როგორი იქნებოდა ჩემი პირადი ცხოვრება სსრკ რომ არ დაშლილიყო?
1. ვიქნებოდი 120 მანეთიანი + 30 მანეთი პრემია ინჟინერი(ახლა მაქვს საქართველოს პრეზიდენტზე 3 ჯერ მაღალი ხელფასი)
2. თუ ოდესმე დამაწინაურებდნენ საამქროს უფროსად...აუცილებლად მომიწევდა კომპარტიაში შესვლა.(ჩემი პროფესიაში ვარ ტოპი და უპარტიო)
3. ცხოვრება მომიწევდა მამაჩემის დანატოვარ 2 ოთახიან ხრუშოვკაში.( ახლა მაქვს რამდენიმე ბინა და კერძო სახლი)
4. თუ ცოლის მოყვანას გავბედავდი 40 წლის ასაკში...მაქსიმუმ ვიყოლიებდი 1 შვილს(ახლა 3 მყავს)
5 . მაქსიმუმ ცხოვრების მანძილზე მომენახულებინა ბულგარეთი ან პოლონეთი.(მსოფლიო მაქვს მოვლილი , ალბათ 70 მდე ქვეყანა)
6. მაქსიმუმ გამექაჩა 10 -15 წლის ჟიგული ,( 25 წელია სხვადასხვა მარკის გერმანული მანქნები მყავს)
მეტს აღარ დავწერ , აღარ გავაიზიანებ თანაფორუმელს

რაც შეეხება იმას თუ რა ცოდნა მომცა საბჭოთა განათლების სისტემამ ...
ზოგადი...ზედაპირული განათლება , არაფერი პრაქტიკული და გამოყენებადი . უაზრო საგნები : პარტისტორია , სოცეკონომიკა , მეცკომუნიზმი და ათასი ლეღვობა ...
თუ რამე ვისწავლე , ვისწავლე გპი-ის დასრულების შემდეგ ...თვითმასწავლებლებით და სპეც ლიტერატურით
This post has been edited by ბესიკის26 on 28 Nov 2019, 12:49