ბერმუხაჯერ ერთი გერმანია ნახევრად სოციალისტურია, მუდამ მასე იყო იდეოლოგიურატაც და ისედაც.
შეადარე აბა ნორვეგიას, საფრანგეთს და ა.შ.
გიჟები კი არ იყვნენ პარიზი რო გადაწვეს და დედა უტირეს ქალაქს რამდენიმე თვის წინ.
პ.ს.
ხოდა ზუსტად მანდ ვარ მეც, როცა არ გაქვს თავი არ უნდა დაჯდე იაპონურ და გერმანულმანქანებზე და უნდა იყიდო ლადა მაქსიმუმ

მომინდომეს ეგრევე კაი ცხოვრება.
საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას იმიტომ ყავს მანქანა, რომ სახელმწიფომ ჯერ არ ამოქოქა დასავლურ კაპიტალისტური იდეოლოგია, ეს ყველაფერი ეხლა იწყება ნელნელა.
ევროპელს რამდენი უჯდება მანქანის შენახვა იცი? აქ რო უჯდება ჯემალას წლიდან წლამდე მანქანის შენახვა 200 ლარი მაქსიმუმ, გერმანიაში მანქანის შენახვა უჯდებათ ათასები, იქ დაზღვევა, იქ სავალდებულო ტექდათვალიერება და მომსახურეობა, იქ პარკირება, იქ ეს იქ ის და უამრავი ფული იხარჯება.
ეგეთია მანქანის ყოლის წესი, გინდა გყავდეს მანქანა უნდა შეასრულო ეს მოთხოვნები, ვერ ასრულებ არაა აუცილებელი მანქანა გყავდეს. ევროპა ამერიკაშიც არიან უამრავი ხალხი ვისაც არ აქვთ მანქანის შენახვის ერთი ადგილი და დადიან ფეხით. ხოდა კეთილი ინებეთ იარეთ ფეხით.
რაც შეეხება მაღალ სოციალურ დახმარებებს, ეს უკვე ქვეყნის განვიტარების ამბავია, რაც უფრო ეკონომიკურად ძლიერია ქვეყანა, მით უფრო მეტის საშუალება აქვს დაეხმაროს მოსახლეობას.
ხოდა ან დაელოდეთ როდის გაძლიერდება საქართველო, რომ შემდგომ დიდი სოციალური დახმარება მოგცენ უმუშევრობის, რომ შემდგომ მანქანა იყიდო და შეინახო მაგ დახმარებით, ან ფეხით იარე, ან მოიპარე და ისე გადაიხადე
და ბოლოს, როდესაც შენ თვითონვე ხვდები რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით შენი ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან დიდ უკანალშია, მაგ დროს ევროკავშირებში და მსგავს რეგულირებად გაერთიანებებში არ უნდა ეტენებოდე თავით, კი კალაძეებს და მძღნელიტას თავი ქუდში აქვთ, იმათ იმდენი შემოსავალი აქვთ, დღესვე იცხოვრებდნენ მეფეებივით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და მაგათ სულ ქინძე კიდიათ ევროპული რეგულაციები.
სასაცილო ისაა, ნიფხავ გამოხეული ხალხი რო სველდება ხოლმე ამ გამოწვევებზე და დროშებით დარბიან არიქა ხელი მოეწერა ხელიო, ნეტა ევროკავშირშიც მალე მიგვიღონო.
ევროკავშირში მალე მიგვიღონ კი არა, მანდ მიღება და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის გამათხოვრება ავტომატურ რეჟიმში მოხდება, ვინაიდან სახელმწიფოს იმდენად გაეზრდება ხარჯი, რომ სულ ხალხის გატყავება რომ დასჭირდეთ მაინც ამოიღებენ.
თურმე გერმანიაში მაგის ნაცნობი არ მუშაობს და კარგად ცხოვრობს და აქაც ესე უნდა იყოსო და რატო არააო
გინდოდათ ევროპა და ევროინტეგრაცია? ბიძინა გისრულებთ სურვილს, და თუ რამე არ მოგწონთ ბიძინას კი არ უნდა აგინოთ, არამედ უნდა აგინოთ საკუთარ თავს, რომ არ იცოდით რას ითხოვდით და გეგონათ ევროპა ევროებს დაგაყრიდათ თავზე და ეგ იყო ევროინტეგრაცია
როგორც როდშილდს უზის მთელი ევროპა ჯიბეში, კორპორაციებით და ყველაფრით, მასე ექნება ჯიბეში კალაძე ივანიშვილს საქართველო და ეჭვი არავის არ შეეპაროს მაგაში, ეგაა ბიძია კაპიტალიზმი და იმიტომ არ მოსწონთ სოციალიზმი მაგ გაღორებულ ელიტას, მაგათ ყოველთვის სხვაზე მეტად მიაჩნიათ საკუთარი თავი.
აი ნიფხავ გამოხეულებიც კაპიტალიზმში რო ხედავენ გამოსავალს და სიკეთეს, აი მანდაა ყველაზე დიდი საცოდაობა. ასე რომ მოეშვით და მიიღეთ სიამოვნება, სურვილები გისრულდებათ სურვილები, ევროპას ვემსგავსებით
This post has been edited by tb-seli on 30 Oct 2019, 15:17