დავწერე ვფიქრობ ზემოთ ძირითადი რაც იყო.
დეტალებს აქ ვერ მოვყვები.
იმ ხალხს, რომელიც ომმა გაანადგურა და ცხოვრების მეოთხედი მოუსპო არ უნდა გაუმღვდელო ის ვინც მათ ძარცვავდა.
პ.ს ბევრი მაქვს მონასმენი უშუალოდ ზოგიერთი მღვდელი მხედრიონელი იყო და როგორ ძარცვავდა მათ.
ეს ფაქტები არსებობს. ვწუხვარ რომ ასე იყო და ნამდვილად არ მიხარია ეს ყველაფერი.
შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ ილიამ არ იცის ესა თუ ის მღვდელი რას არ წარმოადგენს არის უბრალოდ თავის მოტყუება.
ნებისმიერი მღვდელი, მითუმეტეს ვინც სინოდშია და ა.შ არ უნდა იყოს რამე ბრალში მონაწილე.
რადგან პირდაპირ არის წმინდა წერილებში მოთხოვნა, რომ კაცი რომელიც მწყემსად ინიშნება უნდა იყოს ბრაულდაუდებელი
და გარეშეებისგან კარგი მოწმობა უნდა ქონდეს. ამ მოთხოვნას კი მღვდლების 95% არ შეესაბამება.
შესაბამისად გვაქვს ის მოცემულობა რაც გვაქვს ეხლა.
პ.ს მოთხოვნები წმინდა წერილში:
ტიმოთეს მიმართ მიწერილი წერილი მე-3 მუხლები 2-7
2 ...
უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
3
არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და
არა ფულის მოყვარული,
4 თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.
5 რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?
6
ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.
7 ასევე
კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.
* * *
მე ადრეც დავწერე და ხშირად ვამბობდი, რომ სინოდი საქართველოში არის ფორმალობა, საქართველოში სინოდი არ არსებობს,
რადგან სინოდში არის ხალხი, რომლის სახელი და გვარიც გაგონილი არ გვექნება.
იქ არის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც შეარჩია პატრიარქმა და აკურთხა ეპისკოპოსებად.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/236975...6MNpVngLR0h75Ow This post has been edited by ITSystems on 1 Nov 2019, 06:48