?
QUOTE | შედით ეროვნულ მუზეუმში და დაათვალიერეთ ქრისტიანობის შემოსვლამდე ქართული ცივილიზაცია რა იყო - ოქროში ვბანაობდით |
ათასწლეულების წინ, რა დროითაც ბევრი ეგ ნიმუშია დათარიღებული, შეიძლება ამ მიწაზე ქართველები არც კი ცხოვრობდნენ. ასე რომ "ქართულ ცივილიზაციაზე" საუბარი ზედმეტია. ასევე, ბევრად უკეთესს ვქმნიდით ქრისტიანობის შემდეგ, ვიდრე მანამდე.
QUOTE | როგორ შეიძლება შეფასდეს დადებითად "იდეოლოგია", რომელიც არ არის მიმართული "ამ", "მიწიერი" ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ |
ეს და სხვა შეფასებები მცდარია. ქრისტიანობა პირველ რიგში სწორედ ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მაგრამ ამის დანახვას ზედაპირიდან ცოტა სიღრმისკენ გადასვლა ჭირდება.
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|