ამჯერად განვიხილოთ ე.წ "კონსპიროლოგია და შეთქმულების" თეორიების აზრობრივ შინაარსობრივი დატვირთვა რომელსაც ცდილობენ მოგვაწებონ ჩვენ
- > გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარების მომხრეებს. ამ თემის სულ დასაწყისშიც იყო მცდელობები ჩვენზე გააფთრებული თავდასხმის

მარა მას შემდეგ რაც რამდენიმე გრანდი პროცესში აქტიურად ჩაება გაგრძელება ვეღარ გაბედეს და მხოლოდ შორიდან გვითვალთვალებენ
სტრატეგიული დაგეგმარება (მოკლე ტრანსკრიპცია რომ შემოვიღოთ - სტრად) არსებობს როგორც ინდივუდუალური (ერთი ადამიანის) ასევე კოლექტიური (ოჯახის ან ოჯახთა გაერთიანებების )
სტრად -ის აქტიური იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან ორი სახის, პირველი - არასაკმარისი დაკვირვების მქონე ლუმპენები და მეორე საკმარისი დაკვირვების განათლებული ლუმპენები ( ლუმპენთა ზედა ფენა - ლუმპენარისტოკრატია : )) )
რატომ არის ესე?
იმიტომ რომ სტრად -ის (სტრატეგიული დაგეგმარება) სრული აღქმისთვის საჭიროა ინდივიდი (კოლექტივი) ფლობდეს:
ა) უძრავი და მოძრავი ქონება
ბ) უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის გამოცდილება
გ) ზედა ორი პუნქტი ქმნის უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის - ფლობის კულტურას.
ამის შემდეგ ინდივიდს (კოლექტივს ) თავისთავად უჩნდება სტრატეგიული დაგეგმარების სურვილი და ეს პროცესი ჩვეულებრივი ევოლუციაა.
ამ პუნქტების გარეშე ინდივიდი არის ლუმპენი, მას კი არ შეუძლია სტრად არამედ ეს მის ყოველდღიურ აზროვნებაში არც და ვერც შევა რადგან მას სხვა საფიქრებელი აქვს, სად იმუშაოს დღეს, რა საკვები მიიღოს , დღEს აქ მუშაობს ხვალ იქ დღEს აქ ცხოვრობს ხვალ სად იცხოვრებს არ იცის.
ამიტომ სტრად - აზროვნება მისთვის არის მაქსიმუმ ერთ თვიანი და დარწმუნებულად არ იცის რა იქნება ერთი თვის შემდეგ.
მინდა გითხრათ რომ 90 იანი წლების შემდეგ საქართველოს მოსახლოების 95% ამ რეჟიმშია, ნუ ზოგი რომ ვერ აცნობიერებს ეს არაფერს ნიშნავს.
ამიტომაა სტრად -ის აღქმა ჩვენთვის რაღაც ასავალ დასავალის დონის კონსპიროლოგიური თეორია და ნახვერად ირონიულ დამცინავ რეჟიმში.
და ამიტომაა ამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას
იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ არაფერი, თუ აქვთ უძრავი ქონება არა საკმარისი მოძრავი მისი მართვისტვის და თუ აქვთ მოძრავი არასაკმარისი უძრავისთვის. ამიტომ აქ ლუმპენობას არჩევენ ლუმპენები იყვნენ იქ სადაც მზე ჩადის.
ბავშვობაში პაპაჩემს მივყავდი სოფელში სადაც ჩემი წამების

)) ერთერთი მეთოდი იყო ახალი ნერგების ჩარგვა გაზაფხულზე, ჯერ ორმო უნდა ამოთხარი განსაზღვრული სიღრმის მერე ნერგი ჩადო კვირტით აღმოსავლეთის მხარეს მერე მიწა მიაყარო დატკეპნო ისე რომ კვირტი განსაზღვრულ სიმაღლეზე იყოს მიწის ზედაპირიდან არც მაღლა არც დაბლა ....
- ეს ოც წელიწადში შვილო დიდი ხე გაიზრდება
-ოც წელიწადში??? აუჰ, ამდენი ჭირდება?
-აბა? შენი შვილები რომ ამოვლენ დიდი ჩრდილი ექნება უკვე
- ეეე, რავი აბა ოცი წელი ...
-ბევრი გგონია? უცბად გაირბენს
(ხმამაღლა რას ვეტყოდი მარა კი ვფიქრობდი რა ოცი წელი პაპა რა ნერგები წადი ან ფეხბურთი ითამაშე ან რავი .. )
პაპაჩემი სტალინის ეპოქის გამომშრალი უორიორ ) იყო ფლობდა უძრავ და მოძრავ ქონებას ჰქონდა მისი განკარგვის გამოცდილება და შესაბამისად კულტურა
და ერთი ნერგვის დარგვას აგეგმარებდა 20 წელიწადზე - sic!
როგორია მისი დაგეგმარება ვინც ფლობს მილიარდს? მილიარდებს? ოჯახის რომელიც რამდენიმე ათეულ მილიარდს ფლობს?
ოჯახების გაერთიანებების რომლებიც ასეულობით მილიარდს ფლობენ?
უმსხვილესი ფონდების რომელთა ქონება ტრილიონობით დოლარია? და მათ უკან არის ათწლეულები გამოცდილება და ზოგ შემთხვევაში საუკუნეები?
რათქმაუნდა მათი სტრად დაგეგმარება საუკუნეს წვდება და პლანეტარული მაშტაბისაა და შიგნით
მათი სტრად -ის შიგნით ბურატინოების და პინოქიოების როლებს ასრულებენ ჰიტლერები სტალინები სადამ ჰუსეინები თუ ბაშკატრეუგოლნიკები
რომელთა მეშვეობით იქმნება პროცესები ქარი წვიმა ქარიშხალი თუ ცუნამი.
ჩვენ არ ვიცით როგორი იყო ძველი ქართული არისტოკრატია (ვისაც ეს კულტურა გააჩნდა) , მათზე წარმოდგენები კომუნისტურ მატრიცას მოწოდებულია მათზე ფილმები იმ ხალხმა გადაიღო ვინც ამ არისტოკრატიას კამერდინერებად შინა მოსამსახურეებად ემსახურებოდა და ისინიც დაბერდნენ და დაიხოცნენ
დღეს აღარავინაა ვინც მათ ცნობდა.
შემდეგ საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული საშუალო ფენა ერთიანად გაანულეს 90 იანებში ხოლო ამავე პერიოდში შექმნილი არისტოკრატია ვერ გამოვიდა 90 იანების რეჟიმიდან და როგორც ჩანს ვეღარც ვეღარასოდეს გამოვა. ამის მიზეზები კიდევ ეს სხვა თემაა
ჰოდა რა შუაშია აქ ეგვიპტის პირამიდები და მფრინავი თეფშები პენტაგონის ეზოში და არეა 51 გაუგებარია სრულიად.
და სტალინის ეპოქაში აშენებულ კორპუსში მცხოვრები ლუპმენის (რა მნიშვნელობა აქვს პროფესორია თუ მუშა) ხითხითი შეთქმულების თეორიებზე საცოდაობაა საყურებლად.
სენიორას და სენიორეს.
This post has been edited by Eric on 12 Feb 2020, 11:44