კიბატონო, ეხლა მჯერა, რომ მართლა უთხრა
მაგრამ რა იგულისხმა საქმის კეთებაში, მაინც გაურკვეველია
https://youtu.be/O53Hi_24Ih4აი ამ ვიდეოს მერე გამიჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლება ჯაბა პატრიარქს დღნავდა და ეგ იგულისხმა
სხვა ახსნა ამას არა აქვს
* * *
მაგ ვიდეოს პლუს ამ ჯაბას ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ უფრო ზუსტად თუ გაინტერესებს
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%...%83%9C%E1%83%98ბიოგრაფია
დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 17 წელი ციხეში გაატარა.[1] 1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის.
საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა როგორც მხედრიონის ლიდერი — შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დაცვა რეგიონული სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს.[2].
1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით. სისხლიანი გადატრიალება იოსელიანის მომხრეების წარმატებით დასრულდა 1992 წლის იანვარში. იოსელიანი გახდა სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს მართავდა 1992 წლის იანვარ-მარტში.[3][4] მოგვიანებით იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი პარლამენტის შენობაში ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით.
იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მმართველობის აღდგენის კატასტროფულ მცდელობაში აფხაზეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობისა და მხედრიონის ძალების აბსოლუტური დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
* * *
2003 წელშია დაკრძალული პანთეონში ეს ხაშურელი #ლე