კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ლიდერებთან შედარებით ბიძინა არის ცივილიზებული პიროვნება,
არ იგინება, არ იფურთხება, დორბლებს არ ყრის, ყალბ პათეტიკას არ აგორებს. მისგან სრულიად საპირისპირო ფენომენად შეგიძლიათ ნებისმიერი ოპო ლიდერი აიღოთ, დაწყებული გიგი უგულავადან, დამთავრებული ალეკო ელისაშვილით.
თან ბევრად უფრო მართალია, ვიდრე მისი ალტერნატივა. მე მჯერა როცა ამბობს, რომ მესამე ძალის ფინანსები და რესურსი არ გამოჩნდა და რა ვქნაო. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სიამოვნებით წავა პოლიტიკიდან, ნორმალური ოპო ძალა რომ გამოჩნდეს (არა დღევანდელი მატყუარა, დორბლიანი, ძალაუფლებაზე დახამებული ძველი ბიჭი ოპოზიცია).
გამოაჩინეთ ეს რეალური, ცივილიზებული, მშვიდობიანი, არა ძალაუფლებაზე დახამებული ოპოზიციური ძალა და ბიძინაც წავა. მაგრამ არაა რესურსი.
ოპოზიციას ურჩევნია ისევ ნაცების მიტინგებზე გამოვიდეს და ისევ "ბიძინა რუსეთის აგენტია" სისულელეებს უსმინოს. როდემდე შეიძლება ამდენი სიყალბე? კიდევ ერთხელ გამოდით და კიდევ ერთხელ თქვით რომ ბიძინა და ქართული ოცნება რუსეთის აგენტია.

ესეთი უკბილო ტყუილები ატრიალეთ და ნახავთ რამდენად გაიზრდება თქვენი არც ისე გონებამახვილი (აქ ჩ-ზე რომ იწყება, ის სიტყვა ეწერა, მაგრამ ვორნს ავარიდე თავი) ელექტორატი. ხალხი უფრო აზრზე მოსული გახდა ამ ბოლო დროს (უფრო დაბრძენებულია), ვიდრე 1990-იანებში და 2000-იანებში და იმხელა რაოდენობაზე აღარ ჭრის ფარისევლობა.
არც მე მომწონს ბიძინას რამდენიმე საქმე, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და კიდევ კარგი ჩანასახოვან სტადიაში მაინც გამოჩნდა ნორმალური ოპოზიციაც (იხ. ახალი საპარლამენტო ფრაქცია). იმედია 2024 წლამდე თუ არა, 2030-მდე მაინც ჩამოყალიბდება ადამიანური ოპოზიციური ძალა.
p. s. იმასაც ვგრძნობ რომ ნაცმოძრაობის ზოგიერთი წევრიც შედარებით კონსტრუქციული გახდა, რეალურ თემებზე აწვებიან ხელისუფლებას (მოსამართლეებზე) და არარეალურ პოპულისტურზე (პენსიების 5-ჯერ გაზრდაზე) აქცენტს მოუკლეს. მაგრამ იმდენი მაინც არ დაუშავებია ხელისუფლებას, რომ ვადამდელი არჩევნები ან ამხელა პროტესტები გამართლებული იყოს.
ბრძენმა ხალხმა იმედია ისწავლა სიყალბის გამოცნობა.