#55590706 · 14 Dec 2019, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaiser Soze
| QUOTE | | ისე ვინმე ამიხსნის რა მოიგო? |
კომერციული ტურნირი მოიგო რომელსაც არც ცნობს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. იოლი მოსაგები არ იყო როგორც მცოდნე ხალხი ამბობს რადგან ძლიერი მკლავჭიდელები გამოდიან მანდ რომელთაც ფედერაციიდან ბანი აქვთ. ღმერთმა გაუმარჯოს, წავიდა მოიგო, ფული გააკეთა და ჩამოვიდა. მაგრამ რატომ ერი და ბერი არ დახვდაო მაგის მოთხოვნა ზედმეტია. 47 ჯერ აქვთ ქართვლებეს მგონი მკლავჭიდში მსოფლიო მოგებული და რაღაც არ მახსოვს ვინმეზე ამბავი ატეხილიყო. კი გასაგებია ვიღაცეები ვარჯიშობენ, კარგი ბიჭები არიან და წარმატებაც აქვთ, მაგრამ არაა ჩვენში პოპულარული სპორტის სახეობა და რა გინდა რომ ქნა. არც ოლიმპიური სახეობაა არაა. გინდა თუ არა გიყვარდეთო ეგ რა მოთხოვნაა ვერ ვიგებ.
თუ არ მიყვარს ხომ არც სურვილი გამოჩნდება წავიდე და დავხვდე.
იმ ხალხის გამკვირვებია ერთ წუთში იმას რომ აპროტესტებენ ფეხბურთში ფული რატომ იხარჯებაო. მეორეს მხრივ არიქა მკლავჭიდელებს მიხედეთო.
ესე იგი მე რომ ბავშვი ვარ და მინდა პროფესიული მკლავჭიდელი გავხდე და სხეულს ვიზიანებ. რეალურად რაც მანდ ხდება სხეულის მიზანიმამრთული დაზიანებაა და სახელმწიფომ ამაში უნდა წამახალისოს და ყველანაირი პირობა შემიქმნას. და ამის პარალელურად ყველას კიდია მსოფლიოში ეს სპორტი. და მეორეს მხრივ როცა ფეხბურთს ვთამაშობ, სხეულს ნაკლებად ზიანს ვაყენებ, სოციალიზაციას ვახდენ, გუნდურობას ვწავლობ, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი მაქვს ვიდრე სხვა ბავშვებს და ვიღაცას თუ ოქრუაშვილის ქცევა და თამაში არ მოსწონს ამის გამო არანაირი ხელშეწყობა არ მეკუთვნის სახლემწიფოსგან?
ლოგიკაა ქვას გახეთქავს.
--------------------
29 November, 1899 O JOGO LINDO RUMO AO HEXA, BRAZIL
|