ამ თემას უკვე რამოდენიმე დღეა ვუყურებ და ვაკვირდები.
maxviliგვეუბნება რომ პატრიარქმა დაგვიტოვა გარყვნილი ეკლესია.
ზოგი ლანძღავს საპატრიარქოს სხვა აგინებს ერთეულები იცავენ.
მე გეტყვით რომ პატრიარქმა ჩაიბარა ათეისტი ერი დანგრეული და ნაგავსაყრელად გადაქცეული ეკლესიები და ჯაშუში მღვდლები.
დიადი ადამიანია და წარმოურგენელია ილია მეორის ღვაწლი ერისა და მამულის წინაშე.
დარწმუნებული ვარ რომ არავის ძალუძდა მსგავსი ჭაობიდან ამოეთრია ეკლესია თუ მის ხელში უფლის მადლი არ გაივლიდა. სწორედაც რომ უფლის მადლით, ღვთისმშობლის კალთა გადაფარებულ მრავალგზის დაჯიჯგნილ ჩვენ სამშობლოს ეკლესია დაუბრუნდა; ხალხს რწმენა დაუბრუნდა და ჭეშმარიტებისკენ მოტრიალდა.
ადამიანთან რწმენის მისატანად აუცილებელია იყოს "მქადაგებელი" ჩვენ შემთხვევაში მოძღვარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ იმ ეპოქაში როდესაც პატრიარქმა მოღვაწეობა დაიწყო საქართველო როგორც ასეთი არ არსებობდა. მორწმუნე ადამიანების დეფიციტი იყო და მითუმეტეს შეუძლებელი იყო სასულიერო აკადემია დამთავრებული იმდენი პოტენციური მღვდლის მოძიება რომ საქართველოს სრული მოსახლეობა მოეცვა (მათშორის სოფლები). წემოთხსენებული მიზეზის გამო ხშირად ეკლესიის სხვადასხვა იერარქიას იკავებდნენ ისეთი ადამიანები რომლებსაც სასულიერო განათლება მიღებული არ ქონდათ, მაგრამ იყვნენ "მორწმუნეები".
დღესდღეისობით (უკვე 10 წელზე მეტია) არცერთ სასულიერო "პოზიციას" არ იკავებს ადამიანი ეკლესიაში თუ არ არის აკადემიის კურსდამთავრებული.
მაგრამ ძველმა პერიოდმა, როდესაც სხვა გზა არ ქონდა უწიმნდესს თავისთანად ერთეულ შემთხვევებზე ასახვა პოვა. შესაბამისად ხელში შეგვრჩნენ: "არასწორი მქადაგებლები"; მოფურთხე და ლანძღვა მოყვარული" სასულიერო პირები; მოძალადე მღვდლები; და სხვა მრავალი.
რათქმაუნდა ეს არ ეხება მთლიანად ეკლესიას, მაგრამ ჩვენ ხომ ცუდს ვაშარჟებთ და კარგს არ ვუწონებთ ადამიანს. თუ პირობითად 3000 მოძღვარია საქართველოში და მათ შორის 30 ს ბრაბუსის ესელერი ყავს აუცილებლათ მათზე უნდა ვისაუბროთ. თუ რომელიმე მოძღვარმა შეიგინა ყველას მაგინებელი მღვდლები დავარქვათ.
მოდით ჩვენ თავზე წარმოვიდგინოთ იგივე. 3 მილიონი ადამიანიდან 1000 ადამიანი მანქანიდან ნაგავს ყრის ქუჩაში დანარჩენი 2 მილიონ 999 ათასი ნაგვის ურნაში ყრის ნარჩენებს. ჩამოვიდა ტურისტი საქართველოში და უკან დაბრუნებისას გამოაცხადა რომ ყველა ქართველი ბინძურია. მგონი არაა სწორი შეფასება.
რაც შეეხება მეუფე იაკობს.
მე არ ვცემ პატივს მეუფეს, რომელიც შეურაცმყოფელ სიტყვებს ამბობსა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ მის სიტყვებში, როგორც რიგითი ადამიანის სიტყვებში თუნდაც ეს მწარე მამხილებელი სიტყვები იყოს, ნამდვილად იკვეთება ჭეშმარიტების მარცვლები.
თუ გვეუბნება რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონს ძალავდაო. თუ გვეუბნება რომ ბიძინას და თვალთხარიას პატრიარქის გადაგდება უნდოდაო ამ საქმის შინაარსი და უტყუარობა გამოვიძიოთ.
წარმოვიდგინოთ რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ თქვა ასეთი საშინელი დანაშაულის შესახებ. რააზრიაქ ის მღვდელმთავარია, ეპისკოპოსი, ქრისტიანი, ათეისტი თუ მეეზოვე.
ესაა ჩემი კომენტარი