პროსტო იმ თემაში აღარ მინდა შესვლა... და ამ თემაში ჩავაგდებ ინფორმაციას და არც აქ შეგაწყენთ თავს
ძაან ტალახს ისვრის კამანდა (გასაკვირია და, ორივე მხარემ დამტუქსა, ვინც ეთანხმება და ვინც არ ეთანხმება... ნიჩიო, არაუშავს))
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება და მუფე საბას მადლობას უხდის
ვარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ახალგაზრდას მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
„დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. გვსურს, გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„გირჩმა"-ის ინფორმაციით, ოჯახს სურდა შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
„გირჩის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება.
ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.
https://www.newposts.ge/?l=G&id=218272-%E1%...%83%91%E1%83%90
პირველ 2 წუთს უყურეთ: მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ
შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხი სინოდის მიერ, პატრიარქთან ერთად იქნება- ამის შესახებ მეუფე საბამ განაცხადა. ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭი „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური იყო.
მეუფე საბას განმარტებით, „გირჩსა“ და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებში გაწევრიანება ეკლესიის სივრციდან ავტომატურად გასვლას ნიშნავს.
„როგორც „გირჩმა“ გასცა ბრძანება შემდგომ, რომ ახალგაზრდა უკვე არ არის ჩვენი წევრი და ეკლესიამ წესი აუგოს, ეს უკუპროცესი ასე არ ხდება. საბუთის გაცემა, რომ ის აღარ არის ჩვენი წევრი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიაში დაბრუნდა. ეკლესიაში დაბრუნებას თავისი წესი აქვს - ან სინანულით, სხვა ლოცვების წაკითხვით და ასე შემდეგ, ხდება ადამიანის ეკლესიის წიაღში მიღება. თუ ადამიანი ეკლესიის სივრციდან არის გასული, მისთვის ეკლესია ვერნაირ მსახურებას ვერ ასრულებს ეკლესიაში. რადგან დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ამ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული და მას ქონდა საბუთი, რომ ის არის გირჩის წევრი და მღვდელმთავარი, ამან შემიზღუდა შესაძლებლობა მისთვის წესი ამეგო"- განაცხადა მეუფე საბამ.
მისი თქმით, მან სიტუაცია ოჯახს აუხსნა და შეპირდა, რომ ამ საკითხს სინოდზე დააყენებდა.
„შეიძლება, სინოდის სხდომა გახდეს საჭირო. წესის აგება დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება. რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცხადა მეუფე საბამ.
მანამდე შაკო ბარამიძის ოჯახმა განაცხადება გაავრცელა. მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
უფრო ადრე „გირჩმა“ განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
„გირჩის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/121024/m...ze-ganvikhilavt This post has been edited by Choncxis mzera on 12 Nov 2019, 15:28