goglimogliმოკლდე მივედი კომპიუტერთან
კანონი "სახელმწიფო ვალის შესახებ":
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32452?publication=12ა) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/ დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით;
გ) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი – უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/ დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული თანხებით;
მუხლი 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავს მომავალი წლისათვის საშინაო და საგარეო ვალის მოცულობასა და მისი აღების პირობებს;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ვალისა და იმ კრედიტების შესახებ, რომლებზედაც გაცემულია სახელმწიფო გარანტიები;
გ) საგარეო ვალების შესაბამისად პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში.
მუხლი 25. სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე სახელმწიფოს ფისკალური აგენტები
საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო საგარეო ვალით აღებული თანხის გაცემა წარმოებს დადგენილი წესით. სამინისტრო საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით ფარავს და ახორციელებს გადახდებს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებისათვის.
მოკლედ ეროვნული ბანკი არ არის ამ საქმეში გადაწყვეტილების მიმღები... ფინანსთა სამინისტრო იღებს