ყველაფერში ვეთანხმები ყველა იუზერს!!
--------------------------------------
OFFTOPIC:აიფონები ვისაც გაქვთ შემოგვიერთდით პროტესტში, საღამოს ვიკრიბებით (დეტალებს მოგახსენებთ) და დემოსნსტრაციულად ვაპირებთ დამტვრევას
შემოგვიერთდით ვინც ემიჯნებით ასეთ ნაბოზვრობას
„ეფლმა“ რუსეთის მოთხოვნით, რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა
კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. ამიერიდან 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად დაინახავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ეფლის“ მოწყობილობებს რუსეთში ყოფნისას გამოიყენებენ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპლიკაციების გახსნისას ყირიმი კვლავ უკრაინის ტერიტორიად არის აღნიშნული.
„ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ.
„ნება მიბოძეთ, აგიხსნათ თქვენი ტერმინებით, „ეფლ“. წარმოიდგინეთ, თქვენ ყვირით, რომ თქვენი დიზაინი და იდეები, წლების სამუშაო და თქვენი გულის ნაწილი მოიპარა თქვენმა უდიდესმა მტერმა, თუმცა შემდეგ ვიღაც უვიცი თქვენს ტკივილს არაფრად აგდებს. სწორედ ასეთი გრძნობაა, როდესაც თქვენ ყირიმს რუსეთის მიწას უწოდებთ. „აიფონი“ შესანიშნავი პროდუქტია, სერიოზულად, თუმცა, „ეფლ“, გთხოვთ, მიხედეთ მაღალ ტექნოლოგიებსა და გართობას. გლობალური პოლიტიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. ყირიმი უკრაინაა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო „ტვიტერში“.
„ეფლის“ გადაწყვეტილებას მიესალმნენ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებაში და კომპანიის აღნიშნულ ნაბიჯს „კანონზომიერი“ უწოდეს.
ყირიმის ტერიტორიული სტატუსის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასა და ამერიკულ კომპანია „ეფლს“ შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად, კომპანია რუსულ მხარეს ყირიმის გაურკვეველი სტატუსის მქონე ტერიტორიად ჩვენებას სთავაზობდა.
https://1tv.ge/news/efli-rusetis-motkhovneb...LN3H1dI5N4T4g5wვენაცვალე უკრაინელებს რომ ამხელა მონსტრს ესე ღიად დაუდგნენ და დედა უტირეს
ჩვენ კი ყველაფერს ვყლაპავთ ოღონდ დასავლეთი არ მოვიხსენიოთ ცუდად. სტრასბურგის გაპუტანკებაც კი შევარჩინეთ (რუსთავის საქმეზე რომ ქრთამი აიღეს)
This post has been edited by Choncxis mzera on 28 Nov 2019, 16:14