Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(49)
« პირველი
...
41
42
[43]
44
45
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
წვეროსნები 24 წლის ბიჭს წესს არ უგებენ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13031
წევრი No.: 147515
რეგისტრ.: 25-April 12
#55475949
· 13 Nov 2019, 13:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BLOODRED
QUOTE
მოწმობის გაუქმება რას უშველის?
ამ ხალხს რწმენასთან ყოფნა თამაში გონიათ.
კაცმა ჯარში არ წასვლის გამო სამშობლოს სამსახურზე სარწმუნოებაზე უარი თქვა სექტაში გაწევრიანდა და ახლა რა უნდათ მშობლებს.
ისე ცოდოა
+1
ამის დასაწერად შემოვედი
რადგან ქრისტიანობა ყველაზე დიდი დოზით არის სიყვარული და შესაბამისად მას ქადაგებს , ჯობია აუგონ წესი
იმ ბავშვმა დიდი ალბათობით გაუაზრებლად გააკეთა ის რაც გააკეთა(მოწმობის აღება )
ესეც რომ არ იყოს, სიყვარულის გამოხატულება ეგ უფრო იქნება ჩემი მოკლე ჭკუით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gears
GOY X2 PLUS
ჯგუფი: Members
gears
GOY X2 PLUS
ჯგუფი: Members
წერილები: 21750
წევრი No.: 63832
რეგისტრ.: 8-June 08
#55475970
· 13 Nov 2019, 13:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რადგან ქრისტიანობა ყველაზე დიდი დოზით არის სიყვარული და შესაბამისად მას ქადაგებს , ჯობია აუგონ წესი
აქ სხვა რამეშია საქმე
თუ ადამიანმა გააზრებულად გააკეთა და აიღო ეს საბუთი (იქნებიან ასეთებიც)
ეს "ძალით" მის მარლთმადიდებლობისკენ შემობრუნებას ნიშნავს
რაც არ არის სწორი
აქ ზოგს გონია ვიღაცის ან რაღაცის ჯინაზე არ უგებენ წესს
ნუ ჯაფარო რო წმინდანია ეს ცალკე თემაა.
--------------------
¯\_(ツ)_/¯
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Besa
Crazy Member
ჯგუფი: Members
Besa
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4614
წევრი No.: 5476
რეგისტრ.: 17-June 04
#55475986
· 13 Nov 2019, 13:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წევრს, 24 წლის შაკო ბარამიძეს, რომელიც ავარიის დროს დაიღუპა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წესი არ აუგო. ახალგაზრდას ოჯახი ითხოვდა, გარდაცვლილისთვის წესის აგებას, თუმცა საპატრიარქომ უარი განაცხადა, რადგან ახალგაზრდა სხვა კონფესიას მიეკუთვნებოდა. აღნიშნულ საკითხზე „ჰოთნიუსი“ დეკანოზი თეოდორე გიგნაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა არა სექტის, არამედ, „პოლიტიკური ტრიუკის“ მონაწილე იყო და მასზე მღვდელმსახურება, ანუ წესის აგება უნდა განხორციელებულიყო:
„როგორც წესი, მღვდელს მღვდელმოქმედების უფლება ენიჭება ეპისკოპოსის ნებართვით. ეს საკრალური მოქმედება მხოლოდ მაშინ არის ძალმოსილი, როცა ეპისკოპოსის კურთხევით ხდება, მღვდელმა ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე რომ იმოქმედოს, ეს იგევაა, რომ ერისკაცმა გააკეთოს ეს. „გირჩის“ ეს საქმიანობა პოლიტიკური ტრიუკი უფროა, ვიდრე - რელიგია და ეს ახალგაზრდა ბიჭი, მისი მშობლები ძალიან შემეცოდა. ეგ რომ სექტის წევრი ყოფილიყო, სექტის წევრს წესი არ ეგება, რადგან სხვა რელიგია, სექტაა. მოკლედ, მე ამას რელიგიურ აქტად ვერ აღვიქვამ. თუ ვინმე ჩათვლის, რომ მაინც არასერიოზული და ცუდი რამეა, ეგრე ჩვენ წესს ვუგებთ განურჩევლად მათი სარწმუნოებრივი მდგომარეობისა, მთავარია, მონათლული იყოს და ვინ იცის, რამდენი ურწმუნოთათვისაც აგვიგია წესი და ფორმალურად იყო მონათლული. თუ მკაცრად მივუდგებით, მაშინ თუ ეკლესიის წევრია აღმსარებელი და მაზიარებელი არაა, მაშინ არავის არ უნდა ავუგოთ წესი და თუ ამ ლიბერალიზმს ვუშვებთ, რომ წესს ყველას ვუგებთ, ოღონდ მონათლული იყოს, მაშინ ამ ბიჭმა რა დააშავა? ეს ხომ არაა სექტის წევრი? ასე რომ, ვერ ვხვდები, ასეთი სიმკაცრე რატომ გამოიჩინეს.“
მამა თეოდორე გიგნაძე განმარტავს, რას ნიშნავს წესის აგება: „ღმერთს ვევედრებით იმ ადამიანისთვის, რომელიც ქრისტეს მისტიურ სხეულში იმყოფება. ქრისტეს მისტიურ სხეულში ადამიანი შედის ნათლობით, მირონცხებით და ზიარებით. ზიარებაც აუცილებელია, მაგრამ მონათლული თუ მაინც არის, წესს ვუგებთ. თუ ადამიანი არ არის ქრისტეს მისტიური სხეულის წევრი და ნაწილი, მასზე ეკლესიის მოქმედებას საკრალური ძალა არ აქვს. ამიტომ ადამიანზე, რომელიც არაა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, ეკლესია შურს კი არ იძიებს, წესის აგებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ეს ბიჭი ხომ მონათლული იქნებოდა და მისი პოლიტიკური ტრიუკის და თამაშის ნაწილი გახდა და ამის გამო დასჯა, არ ვიცი... შეიძლება, ეპისკოპოსებმა პედაგოგიური თვალსაზრისით გადაწყვიტეს იმ გაგებით ვითომ, რომ სხვები გაფრთხილდნენ, ეს შეხედულება მე არ მესმის, მაგრამ ვთქვათ, მართალიც რომ იყოს, ეს პედაგოგიური მოქმედება ძალიან მძიმედ ტყდება ამ ბავშვსა და მის ოჯახზე და ასე როგორ შეიძლება?,- არ ვიცი. ეს კონკრეტული ადამიანების ტკივილია, ახალგაზრდა გარდაიცვალა, რა დროს პედაგოგიური მოქმედებებია. როცა ვითომ ეს ეკლესია [ბიბლიური თავისუფლება] შეიქმნა, რომელიც სინამდვილეში არანაირი ეკლესია არ არის, თუ თავიდანვე ეს პოზიცია ჰქონდათ ეპისკოპოსებს, სინოდის სხდომაზე უნდა განხილულიყო ეს საკითხი და თუ სინოდი დადებდა დასკვნას, რომ იქ გაწევრიანებულ ადამიანებს წესი არ აეგებათ, სანამ იქ იქნებიან, სინოდის ეს დადგენილება მთელ ქვეყანაში უნდა გაცხადებულიყო, რომ იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრზე, ცოცხალზეც და გარდაცვლილზეც მღვდელმსახურება არ აღესრულება. ყველას ეცოდინებოდა ეს და ამდენი პრობლემა არ იქნებოდა. ახლა დადგნენ ფაქტის წინაშე, ოჯახი რა დღეში იქნება... მეც მითხრეს ამის შესახებ და ვუპასუხე, რომ ამას აზრი არ აქვს და დაახლოებით იგივეა, რომ ერისკაცმა აუგოს წესი-მეთქი, ეპისკოპოსისგან ლეგიტიმაციის გარეშე. თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი უარს ამბობს, მისი აზრის შეცვლა შეიძლება, სინოდში გადაწყდეს, ან პატრიარქის რჩევით. როცა მითხრეს, ვურჩიე, საპატრიარქოში გაერკვიათ, საიდანაც უარი მიიღეს. ძალიან ვწუხვარ, ვუსამძიმრებ ოჯახს.“
დეკანოზი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა საპატრიარქოს გარშემო ვნებათაღელვაა, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო: „ახლა ცხელი მდგომარეობა, ბევრი ვნებათაღელვაა და შეიძლება, ვერც კი გაიაზრეს კარგად ყველაფერი ეს. წესის აგება, ანუ ეკლესიის მიერ ლოცვა გარდაცვლილზე შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუნდაც დაკრძალვის შემდეგ პერიოდშიც. ეს ვნებათაღელვა რომ ჩაივლის, ეგება, ამ ოჯახის ახლობლები მივიდნენ პატრიარქთან ან ქორესპისკოპოსთან და მშვიდ გარემოში დაელაპარაკონ, რომ ის არანაირი სექტის წევრი არ იყო. ბავშვს ჯარში წასვლის გამო... ეს ჯარიც რა არის?,-ყარაულად მიდიან, მართლა სამხედრო სამსახურს რომ გადიოდნენ, ვინ ჩივის? და ეგება, გადაწყდეს დადებითად. თან ეს ეკლესიისთვისაც დარტყმაა, ისედაც ვნებათაღელვებია და ამ სიტუაციაში ეს არასწორი ნაბიჯი იყო. გუშინ შეხვედრას ვატარებდი, სადაც სიყვარულზე ვსაუბრობდი და ბოლოს რომ მოვრჩი მკითხეს, ძალიან კარგია, რომ სიყვარულზე ქადაგებთ, მაგრამ ეს რა სიყვარულიაო?,- და ეს მაგალითი მომიყვანეს და ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის ეს, საშინელებაა.“
http://dianews.ge/dgis/6332--.html?fbclid=...kjgrz4wNu-MX2UE
რაღაც ჭღრპღრ საიტია მარა იავიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
konformist
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
konformist
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25038
წევრი No.: 66448
რეგისტრ.: 3-July 08
#55475989
· 13 Nov 2019, 13:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეს "ძალით" მის მარლთმადიდებლობისკენ შემობრუნებას ნიშნავს
QUOTE
აქ ზოგს გონია ვიღაცის ან რაღაცის ჯინაზე არ უგებენ წესს
მდა
This post has been edited by
konformist
on 13 Nov 2019, 13:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16470
წევრი No.: 90790
რეგისტრ.: 7-May 09
#55476008
· 13 Nov 2019, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თეოდორე გიგნაძე
QUOTE
გუშინ შეხვედრას ვატარებდი, სადაც სიყვარულზე ვსაუბრობდი და ბოლოს რომ მოვრჩი მკითხეს, ძალიან კარგია, რომ სიყვარულზე ქადაგებთ, მაგრამ ეს რა სიყვარულიაო?,- და ეს მაგალითი მომიყვანეს და ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის ეს, საშინელებაა.“
* * *
QUOTE
როცა ვითომ ეს ეკლესია [ბიბლიური თავისუფლება] შეიქმნა, რომელიც სინამდვილეში არანაირი ეკლესია არ არის, თუ თავიდანვე ეს პოზიცია ჰქონდათ ეპისკოპოსებს, სინოდის სხდომაზე უნდა განხილულიყო ეს საკითხი და თუ სინოდი დადებდა დასკვნას, რომ იქ გაწევრიანებულ ადამიანებს წესი არ აეგებათ, სანამ იქ იქნებიან, სინოდის ეს დადგენილება მთელ ქვეყანაში უნდა გაცხადებულიყო, რომ იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრზე, ცოცხალზეც და გარდაცვლილზეც მღვდელმსახურება არ აღესრულება
იგივე მიწერია ზემოთაც..
თუ წესს არ უგებ მაშინ არც ჯვარი უნდა დაწერო, არც ნათლობაში მიაღებინო მონაწილეობა და ზოგადად უნდა განკვეთო ჯერ შენი წიაღიდან ანუ ეკლესიიდან..
მოკვდა და ახლა სჯი?
დარჩენილ ცოცხლებს რატომ არ სჯი?
დასჯამდე რატომ არ აფრთხილებ შენ სულიერ შვილებს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9595
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08
#55476048
· 13 Nov 2019, 14:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყმაწვილი დამნაშავეა იმაში,რომ სამხედრო სამსახურს თავის არიდების მიზნით რჯულზე უარი თქვა(ფორმალურად,არაფორმალურად თუ კანონის დაურღვევლად სულერთია).
ეკლესია დამნაშავეა იმაში,რომ თავისუფლად შეეძლო ეზიარებინა და არ აეგორებინა.
მოგიყვანთ მაგალითს პირადი ცხოვრებიდან:თანაკლასელები შევიკრიბეთ სკოლის დამთავრების მრგვალი თარიღის აღსანიშნავად.ერთ-ერთი თანაკლასელი წავიდა მამაოსთან მარხვის დარღვევაზე ნებართვის ასაღებად.მამაომ დიდის ამბით მარტო მას კი არა,მთელს სუფრას მისცა კურთხევა ხორცის მირთმევით. ეგ მამაო ეტყობა არ იყო ხასიათზე და იმიტომ სთქვა უარი. ან ცოტა შეეძლიათ და ეგ იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SNYPI
ნუ განიკითხავ, ცოდვაა, ამენ!
ჯგუფი: Members
SNYPI
ნუ განიკითხავ, ცოდვაა, ამენ!
ჯგუფი: Members
წერილები: 24014
წევრი No.: 59591
რეგისტრ.: 28-April 08
#55476059
· 13 Nov 2019, 14:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყმაწვილი დამნაშავეა იმაში,რომ სამხედრო სამსახურს თავის არიდების მიზნით რჯულზე უარი თქვა
QUOTE
რჯულზე უარი თქვა
QUOTE
რჯულზე
QUOTE
უარი თქვა
აქ რეები იწრება ფორუმზე და წარმომიდგენია ფეისბუქის სასტავი რეებს ფიქრობს და ამბობს , ზოგადად ხალხის მასა
მაგრად ბნელა
--------------------
In modern war... you will die like a dog for no good reason.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16470
წევრი No.: 90790
რეგისტრ.: 7-May 09
#55476066
· 13 Nov 2019, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaxo55
შენ ახალი გადამნათვლელი ხარ?
QUOTE
ყმაწვილი დამნაშავეა იმაში,რომ სამხედრო სამსახურს თავის არიდების მიზნით რჯულზე უარი თქვა(ფორმალურად,არაფორმალურად თუ კანონის დაურღვევლად სულერთია).
ეგ შენთვისაა სულერთი..
მაგრამ
ქრისტეს არ ეკითხები? ჰა?
თუ თავად ხარ ქრისტე? ან კანონიკის კრებული?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#55476097
· 13 Nov 2019, 14:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Menestrel @ 13 Nov 2019, 14:18 )
მამა ნექტარიოს მჭედლიძე
22 hrs ·
მე აუგებ წეს და რატომ !
2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა(ღვიძლი არა მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო ,რომ ჩამოვასვენეთ წეს არ უგებდენ ეს იყო ისეთი დარტყმა ყველაფერი გაცოცხლდა ის განცდა და შიში რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი ხო გვეტკინა და უარის შემთხვევაში წესის აგების იყო ტკივილი არა სულის წვა ,დღეს ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი რაცა ეს ყველაფერი ,მე აუგებ წეს თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზე ,მე არვარ საქართველოს ეკლესის ურისდიქციაში თუმცა მისი ოჯახის ნების ამებრ ავიღებ ჩემთავზე და აუგებ წეს ,დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია ის ტკივილია ,ეწ "გირჩი " არა რელიგიური ორგანიზწცია ის პოლიტიკური პარტია ,ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან ხომ ხედავთ მათმა ეწ ვითომ ჰუმანურობამდე ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიყვანა
https://www.facebook.com/tornike.mchedlidze.9
ეტყობა, წერა მაინცდამაინც არ ეხერხება, მარა აზრი გასაგებია: მე ავუგებ წესს, თუნდაც მღვდელმსახურების შეჩერება მომიწიოსო.
გულიანი და ჯიგრიანი მამაო ჩანს
სამწუხაროა, ასეთი რო არავინ გამოჩნდა ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს შორის.
იმედია, ოდესმე გამოჩნდება. წესის აგება დაკრძალვის შემდეგაც შეიძლება.
This post has been edited by
Menestrel
on 13 Nov 2019, 14:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9595
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08
#55476151
· 13 Nov 2019, 14:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SNYPI
QUOTE
აქ რეები იწრება ფორუმზე
რა არი გაუგებარი?
GიორGი
QUOTE
vaxo55
შენ ახალი გადამნათვლელი ხარ?
QUOTE
ყმაწვილი დამნაშავეა იმაში,რომ სამხედრო სამსახურს თავის არიდების მიზნით რჯულზე უარი თქვა(ფორმალურად,არაფორმალურად თუ კანონის დაურღვევლად სულერთია).
ეგ შენთვისაა სულერთი..
მაგრამ
ქრისტეს არ ეკითხები? ჰა?
ვის რა უნდა მოვკითხო? ვერ გავიგე.
გადახედეთ ამას:https://forum.ge/?showtopic=35124999&f=&st=0&#entry55473124
1.ქურდი ხარო?-ეკითხებიან
-ქურდი ვარო.
-ჩასვით ციხეშიო.
-ჯდება.
ქურდი ხარო?-ეკითხებიან
-ქურდი ვარო.
ცოცხი გაუკეთეთო.
-ქურდი ვარო! -მაინც იძახის.
და მოკვდება ქურდად და არ იტყვის არ ვარ ქურდიო.
--------------
2.
-შედექი შენს დროშაზე ფეხებითო-
-არ შედგა!
-თქვი.რომ ოსეთი საქართველო არააო
-არ სთქვა.
-მოკალითო.
-მოკლეს.
-მოკლეს გმირად!
----------------------
3.
იშოვა საბუთი,რომ აღარაა ქრისტიანი.იძახის სულით ქრისტიანი ვარო.უბრალოდ ჯარში წასვლა არ მინდა.სხვა.წავიდესო. არ დასცალდა,თორემ ისევ გადმოქრისტიანდებოდა გაწვევის ვადა რომ გაუვიდოდა და შესვამდა საქართველოს სადღეგრძელოს(შეიძლება ცრემლიც გადმოეგდო)
--------------------
4.
და ეს ყველაფერი კანონიერია.ყველაფერი კანონიერია,რაც ხდება.ოღონდ სხვადასხვა კანონით.
------------------
კანონია და სამართალი. სამართლიანი კანონი.რამდენად უნდა დასცილდეს ერთმანეთს კანონი სამართალს და ორივე რეალობას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
picpic
«Доброго вечора, ми з України»
ჯგუფი: Members
picpic
«Доброго вечора, ми з України»
ჯგუფი: Members
წერილები: 30379
წევრი No.: 87518
რეგისტრ.: 26-March 09
#55476159
· 13 Nov 2019, 14:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველაზე მაგარი ის არის, ურწმუნოები, კაიფარიკები და გეები ასწავლიან მორწმუნეებს, თუ როგორ ეშლებათ რომ სწამთ.
კლუბურ ნარკოტიკს მიაწექით, კლუბურ ნარკოტიკს.
"თქვენ ამბობთ, რწმენა რომ მქონდეს, ხელს ავიღებდიო განცხრომაზე. მე კი გეუბნებით, ხელი აიღეთ განცხრომაზე და გექნებათ რწმენა.
მე არ შემიძლია მოგცვეთ თქვენ რწმენა, და დავრწმუნდე, მართალს ამბობთ თუ არა თქვენ.
თქვენ კი, შეგიძლიათ ხელი აიღოთ განცხრომაზე, და დარწმუნდეთ, მართალს ვამბობ თუ არა მე."
ბლეზ პასკალი. "აზრები"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Rayleigh
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Rayleigh
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7040
წევრი No.: 214344
რეგისტრ.: 17-February 16
#55476160
· 13 Nov 2019, 14:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იშოვა საბუთი,რომ აღარაა ქრისტიანი.იძახის სულით ქრისტიანი ვარო.უბრალოდ ჯარში წასვლა არ მინდა.სხვა.წავიდესო. არ დასცალდა,თორემ ისევ გადმოქრისტიანდებოდა გაწვევის ვადა რომ გაუვიდოდა და შესვამდა საქართველოს სადღეგრძელოს(შეიძლება ცრემლიც გადმოეგდო)
მადლი გადმოდის ამ პოსტიდან
ირონიული დამოუკიდებლობა გარდაცვლილზე მხოლოდ იმიტომ, რომ 1 წელი ყარაულობა არ უნდოდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16470
წევრი No.: 90790
რეგისტრ.: 7-May 09
#55476180
· 13 Nov 2019, 14:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaxo55
იგივე
ამპარტავნების პლასტინკაა ეგ..
თავად თუ ასრულებ მაგ ყველაფერს რაც დააკოპირე? თავად თუ ხარ გმირი ანწუხელიძესავით? ხაარ? შენი საქციელებით ყოველდღიურად უახლოვდები ქრისტეს თუ ჯვარსაცვამ?
თუ შენ არა ხარ ასეთი აწ გარდაცვლილ შაკოს რატომ თხოვ თქო?
აცადე ღმერთს, მისია მსაჯვრი და მან მოთხოვოს, შენ ილოცე შენი გარდაცვლილი ძმისთვის.. ჰა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Rayleigh
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Rayleigh
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7040
წევრი No.: 214344
რეგისტრ.: 17-February 16
#55476187
· 13 Nov 2019, 14:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თავად თუ ასრულებ მაგ ყველაფერს რაც დააკოპირე? თავად თუ ხარ გმირი ანწუხელიძესავით? ხაარ? შენი საქციელებით ყოველდღიურად უახლოვდები ქრისტეს თუ ჯვარსაცვამ?
მკვდრებს დასცინის ბიჭო, მკვდრებს!
რას კითხულობ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KERNELWORD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
KERNELWORD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5278
წევრი No.: 213855
რეგისტრ.: 6-February 16
#55476203
· 13 Nov 2019, 14:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GიორGი
QUOTE
იგივე მიწერია ზემოთაც..
თუ წესს არ უგებ მაშინ არც ჯვარი უნდა დაწერო, არც ნათლობაში მიაღებინო მონაწილეობა და ზოგადად უნდა განკვეთო ჯერ შენი წიაღიდან ანუ ეკლესიიდან..
მოკვდა და ახლა სჯი?
დარჩენილ ცოცხლებს რატომ არ სჯი?
დასჯამდე რატომ არ აფრთხილებ შენ სულიერ შვილებს?
ჯერ ერთი არც ჯვარს არ დაწერდნენ მაგ ახალგაზრდას, ვისზეც ეცოდინებოდათ რომ გირჩის სექტაში გაწევრიანდა.
ნათლობა პირიქით, მართლმადიდებელი ხდება მაგ დროს და უარს არავის არ ეტყვიან.
განკვეთა ხდება სასულიერო პირების, საერო პირი რომელიც ისედაც არ დაიდის ეკლესიაში რაღა განკვეთა უნდა, ის ისედაც განკვეთილია თავისი ნებით.
დასჯა რა შუაშია? რატო უყურებთ ამას როგორც დასჯას?
თქვენ გგონიათ რომ წესის აგებით სამოთხის საშვს იძლევიან და მაგ ბიჭისთვის დაენანათ? აი ესეთ ლოგიკას ვხედავ თქვენს სიტყვებში და არ არის სწორი.
წესს თუ არ უგებენ იმიტომ კი არ უგებენ რომ ამით ნიშანს უგებენ, სჯიან, ენანებათ მისთვის რამე და ა.შ.
წესს იმიტომ არ უგებენ, რომ არ შეიძლება ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ რამე რიტუალის ჩატარება.
ეს იმას ნიშნავს, რომ სისცოცხლეში ადამიანი უარს ამბობდა მართლმადიდებლურ რიტუალებში მონაწილეობაზე და ეხლა დრო იხელთეს რადგან უკვე გარდაცვლილია და ძალით აღებინებენ რიტუალში მონაწილეობას.
მართლმადიდებლობა არის აგებული სრულიად თავისუფალ ნებაზე, არავის არაფერს არ აძალებენ არასოდეს, და ზუსტად ამ დოგმებიდან გამომდინარე არ შეიძლება არანაირი რიტუალის ჩატარება ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ.
მშობლებმა თხოვეს და მშობლებისთვის არის ეს აუცილებელი და მსგავსი განცხადებები, არის სრული აბსურდი. ესეც ქრისტიანობის არასწორი გაგებაა და მაგ მშობლებს ჰგონიათ ალბათ, თუ რიტუალს ჩაატარებენ ამით სამოთხეში გაუშვებენ მიცვალებულს. კი გასაგებია მშობლის წუხილიც და მათი უცოდინარობაც, მაგრამ მშობლების ესეთ პოზიციას გაპიარება კი არ უნდა, არამედ ვინმე უნდა მივიდეს და აუხსნას ეს ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(49)
« პირველი
...
41
42
[43]
44
45
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0376 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.