#55534958 · 28 Nov 2019, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Brock
| QUOTE | იქ სადაც შენი გადაგდება გადის და სათანადო პროტესტს ვერ იღებს, რატომ გონია რომ არჩევნებზე გაყალბება და ათასი არაკანონიერი გზით გაყალბება არ გაუვა?!...
|
არჩევნების გაყალბება ეგრე ადვილი არაა ბრო... 5% ჰადაჰა 10% გააყალბოს თავის ადმინრესურსიანად და მერე შეშფოთების განცხადებები კი არ იქნება დასავლელი პარტნიორებისგან... მაგალითად შეჩერდება ასოცირების ხელშეკრულება, დაიწყება ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება, ინვესტიციების შემცირება, რეცესია, ცხოვრების გაძვირება, უკმაყოფილების მატება და ა.შ. ჩვენ კიდევ აზერებივით ნავთობი არ გვაქვს, რომ გავქაჩოთ და არც ხიხოს 5 თუ 6 მლრდ ეყოფა ამ კრიზისის დაძლევას...
| QUOTE | ხალხი თუ არ გამოვიდა სათანადო რაოდენობით თუნდაც ხმები რომ დაიცვას, მარტო ოპოებმა რაზე უნდა იმუშავონ ან რა შედეგებს მოუტანს ეს?... ამაზე რატომ არ ფიქრობთ?!... რატომ გინდათ თქვენი საქმე მარტო ოპოზიციამ გააკეთოს?!.... |
ვერ ხედავს ხალხი, რომ რისთვისაც ახლა ის პატარა ჯგუფი დგას ქუჩაში, ეს ხალხის საქმე და ხალხის ინტერესებია... აი, როცა ფინანსურად ძალიან გაუჭირდებათ, ან რამე (კრიმინალისტიკის ენაზე) მყისიერი გარდაუვალი საფრთხე დაემუქრებათ, მერე გამოვა... გამოვა და კონსერვის სასახლესაც გადადგამს... ოხანაშვილის დიღმელაშვილით შეცვლა და შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება მაგრა ჰკიდია მასას და დიდად ვერც ერკვევა ამაში, თორემ ქოცებისგან ბუმბული აღარ დარჩებოდა...
შესაბამისად, ილაპარაკე რამდენიც გინდა... შეგიძლია გაბრაზდე კიდეც, აგინო, ლანძღო, თათხო, ნამუსზე შეაგდო, დაემუქრო... თუ შეცვლის ეს განწყობებს, კი ბატონო...
This post has been edited by PFU on 28 Nov 2019, 18:49
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
|