უკან დავიწიოთ სანამ წაგებულ მოგებული გაირკვა ფინანსისტებს და კლეპტოკრატებს შორის)
მდინარე პო -ს აუზში მოხდა შემდგომი პროგრესისთვის კრიტიკული მასის დაგროვება , მანამდეც ცივილიზაცია იქმნებოდა ყოველთვის წყლოვან სივრცესთან, შუამდინარეთი ძველი ეგვიპტე ფინიკია კართაგენი რომი და შემდეგშიც რეინის და დუნაის აუზებმა გერმანია შექმნა და რონას აუზმა საფრანგეთი
მიზეზი არის სავაჭრო გადაზიდვების მოხერხებულობა, წყლით ტვირთის გადატანა ბევრად იაფი ჯდება საჭირო არაა ცხენები კვება ტრანსპორტის ცვეთა და მის დასაცავად დიდი ძალები, ამიტომ სავაჭრო ტვირთი სადაც შესაძლებელი იყო ყოველთვის ირჩევდა წყლით გადაზიდვას. ჩრდილოეთიდან მოდიოდა მატყლი რკინა სამხრეთიდან ძვირფასლობა ადგილზე მარილი , დიდი ბრუნვების მომსახურებას დასჭირდა ხელოსნობის განვითარება, ჯერ იყო ერთი ხელოსანი მერე მეორე მერე მესამე, შემდეგმოხდა სპეეციალიზაცია, ხელოსნების ნაწილი მჭედლობას ნაწილი თერძი ნაწილი მარილის დამუშავება -კრემონა პიაჩენცა პავია ...
ხელოსნებს შორსიაუცილებელი გახდა სფეროს განაწილება, მეტ სავაჭრო ბრუნვებს მეტი ხელოსანი ჭირდებოდა ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი მიაწყდა, ძველ ხელოსნებს დასჭირდათ ორგანიზაცია საკუთარი ძალაუფლებების დასაცავად, ასე შეიქმნა ცეხები - გილდიები, ორი სამი მჭედლის ოჯახი გაერთიანადა შვილები დააქორწინეს ერთმანეთზე და შეიქმნა გილდია. გილდიამ დააწესა წესები ამა და ამ ქალაქში ქორონიონიდან ჭწღპ წელსა
მხოლოდ გილდია "ჯაკომო სოლარი და ენცო ბარი" -ს შეუძლია იქონიოს ხუთ დაზგაზე მეტი ხუთ თანაშემწეზე და ხუთ შეგიდზე მეტი.
ესე დამსხვილდა სხვა სპეციალიზაციებიც გილდიებიდან კარტელებად, ამის შემდგომი პროცესი უკვე იყო სხვადასხვა კარტელების შერწყმა ასევე დინასტიური ქორწინებებით, რადგან უმსხვილესი კაპიტალის შერწყმის სხვა მშვიდობიანი მეთოდი დღემდე არ მოუგონია კაცობრობას

))
ასე დაიბადა პირველი კორპორაციები, მათ შემდგომი ნაბიჯი უკვე იყო ქალაქში საბაჟოს ჩადგმა და რეგულაციები. პარალელურად ეს მსხვილი კაპიტალი თავიდანვე დაეშვა მდინარე პო -დან ზღვის მიმართულებით ...
(ამ დროს რომში ხან ერთი იმპერატორია ხან მეორე ყოველ ხუთ წელიწადში)
ასევე უნდა აღვნიშნოთ გილდიებში იერარქია (შემდეგში გამოგვადგება) ოსტატი -> თანაშემწე -> შეგირდი
დროთა განმავლობაში ოსტატობა კარტელის შიგნით დაკანონდა მემკვიდრეობით, მხოლოდ ოსტატი ს შვილი შეიძლება გამხდარიყო ოსტატი, თანაშემწეს რაც არ უნდა მოენდომებინა ოსტატი ვერ გახდებოდა მიუხედავად იმის რომ პროფესიონალიზმით ის უკვე ოსტატი იყო და ამასთან საქმესაც ფიზიკურად ის წარმართვადა რადგან კარტელის მთავარი ოსტატი უშუალოდ თავის ხელობას აღარ მსდევდა და უკვე პოლიტიკით ) ბაჟის აკრეფვით რეგულაციებით და სხვა კარტელებთან ურტიერთობით იყო დაკავებული ...
პოს ხეობიდან დაშვებულმა კაპიტალმა აითვისა ვენეციის ლაგუნა და დაარდა ვენეციის არსენალი Arsenale di Venezia სადაც ერთიანად ხდებოდა სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესი ხომალდების აგებიდან დაწყებული რკინის ჭედვიდან და ხის გადამუშავებით და აფრების შეკერვით დამთავრებული, ერთდროულად არსენალში შეიზლებოდა 20 გალერის დამზადება.
შემდეგში გენუასთან ომის დროს ახალი არსენალი ააშენეს Arsenale Nuovo სადაც უკვე 80 გალერის სამუშა პლატფორმა იდგა. შემდეგში კიდევ მესამე
ეს იყო შუასაუკუნეების მსოფლიოს ყველაზე დიდი საწარმოო კომპლექსი.
რა ხდებოდა ამ დროს დანარჩენ სამყაროში? ჩრდილოეთით გოტები ვესტგოტები ჯერ კიდევ ველურ მდგომარეობაში, იმის იქით სკანდინავია შესახედათაც არ ღირს, სრული საველურეთია
ბრიტანეთში გაოცებული ველური საქსები დადიან რომაელების მიტოვებულ სასახლეებში და ვილებში და ვერ გაურკვევიათ ვინ მოხატა ვინ ააშენა და ბოლოს გიგანტებს დააბრალებენ რომლებიც ციდან დაეშვნენ ...
სამხრეთით სარაცინები , საკუთარი ცივილიზაციით მარა არა კაპიტალით
სიმდიდრე ჰქნდათ ინდოელ რაჯებსაც სპარსეთის შაჰებსაც და მავრ ემირებსაც და ძველ რომაელ ოლიგარქებსაც მაგრამ არ ჰქონდათ წარმოება და კაპიტალი.
მალე ვენეციელებმა (უკვე ვენეციელებმა) სწრაფად გაარკვიეს რომ პოს ხეობიდან გემებისთვის მასალის თრევას ჯობია იქვე ადრიატიკის მეორე მხარეს ხორვატიიდან გადმოიტანონ მასალა, ამასთან საჭირო გახდა ლოჯისტიკის ხაზების დაგრძელება ახალი ბუხტები
და ახალი საწყობები
საწყობი სავაჭრო გზებზე შენდება, საწყობს აუცილებლად ჭირდება დაცვა
მაგალითად ასე აშენდა ქალაქი რაგუზა - ვენეციის საწყობი ლოჯისტიკური ბაზა და შემდეგში მას დუბროვნიკი უწოდეს აბორიგენებმა
This post has been edited by Eric on 25 Nov 2019, 15:20