#55399321 · 23 Oct 2019, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში უკვე საერთომეზობლური გაერთიანება აზრს კარგავს, ადრე კიდევ შესაძლებელი იყო მონათესავე ერების რაიმე სახით კონსოლიდირება, მაგრამ დღეს ეს უფრო და უფრო კარგავ ატქუალობას. თუ ადრე მაგალითად უკრაინელი და რუსი იმიტომ დაიყო, რომ უკრაინაში დასავლური კულტურის გავლენა შედარებით მაღალი იყო და ეს ძირითადად ხდებოდა მხოლოდ პოლონეთის მხრიდან, დღეს მაგალითად უკრაინის ვესტერნიზაცია უფრო წარმატებით შეუძლია მოახდინოს 1000-ბით კმ-ით დაშორებულმა ამერიკა, ვიდრე მეზობლად მყოფმა გენეტიკურად ახლოს მყოფმა რუსეთმა, ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, ამიტომ დღევანელი გლობალიზაციის პირობებში ეს კულტურულ-სოციალური განსხვავებულობა უფრო ადვილად გადალახვადია. მაგალითად ტიპიური აღოსავლეთ აზიური კულტურის მქონე იაპონია ლიბერალურ-დემოკრატიულია, ხოლო მის ყურის ძირში მყოფი ჩრ. კორეა, ჩინეთი და რუსეთი სულ სხვა იდენტობის და ღირებულებების მქონე. ასეთივე სიტუაცია იქმნება საქართველოშიც და არამარტო აქ. რამდენად ცუდია ეს ან რამდენად კარგი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სახეზე გვაქვს მოცემულობა, სადაც გეოგრაფიული ან ანთროპოლოგიური სიახლოვე და მისგან გამოწვეული საერთო იდენტობა უკვე პრიორიტეტული ვეღარაა, შესაბამისად გაერთიანების სურვილი პროპორციული უნდა იყოს იმ მოცემულობის, რაც იმ კონკრეტულ ქვეყანაშია, გეოგრაფიული სიახლოვე კი უკვე ისტორიის ნაწილი უფროა, ვიდრე დღევანდელი რეალობის.
|