და რა ევროპა ამერიკაში მასე არაა?
რა ნიშნის მოგებით ლაპარაკობ?
მიეჩვიე ხო სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრებას და ეხლა შენი ჭკუით ხალხს ამუნათებ?
ზუსტად ეგაა დასავლეთი და დასავლური იდეოლოგია, ესაა კაპიტალიზმი.
უნდა შეეგუო რომ კარგად ცხოვრება არაა ყველას ხვედრი და ვიღაცა თუ დაგულაობს ამან ნერვები არ უნდა მოგიშალოს, უნდა იცოდე შენი ადგილი და გადმოგდებულ ძვალზეც მადლობა უნდა თქვა.
აბა როგორ, ველურობას და ბნელობას უჭერ მხარს, ვინც დასავლურ განვითარებაში და კაპიტალისტურ წყობაში უსამართლობას და ღორობას ხედავს, ეგენი ხო ცივილურობის მტრები არიან ყველანი, ეგენი ხო რადიკალი ექსტრემისტები არიან? თუ აღარ ეთანხმები ამ მოსაზრებას?
ჰესები კი არა, მთელი ქვეყანა უნდა გადაიფორმოს ივანიშვილმა და კალაძემ, როგორც როკფელერები და სხვა მულტიმილიარდერების ხელშია მთელი დასავლეთი, აქაც მასე უნდა იყოს, და როცა მიეჩვევით ამ რეალობას მერე პრეტენზიებიც აღარ გექნებათ.
პრეტენზიები იმიტო გაქვთ რომ სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრებამ გაგრყვნათ, მასე ფიქრობენ კაპიტალისტები და ნელნელა სიტუაციის გამოსწორებას ფიქრობენ.
ევროპა ამერიკაში მთელი ქონების 99% მილიარდერები რო ფლობენ, მთელი ბუნებრივი წიაღისეულები და ყველაფერი მაგ მილიარდერების ხელში როა, გგონია პრეტენზია აქვს მოსახლეობას მაგ ყველაფერზე, ეგენი დიდი ხნის წინ შეაგუეს მაგ რეალობას და რიგით მოქალაქეს ეს მიაჩნია ჩვეულებრივ ამბად.
აქ კიდე დაბოღმილები უჩმახებენ ივანიშვილს, კაზრეთი მიითვისაო,ჰესებს იშენებენო, მიწებს იფორმებენო

გავა ათწლეულები და ჩვენც ნამდვილი ევროპელები გავხდებით, როდესაც ამ ყველაფერზე პრეტენზია და რეაქცია აღარ ექნება ხალხს, ეხლა გარდამტეხი პერიოდია და იმიტო ვიქცევით ესე ველურებივით
როგორც ევროპა ამერიკაში სცემენ უდიდეს პატივს იქაურ ღორ მილიარდერებს და ფიქრობენ რომ ეგენი ზრუნავენ თუ ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობაზე და ა.შ. აქაც მასე უნდა იყოს და იქნება კიდეც დროთა განმავლობაში.
ესაა ბიძია კონსტრუქციული და ცივილიზებული ევროპა, ეს არ გინდოდათ? ხოდა ნურა წუწუნებთ, რაც მალე დაიკიდებთ ესეთ თემებს და მალე მოეშვებით, მით მალე მიიღებთ სიამოვნებას
This post has been edited by tb-seli on 30 Oct 2019, 13:16