#55730635 · 19 Jan 2020, 13:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90
QUOTE | შეგიძლია გირჩის ერთი ნაშრომი მანახო ? ეგ ფრიდმანიც წიგნებს წერდა უფრო ვიდრე კვლევებს. იმიტომ რომ ფრიდმანი არის იდეოლოგი და პროპაგანდისტი. ესეც კონკრეტული სასტავის. |
პოლიტიკოსები ნაშრომებს უნდა წერდნენ? მე ელისაშვილის გუნდის კარგი ეკონომიკური იდეების მაგალითის მოყვანა გთხოვე და შენ გირჩის ნაშრომებს ითხოვ?  ავსტრიისა და ჩიკაგოს სკოლების ნაშრომებს ეყრდნობიან მეტწილად. ელისაშვილის გუნდი ვის ეყრდნობა? ფრიდმანი იდეოლოგად და პროპაგანდისტად რომ არ ჩათვალო, რა სახის ნაშრომები უნდა ჰქონოდა? :დდ QUOTE | სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკით. ცალსახად. |
რაში გამოიხატება ეგ? წყაროები, სტატისტიკები, სტატიები... ასე 1 სიტყვით ნათქვამი რავიცი სიმართლეა თუ არა? იქნებ იმით იზრდება რომ რუსეთის ბაზრის კარები აქვს ფართოდ გაღებული და ხელს უწყობენ რუსები?
QUOTE | ფოსტაზე როგორც მახსოვს არცერთი ექსკლუზიური უფლება არ ჰქონდა საქართველოს ფოსტას.
|
ფოსტის ქეისები არ მაქ ისე შესწავლილი როგორც რკინიგზის, მაგრამ ხშირად მოიხსენიებენ მათ როგორ სახელმწიფო უუნარობის მაგალითად (უფრო დასავლეთში, მაგრამ აქაც ბანძები არიან და კაი ხანია მათი პრივატიზება უნდათ)
QUOTE | ისევ და ისევ აბსურდი. ნეპოტიზმი არის კერძო სტრუქტურებში თუ არის. ისევ და ისევ არ გეწყინოს და არ ფლობ ინფორმაციას არცერთ კერძო სტრუქტურაზე საქართველოში. ხოლო რაც შეეხება მომგებიანობის საკითხს ეს უფრო მარტივი ინიციატივაა: სინგაპურს აქვს კანონი რომ როდესაც სახელმწიფო კომპანია არათუ ზარალზე მდიის არამედ კონკრეტულ პროცენტზე ნაკლებ მოგებას აჩვენებს მენეჯმენტი იცვლება. შესაბამისად არანაირი პრობლემა არაა მსგავსი სტიმულების დაწესება. მაგრამ ოლიგარქია არ აწესებს იმიტომ რომ ჯიბეში ჩაიდოს (სწორედ შენნაირების გამო) |
არ უყურებ არგუმენტებს. ნეპოტიზმი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ერთია როცა შეიძლება გაკოტრდე და მეორე, როცა იცი რომ არ გაკოტრდები, რადგან სახელმწიფო გიდგას უკან.
აქედან გამომდინარე ან სხვადასხვა სახის ნეპოტიზმი იჩითება, ან განსაკუთრებით ნეპოტიზმში გახვეულები ბაზრიდან გადიან... ხო ლოგიკურია? თუ იდიოტ ნათესავებს ასაქმებ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და სახელმწიფო არ გიმაგრებს ზურგს (გინდა ფინანსურად და გინდა რეგულაციებით), მაშინ კონკურენციაში წააგებ იმასთან, ვინც ნათესავები დაასაქმა მოლარედ, ან უფრო კომპეტენტური ნათესავები დაასაქმა... მოკლედ, ცოცხალი პროცესია ეს, რომელიც შედარებით არაეფექტურობას სჯის.
რაც შეეხება სინგაპურის მაგალითს... ეგეც არგუმენტია, რომ მხოლოდ სინგაპურში მოხოდეს მსგავსი ტიპის მექანიზმი და არ ვიცი მარტო მაგ კანონის დამსახურებაა თუ სხვა რამისაც... საერთოდ სინგაპური ბევრად სიღრმისეულ ანალიზს იმსახურებს ვიდრე კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომ გავიგოთ რა სახის სტიმულები იქმნებოდა ეკონომიკასა და საჯარო სექტორში..
QUOTE | გრანდ ცენტრალი რისი მაგალითია არ ვიცი. არც ის ვიცი რატომ იქნება უკეთესი იმიტომ რომ ისევ და ისევ: რკინიგზა არ შედგება მარტო რელსებისგან. არის ინფრასტრუქტურა. |
არ იცი, რადგან ეწინააღმდეგები ლოგიკას და ცდილობ ემპირიული გამოცდილებით მიხვიდე დასკვნებამდე... ფიზიკაში შეიძლება გაამართლოს მაგ მეთოდმა, მარამ ეკონომიკა არაა "ზუსტი მეცნიერება"... ფიზიკოსები რომ ატარებენ კონკრეტულ გარმოში ცდებს და იღებენ კონკრეტულ შედეგებს, იციან რომ მსგავსი შედეგი დადგება როცა ისევ იმავე გარემოში ჩაატარებენ ცდებს და აქედან გამომდინარე ავითარებენ თავიანთ თეორიებსაც...
ეკონომისტებმაც მოინდომეს მსგავსი მეთოდოლოგიით სვლა... "ზუსტ მეცნიერებაში" გადასვლა, მაგრამ სისულელეა ეს იდეურად, რადგან ეკონომიკაში ვერასდროს შექმნი ლაბორატორიულ სიტუაციაში სრულ ეკონომიკურ გარემოს, რადგან იგი მილიონობით ფაქტორისგან შედგება.. დაკვირვება რომ უგანდაში კარტოფილის მიწოდების 10%-ით ზრდის შემდეგ ფასები მასზე 3%-ით შემცირდა არის ფაქტი, რომელიც არსად და არასდროს აღარ გამოგადგება... ვერ იტყვი რომ შემდეგ წელს უგანდაში კარტოფილის მიწოდების კიდევ 10%-ით ზრდა 3%-ით შემცირებას გამოიწვევს ფასების... ვერც სხვა ქვეყანაზე იტყვი იმავეს, რადგან იმ მომენტში მოხდა უნიკალური პროცესები (სხვა საკვების მოთხოვნა-მიწოდება, სავალუტო ბაზრები, საერთაშორისო ვაჭრობა, უმუშევრობის დინამიკა, ადამიანების პრეფერენციების ცვლილებები და ა.შ.)
სწორედ ამის გამო არის უაზრობა მათემატიკური მოდელების გამოყენება ეკონომიკაში, რადგან მაგ შემთხვევაში ცდილობ ეკონომიკა აღწერო ზუსტი მეცნიერების მექანიზმებით, როცა ის არაა ზუსტი და იღებ მაიოპიის ეფექტს...
მთავარია რა ლოგიკა დგას რაღაცის უკან... რა სტიმულები და აქედან გამომდინარე შეიძლება მსჯელობის აგება, სწორედ ამის მაგალითი იყო გრანდ ცენტრალიც.. ის არაა სახელმწიფო კომპანია, რომელსაც უკან სახელმწიფო უმაგრებს, არც კერძო კომპანიაა, რომელმაც სახელმწიფოსგან მიიღო მონოპოლია.. ისაა კერძო კომპანია, რომელიც ქირაობს თავის დროს რელსებზე და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა არის უკეთესი სერვისის შეთავაზება თავისი კლიენტებისთვის. შესაბამისად ლოგიკურია, რომ სწორედ მას აქვს საუკეთესო სერვისი.
ორი კარგი სტატისტიკაც მოგიყვანე მაგის საილუსტრაციოდ... პირველ შემთხვევაში რა ხდება, როცა სახელმწიფო აკეთებს სექტორის მართვა/ნაციონალიზება/პრივატიზებას და მეორე შემთხვევაში - როცა სახელმწიფო აკეთებს სექტორის მძიმე რეგულირება/დერეგულირებას..
კი, რკინიგზა არის მთელი ინფრასტრუქტურა, მაგრამ პირველ რიგში ის არის ტრანსპორტირების საშუალება.. როგორ უნდა გავიგოთ მე და შენ რა უფრო ეფექტიანია: გემით ტრანსპორტირება, რკინიგზით, სამანქანო მაგისტრალით თუ ჰაერით? ამისი ერთადერთი გზა არის მაგ ყველაფრის პრივატიზება... შეიძლება რკინიგზა არის ლეღვობა და ტრასები უნდა ვაშენოთ მარტო, რადგან ბევრად იაფად გადავიტანთ ყველაფერს... შეიძლება პირიქითაა... შეიძლება უნდა ვიფრინოთ ქალაქიდან - ქალაქში... მაგრამ სანამ ერთ-ერთ სექტორში მაინც აფათურებს ხელს სახელმწიფო, ბაზარი ვერ მიგვიყვანს ჩვენ სწორ შედეგამდე, რადგან დღეს: რკინიგზას ფლობს სახელმწიფო და არ აქვს საბაზრო სტიმული ეფექტიანობის... მაგრამ კაი, ვთქვად დავაპრივატიზეთ... ინვესტიციები მაინც იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე თანაბარ პირობებში იქნებოდა, რადგან სახელმწიფო აშენებს მაგისტრალებს და შესაბამისად ასუბსიდირებს ტრანსპორტირების ამ მეთოდს... როცა სახელმწიფო არც ერთ ტრანსპორტირების მეთოდში არ ჩაერევა, მაშინ მივიღებთ ყველაზე ეფექტიან ინფრასტრუქტურას (საუბარი არაა შიდა საქალაქო გზებზე, მანდ მე სხვა პრობლემები მაქ და ჯერ პასუხები არ მაქ)... ესაა ლოგიკა, სასურველია ასევე ლოგიკით სცადო ამ არგუმენტის განეიტრალება და არა იმით რომ იაპნიამ ძალიან მაგარი სარკინიგზო ქსელი შექმნა, რადგან უბრალოდ არარელევანტური არის ეგ..
QUOTE | ე.წ. ბენდუქიძის დაჩების ადგილი როგორ შეიძლება იყოს კაპიკების ფასი? ანუ თბილისის გარეუბანში რამდენიმე ათეული ჰექტარი. რა აბსურდია ბიჯო? |
აბსურდია ასეთი მსჯელობა, რადგან არ მინახავს რომელ მიწებზეა საუბარი, შესაბამისად არ ვიცი მათი საბაზრო ღირებულება... ასევე საინტერესო იქნებოდა მაგ ღირებულების დადარება იმ ინვესტიციებთან, რაც ბენდუქიძემ ჩადო ცოდნის ფონდში... მაგრამ რაც მთავარია, ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... არანაირ 1 ლარად მიწის გადაცემას მე არ ვეთანხმები... ამ ეტაპზე ვეთანხმები ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფო ქონების (99%-ის) პრივატიზების იდეას, რაც მსგავს პრობლემურ საკითხებს პირდაპირ გამორიცხავს..
QUOTE | გასკვანჩვა არ გამოვიდათ სხვა მიზეზების გამო (რა საოცრებაა და ბენდუქიძეს დარჩა რუსეთში ხალხი რომლებმაც თქვეს რომ ამის ქონებას ხელი არ დაედოსო) ზუსტად გირჩიესული ხედვა არის არასწორი და ამას გიხსნი ამდენი ხანი. |
ხოდა შენი არგუმენტების მერე ვერ ვხვდები მცირე სახელმწიფოს პირობებში რაში მჭირდება კრონი კაპიტალიზმი? რაში მჭირდება სახელმწიფო მოხელის მოსყიდვა? ჩემთვის მნიშვნელოვანია ბიზნესები იყვნენ თანაბარ პირობებში, რათა მათ შორის ყველაზე ეფექტიანი და მოხერხებული გადარჩეს, ხოლო სახელმწიფო ჩარევები ამას პირდაპირ ურტყამს (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ არჩევანს გვიზღუდავენ და პროდუქტებს გვიძვირებენ)...
QUOTE | ანუ შენთვის მნიშვნელობა არ გვაქვს შენს იდეოლოგიას დადებენ თუ არა?
|
ჰო, მაგას გეუბნები რომ არ აქვს ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ იდეოლოგიის "რეკლამირება"... თუ მოიხოდა საზოგადოებაში ეს იდეები, მერე მარტივია გირჩის ჩანაცვლება ფიჭვით... მაგრამ დღეს მარტო გირჩი ჩალიჩობს ამას
QUOTE | ფედერალური რეზერვი ცოტა სხვა რამეა. ეროვნული ბანკი ცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონეა. მანდ მთავარი არის ფულის ემისიის უფლება ვის ექნება და ფედამდე ჰქონდა treasuryს |
ვერ ვნახე მაგაზე ვერაფერი ინტერნატში პირიქით, ყველგან მოხსენიებულია, როგორც ამერიკის ცენტრალური ბანკი https://www.investopedia.com/terms/f/federalreservebank.aspფულს დღესაც თრეჟარი ბეჭდავს, მაგრამ მანამდე ბეჭდავდნენო შტატები. https://www.investopedia.com/ask/answers/08...nt-money-us.asp
სხვადასხვანაირად ვუყურებთ მე და შენ ეკონომიკას... შენ კომპანიებს უყურებ როგორც საშუალებას რომ სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობამ იცხოვროს კარგად, მე კიდე დასაქმებას კონკრეტული ქალაქის კეთილდღეობას არ მივიჩნევ მიზნად... ჩემი კითხვა იმას კი არ ეხებოდა rust beltს დაერხა თუ არათქო, არამედ იმას ამერიკულ ავტომწარმოებლებს საწარმოების გატანის გამო დაერხათ თუ არა და ასევე წინა პოსტის ბოლოსკენ დავდე კვლევა, სადაც 1980იანი წლების პროტექციონიზმის შედეგი (ავტოინდუსტრიაში) იყო 5 მილიარდიანი ზარალი.
და ასევე კითხვა იყო შემდეგი: რატომ თვლი რომ წარმოება უცხოეთში რომ არ გაეტანათ უკეთესი იქნებოდა მაგ კომპანიებისთვის? მე ვამბობ რომ სხვა კომპანიებთან კონკრეუნციაში წააგებდნენ, ხოლო თუ პროტექციონიზმს მიმართავდა ამერიკა, მაშინ მარტო ამერიკულ ბაზარზე მოუწევდათ მუშაობა..
ასევე ჩემი კითხვა შეეხებოდა ტრამპის პოლიკის ეფექტურობის დამტკიცებას.
QUOTE | ანუ რა გინდა მონობა წავიდეს ისევ თუ რას ითხოვ? რატო ფიქრობ რომ შენ გადარჩები? |
რა მონობა? გითხარი რომ დროთა განმავლობაში პარტიები ცვლიან შეხედულებებს და დღეს რესპუბლიკელები არიან თავისუფალი ბაზრის მომხრე, ხოლო დემოკრატები მისი რეგულირების.. ხოდა თავი რესპუბლიკელი ნუ გგონიათქო  QUOTE | არ ვიცი ეს წყარო საიდან მოდის. მაგრამ ორმოცდაათიან წლებამდე სტატისტიკით კოდაკს არ უჭირავს განსაკუთრებული წილი არსად. |
QUOTE | ფრიდმანი რეალურად არაფერს ხსის აკრგად იმიტომ რომ მოდელი რომ ახსნა ჯერ მოდელი უნდა ააგო და არა ჰაერზე ისაუბრო. აი ჯანდაცვაზე არის კონკრეტული პრობლემები. განსხვავებით მაგალითად კვერცხისგან რომელიც შეგვიძლია გავარჩიოთ უმეტესობას ლაყეა თუ არა ან რძე აჭრილია თუ არა. მკურნალობაზე ჩვენ ამას ვერ გავიგებთ თუ სამედიცინო განათლება არ გვაქვს. ის კი არა რძეზეც მწარმოებელს უნდა დავავალდებულოთ რომ თუ რძისმაგვარს აკეთებს კონცენტრატიდან და რძეს არქმევს ეს თავის ბრენდასც დააწეროს. და თუ მოძრავი ლაბორატორია არ გვაქვს ვერც იმას გავიგებთ პლაცებოს გვაძლევენ თუ რამე აქტიურ ნივთიერებას ან თუ საერთოდ გვწამლავენ. ანუ აქ ხდება მოტყუების პრევენცია რისი საშUალებაც რიგით ადამიანს არ გვაქვს (იმიტომ რომ არ გვაქვს საშუალება მე და შენ გვქონდეს ლაბორატორია) |
საქმეც მაგაშია რომ მოდელები არასწორი ინსტრუმენტია. თუ არასწორია, მაშინ მის არგუმენტზე უნდა თქვა სად იტყუება ან სად ცდება... უბრალოდ მოდელის მოთხოვნა ეკონომისტებისგან, რომლებიც ეკონომიკური პროცესების მოდელებით აღწერას არასწორად მიიჩნევენ... მოკლედ ჩაკეტილი წრეა და არ გამოდის სწორი. რაც შეეხება ლაბორატორიას... ეგ აჩენს სტიმულს გაიჩითოს შპს ჭიჭიკო, რომელიც იწყვის რომ აი ჩემი რძე ღირს კონკურენტებზე 1 ლარით ძვირი, მაგრამ სამაგიეროდ არის ნამდვილი რძე... მერე გამოდიან ამბობენ ისევ კონკრენტები რომ ჩვენც ნამდვილი რძე გვაქო... თუ ეს ყველაფერი ამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, მაგრამ გაჩნდება მესამე, შპს კიტრი, რომელიც თავს გააცნობს საზოგადოებას, როგორც მესამე პირს, რომელიც ყიდის ინფორმაციას... და ჩაუტარებს ყველა მსურველ კომპანიას ლაბორატორიულ კვლევებს იმის დასადგენად თუ რომელია ნამდვილი რძე და შემდეგ ამ შპს კიტრის თანხმობით, შპს ჭიჭიკო თავის რძეს დაარტყამს შპს კიტრის სტიკერს, რომ ეს არის ნამდვილი რძე. შპს კიტრის ეყოლება თავისი კონკურენტები და გადარჩენის ერთადერთი საშუალება ექნება თავისი რეპუტაცია.. დაიჭერენ ტყუილზე? ან ხალხი დაიჯერებს რომ იტყუება? დაკარგავს კლიენტებს.. ამის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის რომ კერძო სექტორის ინტერესში შედის საზოგადოების ინფრომირება თუ რატომ უნდა აინტერესებდეთ ესა თუ ის საკითხი.. https://en.wikipedia.org/wiki/Environmental_certificationhttps://www.naturalproductsinsider.com/clai...nd-transparencyეს ბაზარი იქმნება ახლა და დაიხვეწება საბოლოოდ. QUOTE | მოიცა აკცო ანუ მე რო შენ ხვალ მოგატყუო და შენ დაიჯერო ჩემი პრობლემაა? და მოტყუება რო მოსულა შენს სისტემაში კარგია? ესაა ბიჯო სასამართLოო, პასუხისმგებლობაო და ა.შ.? |
ადამიანი თუ თავის კვალიფიკაციაზე იტყუება, ეგ არის Fraud და ჩვეულებრივად უნდა ისჯებოდეს კანონით (ანუ მომატყუა იმასთან დაკავშირებით თუ რას მყიდდა), ხოლო თუ მეუბნება თავის კვალიფიკაციას და მაინც ვენდობი, მაშინ რა პრობლემაა? სად მომატყუა? რა სასამართლო?
მერე რო შეგხვდება 100 კაცი, რომელიც გეტყვის დომენტისთან ვიყავი და არ მიშველა მაგ მამაძაღლმაო.. შენ დაფიქრდები იქნებ არ ღირს მასთან მისვლაო...
ტყუილს კიდევ გააჩნია... დღეს რომ რეკლამები გხვდება, ეგენი ტყუილია თუ სიმართლე? დასაჭერები არიან? კლინიკაში თუ მივედი, სადაც მეუბნებიან რომ ყველა არის ავსტრიაში სერტიფიცირებული ექიმი, არადა ვიღაც სამედიცინოს პირველ კურსელს ანდეს ჩემი თავი... მაგაზე უნდა უჩივლო და ამოუტრიალო ყველაფერი.
აი ევექსს აქვს ყველაფერი ამოსატრიალებელი, მაგრამ სად არის სახელწმიფო? სად არის ჩახუტებულია მასთან.. დროთა განმავლობაში დალაგდება ეგ საკითხები, ხოლო მეტი პატიოსნების გამომუშავებას ბიზნესში დრო უნდა (ხო უნდა გაიტესტოს რომ მაგას ფული მოაქ)... მაგისთვის კი საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მომხმარებლებლა, რომ მეტად ყურადღებით იყვნენ... იმის ნაცვლად რომ ვიღაც ბიუროკრატების იმედზე მიიღონ მკურნალობა..
QUOTE | მშვენიერი მექანიზმი არსებობს სამედიცინო ლიცენზიის სახით მაგალითად ამერიკაში. ამიტომაა რომ ამერიკელი ექიმები არიან ყველაზე პროფესიონალები და სიახლეც ამიტომ მოდის ამერიკიდან. |
ხოდა მაგ ლიცენზირების კრიტიკა იყო ფრიდმანის ერთ-ერთ ვიდეოში, რომ არ უყურე :დ არ დაგავიწყდეს, რომ ამერიკა ხარჯავს თავისი მშპ-ს 20%-ს ჯანდაცვაზე, მაგრამ მთელ რიგ კრიტერიუმებში ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. https://www.healthsystemtracker.org/chart-c...ies/#item-startბევრი სტატისტიკაა და სხვადასხვა დასკვნების გამოტანა შეიძლება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში სულ სხვა სახის ჯანდაცვის სისტემები აქვთ, მაგრამ ეს სტატისტიკა მარტო იმის საჩვენებლად დავდევი, რომ ამერიკა ფულს არაფექტურად ხარჯავს და საერთოდაც არ არის ჯანდაცვაში ლიდერი.. პირიქით, დახარჯული თანხებიდან გამომდინარე სრული ჩავარდნაა.. ფრიდმანი კი ეკონომიკური სტიმულების ხსნის ამ ჩავარდნას... ანუ იმით თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები, დამსაქმებლები, ბიუროკრატები და კლინიკები... QUOTE | შენ ნახე მერე ნეიროქირურგად რო მიიღებ ჩემ სოფლელ ჯემალას რას გამოიწვევს. მაგრამ შენ გინდა როგორი საზოგადოება იცი? შენ და შნენაირი ბაბლი იყოთ კარგად და დანარჩენები სულ რო მოკვდნენ უგანათლებოდ გკიდია. |
არა ბატონო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება. ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ ვიღაც დეგენერატმა ბიუროკრატებმა, რომლებმაც ჩემზეც და შენზეც ბევრად ნაკლები იციან თუნდაც იმ საკითხებზე, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, გადაწყვიტონ თუ რა არის ჩვენთვის კარგი.
იმასაც ვუშვებ რომ "რჩევა" მისცეს ხალხს სახელმწიფომ, მაგრამ რომ უზღუდავს აი იქ არ მიხვიდე და იმისგან სერვისი არ იყიდოო... ეგ უკვე სრული დეგენერატობა და ჩემს ცხოვრებაში ჩარევაა! შენ კიდე კონკრეტული იშვიათი ქეისებით გინდა გააპრავო სახელმწიფოს მიერ ჩემს ცხოვრებაში ხელის ფათური
QUOTE | არანაირად არ არის ვიღაცის კეთილ ნებაზე. კერძო სტრუქტურისგან განსხვავებით, სადაც მე ხმა არ მაქვს, სახელმწიფოში მეც და შენც გვაქვს ხმა. თუ არ ვიყენებთ და რატომა რ ვიყენებთ ეს სხვა საკითხია. მეორეც მცირე სახელმწიფო თუა რა დაუშლის ხელს რო გაიზარდოს? ანუ მონოოოლისტი რატომ ვერ ჩაგინაცვლებს სახელმწიფოს მოწყობის თუ შენ სოციალური ქსელები არ გაგაჩნია? |
კერძო სექტორში გვაქ ყველაზე მეტი ხმა სწორედ, რადგან ჩვენი პრეფერენციებით ვირჩევთ რომ კომპანიას მივცეთ ფული, ხოლო თუ საკმარისად ბევრად მომხმარებელი გააბრაზა კომპანიამ, წავა ბაზრიდან. ეგაა ხმა რაც შეეხება სახელმწიფოს... მანდ შენი ხმა რომც ჩაიკარგოს და დაიკიდონ, არაფერი მოუვა სახელმწიფოს.. აი დარდი...
რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც შეიძლება მოახდინოს რეაგირება საზოგადოებრივ მოთხოვნებზე, მაგრამ ბევრად ნელა და ბევრად მეტი "ხმაა" საჭირო, რადგან სახელმწიფოში შენი 1 ხმა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე კონკრეტულ რესტორანში, რომელშიც შეიძლება აღარ მიხვიდე..
მონოპოლისტზე კითხვა ვერ გავიგე
გააჩნია მცირე სახელმწიფოს ზრდას, მაგაში გეთანხმები. სახელმწიფოები იზრდებიან სოციალურ დახმარებებს ზრდიან ეკონომიკაში ჩარევებს ზრდიან ეს არის ის კურსი რაც აიღო ისტორიამ და ვფიქრობ რომ ძალიან სახიფათოა.
სამწუხაროდ, დემოკრატიაში არ მგონია, რომ არსებობს მაგის შეჩერების მექანიზმი... მაქვს ორი ვარიანტი: 1) კონსტიტუციაში გაწერო მკაცრად სახელმწიფოს ფუნქციები (შესაბამისად რაც მისი ფუნქცია არ არის იქ ვეღარ გაიზრდება) 2) მცირე მთავრობა მიიღო არა კონკრეტული იდეოლოგების მეშვეობით (მაგალითად ბენდუქიძის), არამედ საზოგადოებაში ამ იდეების დამკვიდრებით.. * * * t-90
QUOTE | ეს არის წარმოუდგენელი უტრირება ფაქტია რო საქართველოდან აისისში გავიდა 100ზე მეტი ახალგაზრდა. ეს პრაქტიკულად ასეულია და თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მცირე ჯგუფებადაც შეუძლიათ მოქმედება შეიძლება დიდი პრობლემები შექმნან. ანუ ამის პრევენცია საჭირო არაა? ანუ დავრთოთ ყველას უფლება ვისაც და როგორც გაუხარდება გაზარდოს ტერორისტები? კაი მე თავს გადავირჩენ (მაქვს გამოცდილება და ცოდნა) აი ეს დივანის ლიბერტარიანელები რას აპირებთ არ ვიცი. |
უტრირებაა კი, მაგრამ ზუსტად ისეთივე, როგორც შენი მაგალითი სკოლაზე. რაც შეეხება მაგ ასეულს... დასკვნა უფრო სასაცილოა, რადგან სკოლის კონტროლი ისედაც გაქ, ანუ ოჯახში გაზარდეს ეგეთები და მაქედან გამომდინარე ემხრობი ყველა ოჯახის თვალთვალს... როგორც მინიმუმ რისკ ჯგუფების... ანუ პანკისელებს რომ უსმინონ და უთვალთვალონ სუს-ის ტიპებმა, მაგის მომხრე ხარ.
პრევენცია საჭიროა, მაგრამ არა იმ მეთოდებით, რომლებსაც შენ ასახელებ.
მთავარი განმსაზღვრელი არის მშობელი, რადგან თუ თვითონ არ უნდა ტერორისტის აღზრდა, მაშინ "ტერორისტულ" სკოლაში არ მიიყვანს, ხოლო თუ უნდა ეგეთი აღზრდა მაშინ სახლშიც აღზრდის... ასე რომ სკოლაში ჩარევა ისევ არაფერ შუაში გამოდის. რაც შეეხება ოჯახში ჩარევას, მაგას კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვთვლი რომ სხვა მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ.
რაც შეეხება თავის გადარჩენას, მომცენ ქუჩაში იარაღით სიარულის უფლება და ვისწავლი გამოყენებას, ნუ ნერვიულობ :დდ
QUOTE | ნებისმიერი სტანდარტის დანერგვას (არ აქვს მნიშვნელოაბ სად კორპორატიულ გარემოში თუ სახელმწიფოში) პირველი სჭირდება სტანდარტების ჩამოყალიბება და შესრულებაზე კონტროლი. თუ კონტროლი არ იქნა რაც ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს რანაირად შესრულდება სტანდარტი? იმ სკოლაშიც რომელიც სერვისია რანაირად მიიღებ? მით უმეტეს როცა ცხოვრობ გარემოში სადაც გინდა რუსეთი, გინდა თურქეთი და გინდა ირანი არის დაინტერესებული და სკოლებს გიხსნის მაგალითად თურქეთი |
SAT-ის ტესტი მშვენივრად ფუნქციონირებს სახელმწიფოს გარეშეც. რაზეც ლაპარაკობ, მაგ ყველაფრის შექმნა შეიძლება ბაზარზე... რაზეც არსებობს მოთხოვნა, იმაზე არსებობს მიწოდებაც. როგორც იფიქრებს ვიღაც ბიუროკრატი, ისე და უკეთესადაც მოიფიქრებს კერძო სექტორი.
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, რისკია კონკრეტული ეთნიკური უმცირესობების გამო, მაგრამ მე არ მინდა მაგ ხალხს (რომლებიც არიან ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები) საქართველოში ცხოვრება უნდოდეთ იმის გამო რომ სკოლაში ასწავლეს "საქართველო კარგი არისო"... არც ეთნიკურად აზერბაიჯანელზე მინდა ეგ და არც ეთნიკურად ქართველზე... მე მინდა ისეთი სახელმწიფო შევქმნათ, რომ აქეთ გვეტენებოდეს ყველა..
რეგიონში ახლაც ბევრი გვეტენება, მაგრამ ბევრად მეტი მინდა ნამდვილად.
QUOTE | რისი წყარო არ წარმომიდგენია? თურქული მედრესეები რო აჭარაში არეკრუტებენ? ხვიჩა გობაძე ნახე რა. თამაზ ჭაღალიძეც ნახე. ეგენი არიან წასულები რომ არიან და იმუქრებიან. https://www.youtube.com/watch?v=ZEqePm75II8 კიდე გამოგიგზავნი თუ გინდა. ეხლა მეტსაც გეტყვი: აიუფა ბორჩაშვილმა მარგალი ფორუმელი გაავაჰაბიტა. ტიპი ფეხბურთზე პოსტავდა და მერე ერთ წელიწადში დეობანდების და ნიზარი ისმაილიტების გარჩევაზე მედავებოდა ხოლო კერძო სექტორზე რაც შეეხება კერძო სექტორი დამოკიდებულია სხვა საკითხებზე. აი მაგალითად რუსულ კერძო სექტორს(კაგებესთან სეკრულს) შეუძლია ფული ჩააქციოს და სკოლების მონოპოლიზება მოახდინოს (რახან თქვენ ლიბერტარიანელები ხო საერთოდ არ ცნობთ უსფართხოების ჩარევას ეკონომიკაში) შედეგად მივიღებთ რუსეთის გუბერნიას ორ თაობაში ოღOნდ გარუსებულს. ის რაც დღეს ხდება მარა ეს თქვენ გკიდიათ. |
როგორ უნდა ვიფიქრო რეალურ რისკზე, როცა უკვე რეალიზებულ რისკს ვხედავ? მოვაშთოთ სახელმწიფოს ჩარევა და მერე თუ გამოიწვია კონკრეტული პრობლემები, რაც ბაზარმა ვერ დაარეგულირა (თუნდაც სხვა ქვეყნების ჩარევების გამო), არ მაქ პრობლემლემა კონკრეტული, არგუმენენტის გამყარებული (ფრთხილი) ჩარევის.
მარა თეორიული საფრთხეების გამო, მთელი სისტემა შებოჭილი გყავდეს... შენი აზრით, სერიოზულია? მე ვსაუბრობ თავისუფალ ბაზარზე, მაგრამ მაქედან ბევრი რამ არის სრულიად თავისუფალ ბაზარზე რა როგორ მოხდებოდა, ჩვენი და სხვა ქვეყნებიდან გამომდინარე რიგ საკითხებში თავისუფალი ბაზარი ვერ გვექნება... შემდეგ იწყება უკვე მსჯელობა ჩვენ რა უნდა ვქნათ. მაგრამ მანამდე მაქსიმალური თავისუფლებაა საჭირო. მე მინდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება და ამის საშუალებად მივიჩნევ თავისუფალ ბაზარს (მაგის დედაც, მარქსიც კი მეთანხმება ამაში).
QUOTE | ხოდა გეუბნები: ხალხი მიდის დომენტი გაგნიძესთან. და არა სამედიცინო სისტემაში. და როცა სამედიცინო სისტემაში არ მიდის რა ხდება გამოიცანი. შეზღუდვებს რაც შეეხება მაგალითად რომ არა სტერილიზაციის შეზღუდვა და მისი კონტროლი C ჰეპატიტმა აგვიკლო ერი. შედეგად C ჰეპატიტის მიმართვიანობა შემცირდა. ანუ ეს ჰეპატიტი შეიძლება სადმე აიკიდო საპარიკმახეროში არათუ სხვაგან. |
ხოდა წავიდნენ! სადმე დავწერე არ წავლენთქო? :დ სადმე დავწერე თავისუფლებას ყველა შეირგებსთქო? ადამიანები არ ვართ ერთნაირები. ზოგი მეტს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე, ზოგი - ნაკლებს. ზოგი ერთ კრიტერიუმს აქცევს ყურადღებას, ზოგი - მეორეს. ჩვენი ცხოვრება შედგება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მივიღეთ ამ ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად მე მივიჩნევ, რომ მეტი თავისუფლება = მეტ პასუხისმგებლობას.
ყველა ადამიანი არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, ხოლო თუ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა მიიჩნევს რომ ვერ იღებს ამა თუ იმ საკითხში გადაწყვეტილებას და სჭირდება "ექსპერტების" დახმარება... საკონსულტაციო ბიზნესების მეტი რა არის ამ ქვეყნად? დაემატება ახალი სერვისები და ეგაა..
C ჰეპატიტის მაგალითს ვერ მიგიხვდი, შეგიძლია ქეისი უფრო გაშლილად მოყვე?
QUOTE | https://www.lincolninst.edu/sites/default/f...ain_WP12JF1.pdf ეს მაგალითად. |
ვეცდები დღეს წავიკითხო და დავწერო ჩემი აზრი. ======================================= ვინმემ რამე დაპოსტეთ, არ მაწერინებს ფორუმი მეტი არაფერს :დ This post has been edited by Nickboy on 19 Jan 2020, 14:27
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
|