#55549801 · 2 Dec 2019, 22:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lemshveniera
| QUOTE | | კაცი-შვილი არ ფიქრობს ქვეყნის მოწყობაზე, არც იციან, როგორი ქვეყანა უნდათ. |
აგერ ბიძინა გვიშენებს დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას.
ამ კურსის შეცვლა ვინმე რომ ცადოს, მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ქართული შოუ-ბიზნესი, ხელოვანი საზოგადოება, არასამთავრობოები, ყველა და ყველაფერი დაუპირისპირდება. არსებული კურსის გაძღოლას კი ოცნება-ნაცებიც კარგად უდგანან სათავეში.
იმდენად ფესვგადგმულია სისტემა, ამისი შეცვლა რომ მოინდომო, პატარა რეპრესიები მაინც დაგჭირდება სარეველას მოსასპობად. ამ რეპრესიებს დასავლეთიდან ყველანაირად დაბლოკვა მოყვება, ანუ ჩათვალე ქვეყანა უნდა დაიხუროს ან ანტაგონისტების (ირანი, ჩინეთი, რუსეთი) ძმაკაცი გახდეს.
რაღაც დიდი ამბიციური მიზანი გვჭირდება მესამე ძალას და არა პატარ-პატარა კოსმეტიკური კორექციები, რასაც თემის პირველი პოსტი გვთავაზობს. ეგეთ პატარა კორექციებს ნაცებიც მოიტანენ თუ ოდესმე დაბრუნდნენ და ოცნებაც მოიტანს შემდეგ საარჩევნო პერიოდში. დიდი ამბიცია, დიდი ტვინის რეცხვა, დიდი მოტივაცია, დიდი ენერგია, კონსტრუქციული მუხტი, დიდი პროექტი, მიზანი, მიყოლა და შეიძლება საბოლოოდ ევროპის ბანძ გარეუბან-პროვინციაზე უკეთესი გამოვიდეთ.
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|