| #55506758 · 21 Nov 2019, 11:02  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
 | QUOTE (Hiksos @ 21 Nov 2019, 09:16 ) |  | 
 50 და 100?
 ნოემბერში აქციებზე 60-70 ათასი კაცი იყო, 7 ნოემბერს დილასაც 50-ზე მეტი კაცი იდგა და მერე რამდენი დაემატა კი გეხსომება.
 გირგვლიანზე რა ისტერიები იყო საერთოდ და კიდევ ვაზაგაშვილზე. დღეს კი მაგის მეათედიც კი ვერ გროვდება.
 | 
  სარალიძის საქმეზე ბევრად მეტი ხალხი იყო და რეზონანსიც ვიდრე ყველა ერთად ჩამოთვლილზე ზემოთ.
 
 
 რაც შეეხება აქციებზე ხალხს, მაგას აქვს თავის კონკრეტული მიზეზი. პირველი ის რომ პატარკაციშვილი ბევრ ფულს ხარჯავდა.
 
 მეორე და ჩემი აზრით მთავარი. რომ შევადაროთ მაშინდელი სიტუაცია ეხლანდეს, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით დიდი რეიტინგი ჰქონდა ვიდრე დღეს ოცნებას აქვს. 2007 წელს განსაკუთრებით ალბათ ორჯელ მეტიც. მაგრამ მაშინ გამოდიოდა ხალხი იმიტომ რომ თბილისი ჩამპალმა ელიტამ დაკარგა პრივილეგიები, ასევე უბნის ავტორიტეტებს ჩამოერთვათ პრივილეგიები ამიტომ ნაც მოძრაობამ დაკარგა თბილისი. და აქციებზე ხალხი მოდიოდა უმეტესად თბილისიდან. მახსოვს იუმორინა რომ მთავრდებოდა ხოლმე მოწოდებას აკეთებდნენ აქედან აქციაზე წავიდეთო.
 
 ეხლა რა ვითარებაა, პირველი ის რომ მეტ ნაკლებად აქტიური მასა წავიდა ემიგრაციაში. ალბათ ნახევარი მილიონითაც კი გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. თბილისში იმ ე.წ. ელიტას რომელიც მიშამ ჩარეცხა და მიშას დაუპირისპირდნენ ბიძინამ პრივილეგირებული მდგომარეობა შეუქმნა. პლიუს ამას დიდ ნაწილს ახსოვს ნაცმოძრაობა, შესაბამისად თბილისში ივანიშვილს სიტუაცია ასე თუ ისე უჭირავს ამიტომ საპროტესტო მუხტი შედარებით დაბალია. რეგიონებიდან კი რთულია ადამიანის ჩამოყვანა, იქ ღამის გათევა, ტრანსპორტირება, დროის ფაქტორი და რთულია რეგიონში ადამიანი იყოს და თბილისში აქციაზე იაროს.
 
 ესაა ჩემი აზრით ის მთავარი მიზეზები რატომაც აქციაზე ხალხი არ გროვდება.
 |