ფილოსოფიაში ღრმად თუ გავიჭრებით, ქართველი კაცი მკვდარია, საუკუნეების წინ მოკლეს, სადღაც მარაბდას და კრწანისს და ტაბახმელას და ქერჩს შორის.
იმის მერე ქართველი ქალი მარტო ეგებება სტუმრებს ერთ ხელში ხმლით და მეორეში ღვინის ფიალით ხანაც ალგეთის ლეკვებს ზრდის მარტო, რომლებიც ვერა და ვერ დაიზარდნენ.
მისტიკაა.
ჩვენ ვინ ვართ, წარმოდგენა არა მაქვს.
---
დავუბრუნდეთ სხვებს, იტალიას მაშასადამე)) არ მოიწყინოთ ვიცი ძნელია ამდენი მაკარონი.
იმ დროს როცა აპენინების გარეთ სამყარო ადრეულ ფეოდალიზმს სწავლობს იტალიაში გაქანებული კაპპიტალის ტრიალია, გენუაში სახომალდე ხის ნერგებს უკვე ისე რგავენ ზედ ბერკეტებს კიდებენ მიმართულებას აძლევენ ნერგს უკვე ხომალდის დეტალების ფორმის, ამზადებენ განთქმულ გენუეზურ არბალეტს საწარმოო ძალის განაწილება - არბალეტის დეტალები მზადდება ესპანური ტოლედო -დან მილანამდე და შემდეგ გენუაში იწყობა
(იგივე რაც ეხლა როცა ტაივანი და ჩინეთი აწყობს დასავლურ ბრენდებს)
ტექსტილზე და ტანსაცმელზე სპეციალიზაცია ხდება ფლორენციაში რომელიც ჯერ ვენეცია გენუას კოლონია იყო და მათი კაპიტალს აბრუნებდა და შემდეგ ისე მოძლიერდა სრულაიდ დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
ამ ყველაფრის პარალელურად იწყება რამდენიმე პროცესი
1. კაპიტალის შერწყმა გამსხვილება და ოლიგარქატების ჩამოყალიბება (ქალაქელი პატრიციები და ევროპული არისტოკრატიის პირველი სახე)
2. დაპირისპირება იტალიის შიგნით და იტალიის გარეთ ამ ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის ( პიზა ვს ვენეცია ვს გენუა ) შემდეგში დაემატა ფლორენცია მილანი რომი
- გავუსწრებ მოვლენებს და ამ დაპირისპირებამ კატასტროფული შედეგი მოუტანა მცირე აზიას ანატოლიას და დღევანდელი პოლიტიკური რუქა მოგვცა.
3. დაიწყო აპენინებიდან კაპიტალის და საწარმოო ძალის , ტექნოლოგიური ბაზის გატანა დღევანდელ ესპანეთი/პორტუგალიის საფრანგეთი/ნიდერლანდების და ავსტრიის მიმართულებით
4. იტალიური ფინანსური დაზვერვა აღწევს იაპონიის ზღვას ჩრდილოეთს და სამხრეთს
მარკო პოლო ვიცით როგორც მოგზაური, მაგრამ მოგზაურები მაშინ არ არსებობდნენ, უბრალოდ მოზგაური არსებობს დღEს რომელიც ინტერნეტით მოძებნის მარშრუტს ეარბნბ დაჯავშნის სასტუმროს ეცოდინება სავარაუდო ქვეყნის მდგომარეობა სიმშვიდეა? ომია? საინტერესოა? არა?
ან მეცნიერი რომელსაც აფინანსებს ქვეყნის შესაბამისი ფონდი
მარკო პოლო ვაჭარიც ვერ იქნებოდა,რადგან არცერთი ვაჭარი არ წავა ასეთ რისკზე ბნელზე წაიღოს ტვირთი და ამით ფინანსურ რისკზე დაჯდეს 99% ით.
რჩება ერთადერთი, მარკო პოლო იყო ვაჭრის სტატუსს ამოფარებული დაზვერვის მისიონერი. რადგან მისმა ამბებმაც მოაღწია ჩვენამდე ესეიგი ალბათობით მის გარდა იყვნენ სხვები და ბევრები

)) და მათმა ამბებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
პირველი საინტერესო მომენტია, იმ ბნელ წლებში აპენინებზე უკვე თამაშობდნენ დღევანდელი პოლიტიკურ თამაშებს
მაგალითად ვენეციის რესპუბლიკა, მართავდა ვენეციის დიდი საბჭო რომელიც ირჩევდა დოჟს რაღაც მექანიზმით რომლის თავი და ბოლო ვერ გავიგე ამიტომ ვერც აღვწერ, ტიპა იკრიბება 50 კაცი რომელიც ირჩევს 10 კაცს, მერე ეს ათი კაცი ირჩევს 100 კაცს, მერე ეს ასი კაცი რჩევს 50 -ს ერე ...
მოკლედ სპაგეტი.
ბოლოს (როგორც ყოველთვის

) ვენეციელმა ოლიგარქებმა, ნუ მამებმა იასნია დაითვალეს და გადაწყვიტეს რომ კუშს ბევრი აზისო, ბევრს არ ეკუთვნისო
და ზოგადად დროა მოვუჭიროთ ქამრებსო. ამ დროს ვენეცია იყო ურთიერთობა მოკლედ

)
აქ მგარი ამბავი იწყება

))
ერთ დღეს, დღEს კი არა და ღამეს, შუა ღამით მთელი მძინარე ვენეცია გააღვიძა ქუჩებიდან აურზაურმა და ყვირილმა, გაოცებულმა ვენეციელებმა ფანჯრებიდან დაინახეს როგორ დარბოდნენ ქუჩებში უცნობები ანთებული ჩირაღდნებით და იბრძოდნენ დაშნებით ისმოდა განგაშის საყვირის ხმა და ეკლსიის ზარიც დააგუგუნეს , ნაწილი შეშინებული უყურებდა ამ ყველაფერს ნაწილმა ყველაზე პატრიოტებმა იაარაღი აისხეს და გაცვივდნენ გარეთ
მოკლედ დილამდე გაგრძელდა ხიდებზე და ქუჩებში დაშნებით ჩეხვა ჩირაღდნების სახეში ძგერება ვინ ვის კლავდა ვერ იგებდა ვერ ხედავდა.
გათენდა და ყველაფერი მიწყნარდა ხალხი სან მარკოს მოედანზე შეიკრიბა სადაც ვენეციის ელიტა გამობრძანდა იარაღში ჩამჯდარი და რა გაირკვა
ცნობილი ყაჩაღი (ტერორისტი) სახელი აღAრ მახსოვს ტოლი ჯუმბერტინო ტოლი ჯაკომბინოს თავისი ბანდა შეუკრეფია და ვენეციას თავს დასხმია.
-მაგრამ ქალაქის მცველებმა ღირსეულად იბძოლეს, თავდასხმა მოგერიებულია სრულაიდ, ჯუმბერტინო მკვდარია!!!
-ვაააა, უააააა, შაააააა ტაშიი ოვაციებიი გადავრჩით, მოკვდა წყეული!!! აბღავლდა ხალხი
ზოგიერთი კი დაეჭვდა საერთოდ ვინ იყო ჯუმბერტინო და არსებობდა რეალში თუ არა? ან რა მიზანი ჰქონდა ბანდას როცა ამხელა ქალქს დაესხა თავს? მარა როგორც ყოველთვის ზოგიერთები ცოტანი არიან ხოლმე და ჩუმად არიან

))
მითუმეტეს ჯუმბერტინოს გვამიც გამოათრიეს საიდანღაც და ხალხის წინ დააგდეს, პრინციპში ვერც გაიგებდი ყაჩაღი ჯუმბერტინო იყო თუ ვინმე მშვიდი მოქალაქე სენიორ ალესანდრო მაგალითად ისე იყო დაჩეხილი და თავის მაგივრად ქვედა ყბაღა ჰქონდა შერჩენილი ამასთან დნმ ანალიზი მაშინ არ ასებობდა და კიდეც რომ ყოფილიყო საეჭვია ჯუმბერტინოს მონაცემები ჰქონოდათ ბაზაში, ამიტომ გაჩერდნენ ის ზოგიერთები ხო მიხვდით.
- მაგრამ (განრისხებული ყვიროდა ფერად ფრთებიან მუზარადიდან ქალაქის თავი) ბევრი ჩვენიანიც დაიღუპა ბევრი მამაცი ვენეციელი დაეცა ამ ღამით
წუთიერი სიჩუმე პატივი და დიდება მაააათ!
-სიჩუმე ჩამოწვა ხალხში ზოგი აქვთინდა რადგან ქალაქელებიც ბევრი დაიხოცა მართლა ზოგი ვის ხელით ზოგმა ერთმანეთიც დახოცა რას ხედავდნენ სიბენელში.
- მაგრამ! ცუდი ამბებიც უნდა გითხრათ, აბა როგორ? ეს ქალაქი ხომ ჩვენია საერთო უნდა იყოს მწუხარებაც
-ოოოო მიდი მიდი სენიორ დიახ გვითხარი დაე ის ა.. აქ ვააახ ჩემიიი
-ვენეციას მტრები ჰყვს!
- ეს ეხლა ამ ღამის შემდეგ მოულოდნელი არ იყო მარა ამის შემდეგ რაც ითქვა სრულიად თავზარდამცემი იყო
-ჩვენს ლამაზ ქალაქს მოღალატეები ყავს!, ჯუმბერტინოს ვიღაცამ შემოსასვლელი ხიდები გაუხსნა!!
- უაააააააა (ამოიგმინა ხალხმა) უააააააააააააა (მეორედ ) აააააააააააააააა (მესამედ და ყველაზე საშინლად)
-დიახ მოქალაქენო, თუ არა ღალატი ჩვენს შორის ეს ვერ მოხდებოდა
- უააააააა, ვინ? ვინ? ვინ არიან ისინი აღრიალდა ხლახი აქვე ჩავქოლოთ სახლი დავუწვათ დავტკეპნოთ სისხლი ... აა .. ო ......... უუხს
- ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, არის გეგმები როგორ აღმოვაჩინოთ ისინი, მანამდე ეს ყველაფერი რომ აღარ განმეორდეს და მოღალატეებმაც პასუხი აგონ
მანამდე უნდა შეჩერდეს ვენეციის დიდი საბჭოს უფლებამოსილება\
მთელი ძალაუფლება გადაეცემა პატივცემული მოქალაქეების ათ კაციან საბჭოს, ყველა სახლიდან თითო შეიაარღებული მოქალაქე იმორიგევებს ქუჩAში
ქალაქში დავდგავთ ურნებს (შემდეგში ლომის ხახად წოდებული) სადაც ტქვენ ანონიმურად ჩაყრით წერილებს თუ ვისზე გაქვთ ეჭვი, იმედი გვაქვს ამ მძიმე ჟამს მოითმენთ ამ ექსტრემალურპირობებს ღირსეულად ჩვენი საყვარელი ქალქის გადასარჩენად, ტერორისტული საფრთხე სანამ არ განეიტრალდება სრულად უნდა შევეგუეოთ ანტიტერორისტულ რეჟიმს, ეეე .... მოკკლედ ვარდისფერი საფრთხის დონე ცხადდება ჯერჯერობითთქვა
-უაააააა დიაააახ აააააა 99 უუუ შშშ ....
-ეს იყო ამჯერად, დევიშალეთ, ო ისა ... საღამოს ეკლესიაში პატივს მივაგებთ დაღუპულებს და გამარჯვებას ვიზეიმებთ ქალაქის ბუჯეტიდან დარიდგება სასმლი და ბუტერბროდები და ღამის მამაცებს დავაჯილდოვებთ
-ტაში ტაშ ტუშ აააააა ... შშს
ბასტა
ამას ქვია სრული კუშის აღება ხელში.
ფლორენციაშიც ლამაზად მოხდა იგივე, მსოფლიოში პირველი პროლეტართა რევოლუციით. შემდეგში ..
This post has been edited by Eric on 3 Dec 2019, 12:36