#55556053 · 4 Dec 2019, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქოც/ნაც მანკიერი დუოპოლიის დარღვევის რამდენიმე გზა არსებობს: 1. პროპორციულ უბარიერო არჩევნებზე გადასვლა. ამაზე ოცნებამ თქვა უარი. მაგრამ შეიძლება აზრი შეიცვალონ, თუ მოსახლეობის მხრიდან სწორი ფორმით ზეწოლა იქნება, და საპროტესტო ტალღას ნაცები გაერიდებიან. 2. 73 ოლქიდან ნახევარში მაინც ნაცებმა (ევროების და სატელიტების ჩათვლით) არ დააყენონ თავისი კანდიდატი და ოცნებას მოუწოდონ, იგივე გააკეთოს. ამაზე ნაცები არ წავლენ: მაგათ ძალაუფლება აინტერესებთ და არა ქვეყნის კეთილდღეობა. 3. სასწრაფოდ შეიქმნას "ახალი სახეების" ალიანსი, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატებს დააყენებს 73 ოლქში. მთავარია, მეორე ტურში გავიდნენ. იქ კი ნაცსაც და ქოცსაც დაამარცხებენ. აქ საჭიროა 73 ღირსეული ადამიანის პოვნა, რომელიც პარაპეტზე თავის დადებას და შავ პიარს არ შეუშინდება, და ყველა ჩვენთაგანის მხარდაჭერა, როგორც ხმით, ისე ფინანსურად. ჩემ უბანში ერთი ნაცი, ერთი ქოცი და ვაჟა გაფრინდაშვილი რომ იყრიდეს კენჭს, ზუსტად ვიცი, ხმას ვის მივცემდი. ამ გზით 35-40 ადამიანი თუ მოხვდა პარლამენტში, იქ სიტუაციას დააბალანსებენ.
|