გირჩზე ცოტა მოკრძალებული გეგმა გაიჩითა...საქართველოს გადარჩენის
ახლა წავაწყდი
პრემიეროვიჩს სთავაზობენ
ნახეთ აბა შეაფასეთ
https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e...mv1XZiPMx9S7fUU"მიზნის მიღწევის გზები: საქართველო უნდა გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კონკურენტუნარიანი უპირატესობის მქონე მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ექსპორტიორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა; ამის საფუძველზე საქართველო შეძლებს ყოველწლიურად ჩამოასხას 50 მლრდ

ლიტრი მაღალხარისხოვანი სასმელი წყალი. ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის სააქციო საზოგადოების ყველა წევრი ეტაპობრივად გახდება საქართველოს მკვიდრი ყველა მოქალაქე, რომელთაც უფასოდ გადაეცემათ ასეულათასობით აშშ დოლარის „მატერიალური ღირებულების“ 1 აქცია საკუთრების უფლებით, რაზეც გამოცხადდება გასხვისების 10-წლიანი მორატორიუმი მოსახლეობის საშუალო ფენის შექმნა-ჩამოყალიბებისა და მდიდარი მოსახლეობის მყიდველობით-უნარიანობის შენარჩუნების ზრდის პერსპექტივით.
რაც მთავარია, უზრუნველყოფილია სასმელი წყლის მსოფლიო ბაზრის მოპოვება და ინდუსტრიული მშენებლობისათვის საჭირო 5 მლრდ აშშ დოლარით დაფინანსება.
პროექტის რეალიზაციის შედეგებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
18 თვეში საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში აშენდება 190-მდე სასმელი წყლის ჩამომსხმელ-დამფასოებელი ქარხანა;

პირველ ეტაპზე შეიქმნება 80-100 ათასამდე სამუშაო ადგილი;

დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იქნება 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ქვეყნის ყოველწლიური შემოსავალი იქნება 12 მლრდ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; კონცეფცია-პროგრამის რეალიზაციით საქართველოს ბიუჯეტი შეივსება 2,5 მლრდ დოლარის ეკვივალენტით ლარში;
ნახეთ რა ხალხი აქწერს ხელს
ელიზბარ ჯაველიძე,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სახალხო მოძრაობა „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ საპატიო თავმჯდომარე.
პაატა გიორგაძე, კონცეფცია-პროგრამის ავტორი და თანაავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სახალხო მოძრაობა „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ თავმჯდომარე. საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საქართველოს ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი.
ოთარ ნათიშვილი,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.სოფლის მეურნეობის აკადემიკოს მდივანი.
რევაზ გოგოხია,ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი.
რომან რურუა,საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ექსპერტი მცირე და საშუალო სამეწარმეო დარგში. საზოგადო მოღვაწე.
გიგა ბათიაშვილი,მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.მსოფილიოს არქიტექტორთა აკადემიის აკადემიკოსი.საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო მეცნიერებათააკადემიების აკადემიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე.
ნოდარ ჩხეიძე,მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი. სახალხო მოძრაობა „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის აჭარის რეგიონის თავმჯდომარე და მოძრაობის თანათავმჯდომარე
რამაზ სურმანიძე,მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის თანათავმჯდომარე.
ზაურ ციხელაშვილი,მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი.ჰიდროგეოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი.
გურამ საღარაძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. თბილისის საპატიო მოქალაქე.საზოგადო მოღვაწე. სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის დამფუძნებელი
თემურ ხაბულიანი,ექსპერტი სამეწარმეო საკითხებში, სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის დამფუძნებელი
ავთო აბაშიძე,მეცნიერებათა დოქტორი, სამართალმცოდნე.სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. სახალხო მოძრაობა „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ კოორდინატორი და დამფუძნებელი.
ზურაბ აბაშიძე,მეცნიერებათა დოქტორი. ექსპერტი სამრეწველო მშენებლობის საკითხებში. სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის დამფუძნებელი. აჭარის რეგიონის კოორდინატორი.
ნატალია ზაქარეიშვილი ექსპერტი სოციალურ საკითხებში. სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის დამფუძნებელი და საორგანიზაციო საკითხების კოორდინატორი
გურამ გუნავა,სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ექსპერტი საორგანიზაციო საკითხებში. სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორი.
ირაკლი მიქაძე,გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი-ჰიდროგეოლოგი, პროფესორი. საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი
ნიკოლოზ გონაშვილი, კახეთის რეგიონის კოორდინატორი, სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის დამფუძნებელი
.............................
გვეშველება რამე?
This post has been edited by firalifirali on 10 Dec 2019, 23:27