2020 წლის 17 თებერვალს პარლამენტში, ადამანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, განიხილება ჩემი და „სოლიდარობის ქსელის“ ინიციატივით შექმნილი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, მშრომელთა უფლებების უკეთესად განსაზღვრას და მათ დაცვას.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაუმჯობესდება თქვენი სამუშაო პირობები შემდეგი მიმართულებით:
1. სამუშაო დროის ხანგრძლივობა - კანონპროექტი საშუალებას მოგცემთ, რეალურად ისარგებლოთ 40 საათიანი სამუშაო კვირით და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება.
2. ზეგანაკვეთური სამუშაო - დამატებითი სამუშაო დრო, რაც ანაზღაურდება ხელფასის 1,5-ით გაზრდილი ოდენობით მაინც.
3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა - 6 დღიანი სამუშაო კვირა და მინიმუმ ერთი დღე დასვენება.
4. დასვენების და შესვენების დრო - შესვენების დროის ოდენობის მინიმალური სტანდარტის დადგენა და დასაქმებულთათვის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა . დასვენების დროის ადვეკვატური ხანგრძლივობის განსაზღვრა.
5. სამუშაო დროის აღრიცხვა - დასაქმებულის ყოველდღიური სამუშაო საათების აღრიცხვა და ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოთვლის შესაძლებლობა .
6. ღამის სამუშაო - 22:00 საათიდან 6:00 საათამდე მუშაობის ანაზღაურება დღის სამუშაოს ხელფასის 25%-ით გაზრდილი ოდენობით .
7. ცვლებს შორის დასვენება - თუ დასაქმებული ერთ ცვლაში მუშაობს 12 საათზე მეტს (მოქმედ კოდექსში 12 საათი არის უკვე გათვალისწინებული), მან უნდა დაისვენოს მინიმუმ იმდენი ხანი, რამდენიც ცვლაში იმუშავა.
ეს არის პირველი მოსმენით განხილვა, ასევე იქნება სხვა მოსმენები და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, დაესწროთ .
თქვენი მხარდაჭერა აუცილებელია!
This post has been edited by Mako Subladze on 17 Feb 2020, 11:07
მიმაგრებული სურათი