#55586757 · 13 Dec 2019, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (capuchino @ 12 Dec 2019, 21:24 ) | | QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 12 Dec 2019, 20:55 ) | | QUOTE (capuchino) | | ბიძგვინას მნაგახადოვკა ხომ არ არის ესეც |
შენ იცინე და გავს. კარგად გამოცდილი "მნაგახადოვკაა". ნაცებმაც იგივე ქნეს წინა არჩევნებზე.
|
რა მოიგო მერე?
|
როგორ თუ რა. ნაცები პარლამენტში ორი პარტიით არიან წარდგენილნი - ჭეშმარიტი ნაცები და ევროსაქები. ხოლო მესამე, გიორგი ვაშაძის ახალი საქართელო, საბიუჯეტო დაფინანსებაზეა არჩენებში საკმარისი ხმების მიღების გამო.
ამ სამ პარტიას გადანაწილებული აქვთ ამომრჩეველთა სხვადასხვა სეგემტი:
ამომრჩევლებისვთის, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ღმერთი, მოღვაწეობას განაგრძობს მიშას ანგელოზთა დასი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ამომრჩევლისთვის, ვინც აღიარებს 9 ნაცური წლის მიღწევებს, მაგრამ ემიჯნება მიშასეულ ძალადობას, აგერ ბატონო ევროპული საქართველო, დაკომპლექტებული ნაცანგელოზებიდან გამოდევნილ ტარტაროზთა მოაზროვნე ნაწილით.
ხოლო ამომრჩევლისთის, ვისაც ხიბლავს ინოვაციები და ტექნიკური პროგრესი და ამასთანავე ხედავს ქოცთა სრულ ბოთეოობას ამ მიმართულებით - მისთვის გიორგი ვაშაძეა თავისი 1 კაციანი პარტიით.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|