1) ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არ არის საბანკო სისტემა, უმთავრესი პრობლემა ეკონომიკა და საინვესტიციო გარემოა
2) დაბალია რისკი, მაღალია კონკურენცია საბანკო სისტემაში, მაღალია კონკურენცია დაბალია საპროცენტო განაკვეთი
3) ბანკი არ მოდის და არ გტენის მოდი სესხი აიღეო, წინაპირობა წერია ხელშეკრულებაში და თუ ხელშეკრულებას გირღვევს არის რეგულატორი ეროვნული ბანკი რომელსაც ერთი სული აქვს ბანკებს დიდი ჯარიმა აარტყას და ბიუჯეტი შეავსოს (ხელშეკრულების პირობის დარღვევა ბანკების მხრიდან წარსულს ჩაბარდა).
4) ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო დასაქმების პრობლემებს აგვარებს, დასაქმების პრობლემა გადახდის უნარიანობას აგვარებს
და ნუ დაგავიწყდებათ რომ მენტალიტეტში უდიდესი პრობლემაც ემატება, ხალხს ურჩევნია ბინა გააიპოთეკოს და ფული კაზინოში წააგოს ვიდრე რამე საქმიანობას ხელი მოკიდოს

პ.ს. მე მაქვს ფული და გავასესხებ 150%, მე ასე მიღირს ქვევით არ მაწყობს, შენ თუ გაწყობს მოდი და წაიღე, ვერ დააბრუნებ სახლი უნდა მომცე, ისე ფულს არ მოგცემ - მე თავისუფალ ქვეყანაში არ უნდა მქონდეს უფლება ჩემი ფული ისე ვმართო როგორც მე მსურს?
პ.ს.ს. დაადგინა უკვე ზედა ზღვარი ეროვნულმა ბანკმა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის (50% მგონი)
This post has been edited by chuvak_lexo on 10 Dec 2019, 17:00