ფორუმის წესებს თუ გადავხედავთ (როგორც მივხვდი

) არ გაქვთ უფლება ბატონო გიორგი ყოველი თქვენი ახალი ჩანაწერის შესახებ ბმული აქ დაპოსტოთ. მითუმეტეს ეს ფეისბუქის ბმულია. ხალხმა იცის თქვენი საქმიანობის შესახებ და ვისაც აინტერესებს თქვენს გვერდს ადევნებს თვალს და ყურს. თანაც, მხოლოდ ბმულებს აზიარებთ და თქვენს პოსტში სხვა არც არაფერია, მაგალითად მოკლე განმარტებაც არაა იმის შესახებ თუ რას ეხება თქვენი მოძღვრება.
აქვე მინდა დავწერო რომ პირველად ვუყურე 10 თებერვლის კატეხიზმოს რომელიც წინა გვერდზე ბოლო პოსტში გააზიარეთ და მინდა გკითხოთ, რაში ადანაშაულებთ პატრიარქს ?
წავიკითხოთ: "მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე."
ამ ვიდეოში პატრიარქიც და თქვენც მოძღვარო, პირჯვარს იწერთ მარცხენა ხელით და მარცხნიდან მარჯვნივ. უყურეთ ვიდეოს ?ამ დროს ამბობთ რომ სწორად და არასატანისტურად იწერთ პირჯვარს. მარცხენა ხელით. მარცხნიდან მარჯვნივ. კათოლიკეებიც კი მარჯვენა ხელით იწერენ პირჯვარს, მარცხნიდან მარჯვნივ, თქვენ რა დაგემართათ ან პატრიარქს რად ამცირებთ იმისთვის რასაც თავად აკეთებთ ? თანაც, მომიტევეთ და თუ სწორად დავთვალე სამჯერ გადაიწერეთ პირჯვარი, სამივეჯერ არასწორად.
საწყენად არ მიიღებთ ამ შენიშვნას, იმედი მაქვს. სხვა შენიშვნებიც მაქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით მაგრამ ჯერ პირჯვარი გადაიწერეთ სწორად, უფრო მნიშვნელოვანია მოძღვარისთვის.
This post has been edited by რუსთაველი on 14 Feb 2021, 02:26