#55446505 · 5 Nov 2019, 09:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (dega @ 5 Nov 2019, 09:28 ) | | QUOTE | | მოსახლეობის რამდენ % აქვს წაკითხული მიხეილ ჯავახიშვილი, ვაჟა ფშაველა ან თუნდაც ილია? |
პროფესიონალისთვის წარმატებისა და საქმის კეთებისთვის მოსახლეობის 99.9 % ისთვის რა საჭიროა მათი წაკითხვა?
| QUOTE | | გაუნათლებლობა ღუპავდა და მომავალშიც დაღუპავს ამ ქვეყანას |
განათლება მათი წაკითხვაა? |
განათლების კომპენდიუმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საკუთარი ქვეყნის (უცხო ქვეყნებისაც) ყველაზე დიდი კლასიკოსების ცოდნა.
პროფესიონალიზმს რაც შეეხება, სანტექნიკოსს ან მზარეულს თავისი საქმის კეთება ჯავახიშვილის გარეშეც შეუძლია, მაგრამ თვალსაწიერის გასაფართოებლად, კრიტიკული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად და მასმედიიდან წამოსული ნაგვის უკეთ გასააზრებლად ნამდვილად სჭირდება.
კრიტიკული აზროვნება აუცილებელია ადამიანისთვის. ვიღაც ლუმპენი სანდრო ბრეგაძე რომ გეტყვის ვაჟა და ილია სამღვდელოებას დიდ პატივს სცემდნენო, პირუტყვივით თავს აღარ დახრი და გეცოდინება გაბოლებენ თუ არა. უწიგნური როცა იქნები აფერისტები მარტივად დაგაჯერებენ, რომ თვითმფრინავის გადაფრენა უფლის სასწაულით ჯვარის გამოსახვაა.
This post has been edited by iviko18 on 5 Nov 2019, 09:42
|