გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნათქვამ ტოპ 10 ფრაზასhttps://www.facebook.com/FormulaOriginals/p...153792289335830გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნათქვამ ტოპ 10 ფრაზას
„არაფერი კანონი არ დაურღვევია ქართულ ოცნებას. საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. მორჩა თემა” - ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე
„ჩვენ მუდამ ცილს გვწამებენ, რომ რაღაც არ შევასრულეთ. არ მახსოვს ჩვენს შვიდწლიან ისტორიაში, რომ სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა“
„ორუელის გენიოსობა არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო" - ივანიშვილი ორუელის „1984-ზე“
„ეს კვლევები იმდენად არასანდოა, რომ შეიძლება ამაზეც მიდის მუშაობა, რომ აჩვენონ, რომ ამერიკული ორგანიზაციები მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას“ - ივანიშვილი NDI-სა და IRI-ის კვლევებზე
„სააკაშვილს ვურჩიე, ახლა შენ რომ გამოხვიდე, ხალხს ბოდიში მოუხადო... შენ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებ-მეთქი. არ ჰყავს ადამიანი, ვინც ანალიზს გაუკეთებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა თეორიულად შეუძლებელია“
„თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები მინდა ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულობა დაანგრია... კარგია ეს გენდერული თანასწორობა, მაგრამ...“
„გუნდიდან ბევრი გავიდა და გაიხსენონ ჩემი დიქტატორული ჩვევები... ვერც ერთს ვერ გაიხსენებენ. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება თუ გარეთ და გუნდშიც ეს დამოკიდებულება მაქვს“
„უმრავლესობის დაშლა ძალიან ტრაგიკული იქნებოდა ამ ქვეყნისთვის. მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. რა თქმა უნდა, ცუდი იყო, რაც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები“
„პოლიტიკურ პროფესიონალობას მე ვერ დავიჩემებ. შეიძლება, პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ მართვის ჩვევები მაქვს“
„საოცარი გაერთიანებაა... ზოგჯერ, რომ ხედავ იმდენად გვანან ერთმანეთს, ისე ერთნაირი ხასიათი აქვთ, რომ გაოცდები, რის საფუძველზე არიან გაერთიანებულნი“ - განაცხადა ივანიშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებზე
This post has been edited by narcoTOURIST on 28 Nov 2019, 12:00
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa