არა, ვაინაცების თუ ვუიქოცების მეტს რას ვუყურებთ პოლიტიკოსებში, მაგრამ ეს კობახიძე მაინც გამორჩეულია.
ჯერ საერთოდ 20 ივნისს რომ თქვა ბაქოში, მისი გადადგომის მოთხოვნაზე - „სერიოზულ კომენტარს“ არ გავაკეთებო, ამან კრიტიკულად ასწია ტემპერატურა აქციაზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ცუდი ამბები.
ლევან გოგიჩაიშვილის ტექსტი დამამახსოვრდა, 21-ში ნათქვამი: „იმის ნაცვლად, რომ ამ პარლამენტის უბადრუკ თავმჯდომარეს ყოფნოდა ვაჟკაცობა, რომ გადამდგარიყო თავის უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების გამო, მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოსულები იყვნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ერთი მხარეა პროვოკატორები-„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მიატოვა ახალგაზრდები და გაიქცა, მაგრამ მეორეა ის, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადამიანებზე ნადირობა მიმდინარეობდა, რომლებიც იყვნენ შეურაცხყოფილი, იმის გამო, რომ ერთი მხრივ თავისი ქვეყნის პოლიტიკური ორგანოს მთავარ სავარძელში იხილეს გავრილოვი და მერე - შეურაცხყოფილები იყვნენ, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის გამო. ეს სამარცხვინო ადამიანი უნდა მოაშორონ“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...da-iqos-gagdebaსულხან სალაძე - მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა სწორი გადაწყვეტილება გუშინ, იმ პროცესების დაწყებამდე იქნებოდა, რაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვნახეთ
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...gamzirze-vnaxetდავით ჭიჭინაძე - დიდი ხანია ვაფრთხილებდი ივანიშვილს, რომ კობახიძე მისთვის სერიოზული პრობლემა გახდებოდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...blema-gaxdebodaროცა თავმჯდომარეობიდან გააგდეს, თვითონ სიტყვის თქმა არ იკადრა, კრიჭა ჰქონდა შეკრული და კალაძემ თქვა, რომ ეს გადადგაო ))
გუშინ იყო და პარლამენტში ყველა ყველას რომ აგინებდა და აფურთხებდა, საერთოდ საგიჟეთი რომ იყო, მაგის ტონალობა კობახიძემ ასწია. ზვიად ძიძიგურს „გოშიები“ არ მოეწონა სამართლიანად, მაგრამ თავიდან კობახიძემ რომ დაიწყო ლაპარაკი, ესენი სერგო ორჯონიკიძეები არიანო, ხომ ცხადი იყო, რომ საგანგებოდ სწევდა ტემპერატურას მაღლა.
დღესაც ფორმაშია.
არადა, როგორც ვხედავდი, გადადგომამდეც თვითონ ოცნების მომხრეების საკმაო ნაწილსაც თუ ვინმე არ მოსწონდა ქოცპერსონებისგან, ისევ ეს კობახიძე იყო.
ჩანს, ეს დაახლოებით სიგუას ტიპაჟია, ვითომ განათლებული და ინტელექტუალი, რომელიც ხელის აუკანკანლებლად გამოჰკრავს სამოქალაქო დაპირისპირების ჩახმახს. იქ, სადაც ყველაზე ორთოდოქსი ქოცებიც ასჯერ დაფიქრდებიან, კობახიძე არ შეყოყმანდება, ისე დაანთებს ხანძრებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით აშკარად ამ როლს ასრულებს.
ამიტომ მგონია, მართალს ამბობდა დავით ჭიჭინაძე, რომ ეს ტიპი ივანიშვილის პრობლემაა. არა, ის კი ჰაერში დღნამს ნიცშეს და ჰგონია, რომ ნებისმიერს გამოიყენებს, მაგრამ ყველა ჩასვრილი საქმე სწორედ რომელიღაც თავდაჯერებული გენიოსას ანგარიშზეა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.