mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#55585712 · 12 Dec 2019, 23:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
II მსოფლიო კრების კანონები
(კონსტანტინოპოლი)
[კანონი 6. ეპისკოპოსის ბრალდების წარდგენის და განხილვის წესი]
კონსტანტიონოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე; არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი.
თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი; და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი.
საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არ აქვს უფლება, ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ, ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს, კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისაგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, _ სამღვდელო პირი იქნება იგი თუ საერო. არც ის ბრალმდებელი მიიღება, რომელიც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და არც გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი.
ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ, მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას, ეპისკოპოსთა განსაგებელის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული*. ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს ან საერო მთავრის სამსჯავროს ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი. ______________________________ *ეპარქიაში იგულისხმება, მაგალითად, ადრიანოპოლი ან ფილიპოპოლი და ამ ქალაქთა მიმდებარე ქალაქების საეპისკოპოსოები; ხოლო ოლქში, განსაგებელში იგულისხმება, მაგალითად, თრაკია ან მაკედონია.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|