მე სიმართლის მხარეს ვდგავარ ყოველთვის. მხოლოდ ეჭვებს ვწერ, არავინ იცის რა მოხდა და ვინაა დამნაშავე. მორწმუნე კი არ ვარ, პატრიარქის მწამდეს...

ჩვენთან ხო პატრიარქისადმი რწმენა ღმერთისადმი რწმენას უტოლდება. მიმიქარავს პაპის უცდომელობის დოგმატი.
ჰოდა მეუბნებიან - აი ვერაფერს ამტკიცებ პატრიარქზე ცუდს, ხმა არ ამოგეღებაო. მაგრამ მე არ მგონია, რომ პატრიარქს დიდი ღვაწლი აქვს ამ ქვეყნის წინაშე.
ამბროსი ხელაია ნახე რას ამბობს: "მე ჯერ არ შევდგომივარ ჩემი მოვალეობის შესრულებას, საჭიროა გავეცნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას, იმას, თუ რა გაკეთებულა ორი წლის განმავლობაში. შეიძლება ბევრს კიდევაც გაუკვირდეს ამნაირი ჩემი განცხადება და გულში გაიფიქროს, რა საჭიროა ეკლესიის მდგომარეობის გაცნობა, ვინ არ იცის და არ ხედავს, ჩვენი ტაძრები დაკეტილია, ზოგი მთლად დანგრეულია საძირკვლამდის, საეკლესიო სამკაულები, ხატები, ჯვრები და ძვირფასეულობა გადატანილია და სხვაო, მაგრამ მე საქმეს ცოტა სხვანაირად ვუყურებ: ნამდვილ ეკლესიას ვგულისხმობ თქვენში – მორწმუნეებში და არა შენობებში, სამკაულებში და ძვირფასეულებაში. კარგია ეკლესია მაშინ, როდესაც ის გამშვენიერებულია სარწმუნოების სიმტკიცით, მისი გაღრმავებით. ამ მხრივ, მე მწამს, რომ ეკლესია ახლა უფრო განმტკიცებული და გამდიდრებულია, ვინემ იყო უწინ. გარეგნულ ხელქმნილ ტაძრების სიღარიბეში ხელთუქმნელი ეკლესია უფრო გალამაზდა."
ამაშია საქმე. დღეს პირიქითაა.

უამრავი მღვდელია, ტაძრები, სავსეა, ოქროებში ზიან, მაგრამ...
History and everything else...