#55515104 · 23 Nov 2019, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iviko18
QUOTE | ჩვენ საქართველოზე ვლაპარაკობთ. სულ მკიდია კოსოვო ვინ აღიარა, მე ჩემი მიწები მადარდებს. |
შენი მიწები ისე ლამაზად გახდება დამოუკიდებელი როგორც დაგიბარებია. აგერ მედოევებს უკვე ევროპარლამენტებში ოსების გენცოდიზე ალაპარაკებენ. ჯერ ყვავილებია. ევროკავშირის ემისარი სალომე ზურაბიშვილი კი საქართველოს პირდაპირ ბრალს სდებს ომის დაწყებასა და საკუთარი ხალხის დაბომბვაში. მანამდე ევროკავშირის ჰაიდი ტალიავინმა დადო დასკვნა რომ საქართველო არის აგრესორი. სალომე ზურაბიშვილმა მთელი გააზრებული ცხოვრება საფრანგეთის საგარეო უწყების მაღალაჩინოსნად გაატარა იმ დეპარტამენტში რომელიც პირდაპირ კავშირშია საგარეო უსაფრთხოების მთავარ დირექტორტთან Direction générale de la Sécurité extérieur * * * საერთაშორისო საზოგადოებრიობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სერიოზულ პრობლემებად არ მიიჩნევს. ჩვენ გვაქვს ირანი, ავღანეთი, სუდანი, ლიბანი, ერაყი... ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოგზავნის საკითხს. ევროკავშირს არ ჰყავს ზედმეტი ჯარისკაცები ასეთი მცირე მნიშვნელობის საკითხისთვის. ეს საერთოდ, რუსების საქმეა, რადგან რეგიონში ძირითადი მოთამაშე სწორედ რუსეთია. — ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, 2008 წელი, ივლისი.
ქართველებს თავიანთი დასავლელი მოკავშირეებისთვის არ დაურეკავთ და არ უთქვამთ, რუსები გვიტევენო — ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, 2008 წელი, ოქტომბერი.
საქართველოს ჰქონდა უკიდურესად აგრესიულ რიტორიკა. ერთი მხარე ისროდა, შემდეგ მეორე პასუხობდა, ოსები მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებდნენ და ა.შ. მე არ შემიძლია პირდაპირ დავაბრალო რომელიმე მხარეს ეს ყველაფერი, რადგან, ერთი მხრივ, ქართულ მხარეს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების სურვილი ჰქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხი და მთავრობა ამას არ ეგუებოდა. — ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, 2018 წელი, კვირის პალიტრასთან ინტერვიუ.
რუსულ დანაყოფებს იქ ყოფნის უფლება ჰქონდათ და აქვთ, ერთ-ერთი ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოც ეთანხმებოდა — ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, 2018 წელი, კვირის პალიტრასთან ინტერვიუ.
This post has been edited by Sсооby on 23 Nov 2019, 14:07
--------------------
Doo
|