"საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კიბერთავდასხმამ, რომელიც 28 ოქტომბერს განხორციელდა, მწყობრიდან გამოიყვანა როგორც სამთავრობო, ისე კერძო ვებ-გვერდები. ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი საიტი დაზიანდა, უცნობია. არაოფიციალურად საუბარია, რომ 20 000-მდე ინტერნეტ გვერდზე წაიშალა მონაცემები. "
იგრძენით ვინმემ მიწისძვრა? კიარადა, ჰაკერული თავდასხმა?
* * *
დაჰაკულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობოების, მედიისა და სხვა ვებგვერდებიპრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი, მათ შორის არიან მედიები და არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნული საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).
გთავაზობთ იმ ვებგვერდების სიას, რომელთა დაჰაკვის შესახებ ჩვენთვის არის ცნობილი. ამ ეტაპზე სამთავრობო ვებგვერდებიდან კიბერშეტევა განხორციელდა:
საერთო სასამართლოებზე;
ბათუმის საკრებულოზე;
ქუთაისი მუნიციპალიტეტზე;
ქარელის მუნიციპალიტეტზე;
მუნიციპალური განვითარების ფონდზე
აჭარის უმაღლეს საბჭოზე;
სახანძრო დეპარტამენტზე;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროზე.
საზოგადოება და ბანკები
rogor.ge;
arma.ge;
argo.ge;
nova.ge;
inex.ge;
ibooks.ge;
tvpirveli.ge.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, კიბერშეტევები ვებგვერდზე ხშირად ხდება და აიტი სამსახური მათ მოგვარებაზე მუშაობს. მისივე თქმით, ამ პრობლემის შესახებ ახლა არკვევენ.
https://on.ge/story/45189-%E1%83%9E%E1%83%A...%83%94%E1%83%A1 This post has been edited by HauntTheDemonAway on 29 Oct 2019, 05:57