რატომ ცდილობს ნაციონალები დაკარგონ და მტრად გადაიკიდონ მრევლი? ლოგიკააა ნუ იტყვი...
რასაც მთავარ არხზე აკეთებენ და გაბუნია ბოდიალებს პირდაპირ ურტყამს ხმების რაოდენობაზე და არჩევნებზე....
რაც უგულავამ და ბოკერიამ ნაციონალები ლაფში სვარეს და ეკლესიის მტრის ხატი შეუქმნეს ხალხის თვალში თავიანთ პარტიას. იმის მაგივრად რომ ეს ჩამოირეცხონ იგივეს აგრძელებენ...
ხანდახან მართლა მინდა გაძვირებული ცხოვრების გამო ჯანდაბაში გავგზავნო ოცნება მაგრამ რამდენი გაბუნია გამოვა და მთავარი არხი თავის დამქაშებიანად შუაზე გაიხევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იმდენი სურვილი მიქრება
არჩევანი დგება მრევლის წინაშე მერე რწმენასა და გაძვირებულ ცხოვრებას შორის არჩევანი გააკეთოს და ბევრს ვიცნობ ვინც რწმენაზე აკეთებს არჩევანს
წერეთ მერე დაბოღმილებმა ''წილხვედრი'' და ''სკამაო'' და ა.შ. არ დაგიდგებათ გვერდით ბევრი და ეს ყველაფერი ისევ იმ გაუაზრებელი და ლოგიკას მოკლებული პოლიტიკის ბრალია რაც ხდება თუნდაც ახლა
როგორც ექიმი ისე მღვდელიც ათასნაირია ზოგი კარგი ზოგი ცუდი, იმ კომპრომატებს რასაც დაინახავს მრევლის უმეტესობა ეკლესიიდან კი არ გამოიქცევა მაგის გამო, უბრალოდ ადგება და სხვა მღვდელს მონახავს და სხვა ტაძარს მიაშურებს,
ერთი რამ ვერ გაიგეთ, ეკლესიაში ილია მეორის გამო და პეტრე ცაავას გამო არ მიდის ადამიანი, იქ მიდის მისი შინაგანი რწმენის, წარმოდგენის გამო ღმერთთან სალოცავად, მამაოს გულისთვის ტაძარში მიდის მცირე ნაწილი და ისიც ისედაც ტოვებს ეკლესიას პირადი სურვილით თქვენი დახმარების გარეშე იმიტომ რომ მსახურება რუტინად და დამღლელად იქცევა მისთვის ადრე თუ გვიან და მოდის იქედან, ვისთვისაც რუტინა არაა და რწმენის გამო დადის და არა მამაოს გამო ისეთი იქ რჩება
და პატრიარქზე რა ინფორმაციებიც ვრცელდება, უარესებიც რომ მოხდეს ადამიანი ეკლესიას არ მიატოვებს, ნაციონალებზე უკეთესი მეთოდები კომუნისტებს ქონდა, შედეგი? ადამიანები მაინც დადიოდნენ. ბევრი ჩუმად და მალულად და როგორც კი დაინგრა სისტემა ბევრმა მიაშურა მაშინვე, ამიტომ აზრი არ აქვს წყლის ნაყვას და შეეშვან ჯობია პიროვნებები
ჩერგოლეიშვილზე და სხვებზე ათჯერ და ასჯერ ჭკვიანებიც და შეძლებულებიც ცდილობდნენ და ოცნებობდნენ ამის ამოძირკვაზე მაგრამ დღეს ეგ ხალხი მიწაში წევს და ახალი თაობები ისევ საკმევლის სუნით გაჟღენთილი ტაძრის კარებს ისევ შეაღებენ და კვლავ შედიან შიგნით, ამ ყველაფერს ვერც ე.წ. ''განათლებამ'' უშველა და ვერც თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ''ჰოპკინსებმა'' და ''მეცნიერებმა'' ..... ადამიანები კვლავ დადიან და ეს ისევ გაგრძელდება ასე, იმიტომ რომ ადამიანი ბუნებითაა ასეთი და მას ჭირდება შინაგანი იმედი, ნუგეში, რწმენა და შინაგანად მუდამ ეძიებს გამოსავალს, ასე რომ
შეეშვან ჯობია დონ კიხოტობას და დაანებონ თავი ეკლესიას
ჯობია იფიქრონ რა საწარმო აშენდეს, როგორი გზა დაიგოს, რა სამხედრო ტექნიკა ვიყიდოთ, რა ჭირდება სკოლას, მოდი ამაზე დაჯდჯენ და ილაპარაკონ, წარმოადგინონ თავიანთი გეგმები ამ ყველაფერზე და ხალხიც მოუსმენს და ასეთ ადამიანებს გაყვება, ოღონდ ისეთს ვინც ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს და საქმით დაანახებს ამომრჩევლებს რომ პასუხისმგებლობა გააჩნია და საქმის მკეთებელია
სამწუხაროა რომ ნაციონალებში ''ჭკუა'' ვერ ისწავლეს
21_ე საუკუნის დონ კიხოტები კვლავ ცდილობენ ქარის წისქვილი გააჩერონ, გაჩერდება კი? არასდროს....სანამ ადამიანი დედამიწაზე იცოცხლებს იქამდე არ გაჩერდება, შეიძლება ოდესმე ფორმა შეიცვალოს ამ ქარის წისქვილმა, მაგრამ იგი არ გაჩერდება
მოდი საქმეს მივხედოთ
ბევრს ვიცნობ ირგვლივ ვისაც ბევრი ტაძარი გამოუცვლია და მამაოც ბევრი, თუ არ მოეწონებათ მოდიან და მერე სხვაგან გადადიან და არა ეკლესიიდან მოდიან