t-90
უტანკესი და უტონკესი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 54841
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
|
#55744253 · 22 Jan 2020, 16:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nickboy
QUOTE |
პოლიტიკოსები ნაშრომებს უნდა წერდნენ? მე ელისაშვილის გუნდის კარგი ეკონომიკური იდეების მაგალითის მოყვანა გთხოვე და შენ გირჩის ნაშრომებს ითხოვ? ავსტრიისა და ჩიკაგოს სკოლების ნაშრომებს ეყრდნობიან მეტწილად. ელისაშვილის გუნდი ვის ეყრდნობა?
ფრიდმანი იდეოლოგად და პროპაგანდისტად რომ არ ჩათვალო, რა სახის ნაშრომები უნდა ჰქონოდა? :დდ |
ჩიკაგოს სკოლა საინტერესო მომენტია. ზოგადად დიქტატურაში და ავტოკრატიაში ჩასხმული ამერიკული ფულით მიღწეული წარმატებებზე დგას ჩიკაგოს სკოლის სახელი. კერძოდ ჩილეზე. ნაშრომებში ამინც უნდა ერკვეოდნენ ენივეი და შეეძLოთ აკადემიურად საუბარი. მეგრელიშვილს ლუბოი ვისაც არ ეზარება ის უშვევბა დებატში. ნუ აი ნებისმიერი სახის ნაშრომი სადაც მონაცემებით იქნებოდა დამტკიცებული ესა თუ ის მიდგომა.
QUOTE | რაში გამოიხატება ეგ? წყაროები, სტატისტიკები, სტატიები... ასე 1 სიტყვით ნათქვამი რავიცი სიმართლეა თუ არა? იქნებ იმით იზრდება რომ რუსეთის ბაზრის კარები აქვს ფართოდ გაღებული და ხელს უწყობენ რუსები? |
ჩვენც ხო გვაქვს ევროპის ბაზრის კარები გაღებული და მამენტ რუსეთისაც? რამეს ვაწარმოებთ?
QUOTE | ფოსტის ქეისები არ მაქ ისე შესწავლილი როგორც რკინიგზის, მაგრამ ხშირად მოიხსენიებენ მათ როგორ სახელმწიფო უუნარობის მაგალითად (უფრო დასავლეთში, მაგრამ აქაც ბანძები არიან და კაი ხანია მათი პრივატიზება უნდათ)
|
რკინიგზა ყველაზე საინტერესოა "big four" როდის და რანაირად წარმოიქმნა დიდ ბრიტნეთსი. ჩემს ჰიპოთეზას რომ თავისუფალი ბაზარი იწვევს მონოპოლიას ან ოლიგოპოლიას თუ რამე გარე ჩარევა არ მოხდა ამყარებს.
QUOTE | არ უყურებ არგუმენტებს. ნეპოტიზმი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ერთია როცა შეიძლება გაკოტრდე და მეორე, როცა იცი რომ არ გაკოტრდები, რადგან სახელმწიფო გიდგას უკან.
აქედან გამომდინარე ან სხვადასხვა სახის ნეპოტიზმი იჩითება, ან განსაკუთრებით ნეპოტიზმში გახვეულები ბაზრიდან გადიან... ხო ლოგიკურია? თუ იდიოტ ნათესავებს ასაქმებ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და სახელმწიფო არ გიმაგრებს ზურგს (გინდა ფინანსურად და გინდა რეგულაციებით), მაშინ კონკურენციაში წააგებ იმასთან, ვინც ნათესავები დაასაქმა მოლარედ, ან უფრო კომპეტენტური ნათესავები დაასაქმა... მოკლედ, ცოცხალი პროცესია ეს, რომელიც შედარებით არაეფექტურობას სჯის. |
ხო მაგრამ ხო შეიძლება ისეთი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება სადაც წაგება ავტომატურად უდრის რო შენ და ენი მენეჯმენტის გუნდი ვერასდროს მოხვდებით ვერსად სახელმწიფო სტრუქტურაში? სინგაპურმა და კორეამ შეძლეს. დიდმა ბრიტანეთმაც ამერიკამაც.
QUOTE | რაც შეეხება სინგაპურის მაგალითს... ეგეც არგუმენტია, რომ მხოლოდ სინგაპურში მოხოდეს მსგავსი ტიპის მექანიზმი და არ ვიცი მარტო მაგ კანონის დამსახურებაა თუ სხვა რამისაც... საერთოდ სინგაპური ბევრად სიღრმისეულ ანალიზს იმსახურებს ვიდრე კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომ გავიგოთ რა სახის სტიმულები იქმნებოდა ეკონომიკასა და საჯარო სექტორში.. |
სტიმული იგივეა რაც სხვაგან. წააგე? მიდიხარ და აღარასდროს ბრუნდები. მოიგე? მოგებიდან პროცენტი შენია + სახელმწიფო სამსახურის ბენეფიტები. კერძოში შეიძლება დაგტოვონ წაგებისას მენეჯერად. აქ არ გტოვებენ.
QUOTE |
არ იცი, რადგან ეწინააღმდეგები ლოგიკას და ცდილობ ემპირიული გამოცდილებით მიხვიდე დასკვნებამდე... ფიზიკაში შეიძლება გაამართლოს მაგ მეთოდმა, მარამ ეკონომიკა არაა "ზუსტი მეცნიერება"... ფიზიკოსები რომ ატარებენ კონკრეტულ გარმოში ცდებს და იღებენ კონკრეტულ შედეგებს, იციან რომ მსგავსი შედეგი დადგება როცა ისევ იმავე გარემოში ჩაატარებენ ცდებს და აქედან გამომდინარე ავითარებენ თავიანთ თეორიებსაც... |
მასე მარტივად არაა საქმე. მასე მარტივად რომ იყოს და ფიზიკოსმა იცოდეს წინასწარ რა შედეგს მიიღებს ფიზიკა ვერასდროს განვითარდებოდა.
QUOTE | ეკონომისტებმაც მოინდომეს მსგავსი მეთოდოლოგიით სვლა... "ზუსტ მეცნიერებაში" გადასვლა, მაგრამ სისულელეა ეს იდეურად, რადგან ეკონომიკაში ვერასდროს შექმნი ლაბორატორიულ სიტუაციაში სრულ ეკონომიკურ გარემოს, რადგან იგი მილიონობით ფაქტორისგან შედგება.. დაკვირვება რომ უგანდაში კარტოფილის მიწოდების 10%-ით ზრდის შემდეგ ფასები მასზე 3%-ით შემცირდა არის ფაქტი, რომელიც არსად და არასდროს აღარ გამოგადგება... ვერ იტყვი რომ შემდეგ წელს უგანდაში კარტოფილის მიწოდების კიდევ 10%-ით ზრდა 3%-ით შემცირებას გამოიწვევს ფასების... ვერც სხვა ქვეყანაზე იტყვი იმავეს, რადგან იმ მომენტში მოხდა უნიკალური პროცესები (სხვა საკვების მოთხოვნა-მიწოდება, სავალუტო ბაზრები, საერთაშორისო ვაჭრობა, უმუშევრობის დინამიკა, ადამიანების პრეფერენციების ცვლილებები და ა.შ.) |
არაა მასე: ეგ დაახლოებით ისეთივე მომენტია როგორც მეტეოროლოგია ცდება. მეტეოროლოგიას შეიძლება დღესაც კი სატელიტების მომენტში გამოეპაროს სტოქასტური მოვლენები მაგრამ იმაზე გაცილებით მაღალი დონისაა ვიდრე ბაბუაჩემი რო ამინდს ღრუბლებით და ა.შ. გებულობდა იწვიმებს თუ არა.
QUOTE | სწორედ ამის გამო არის უაზრობა მათემატიკური მოდელების გამოყენება ეკონომიკაში, რადგან მაგ შემთხვევაში ცდილობ ეკონომიკა აღწერო ზუსტი მეცნიერების მექანიზმებით, როცა ის არაა ზუსტი და იღებ მაიოპიის ეფექტს... |
მიოპიაა ეგ. მარა არაა მასე. თეორიულად იღებ ჩიკაგოს სკოლას რომლის მაქსიმუმიც არის ამერიკის მიერ ჩილეში ჩასხმული ფულით წარმატებების მიღწევა.
QUOTE | კი, რკინიგზა არის მთელი ინფრასტრუქტურა, მაგრამ პირველ რიგში ის არის ტრანსპორტირების საშუალება.. როგორ უნდა გავიგოთ მე და შენ რა უფრო ეფექტიანია: გემით ტრანსპორტირება, რკინიგზით, სამანქანო მაგისტრალით თუ ჰაერით? ამისი ერთადერთი გზა არის მაგ ყველაფრის პრივატიზება... შეიძლება რკინიგზა არის ლეღვობა და ტრასები უნდა ვაშენოთ მარტო, რადგან ბევრად იაფად გადავიტანთ ყველაფერს... შეიძლება პირიქითაა... შეიძლება უნდა ვიფრინოთ ქალაქიდან - ქალაქში... მაგრამ სანამ ერთ-ერთ სექტორში მაინც აფათურებს ხელს სახელმწიფო, ბაზარი ვერ მიგვიყვანს ჩვენ სწორ შედეგამდე, რადგან დღეს: რკინიგზას ფლობს სახელმწიფო და არ აქვს საბაზრო სტიმული ეფექტიანობის... მაგრამ კაი, ვთქვად დავაპრივატიზეთ... ინვესტიციები მაინც იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე თანაბარ პირობებში იქნებოდა, რადგან სახელმწიფო აშენებს მაგისტრალებს და შესაბამისად ასუბსიდირებს ტრანსპორტირების ამ მეთოდს... როცა სახელმწიფო არც ერთ ტრანსპორტირების მეთოდში არ ჩაერევა, მაშინ მივიღებთ ყველაზე ეფექტიან ინფრასტრუქტურას (საუბარი არაა შიდა საქალაქო გზებზე, მანდ მე სხვა პრობლემები მაქ და ჯერ პასუხები არ მაქ)... ესაა ლოგიკა, სასურველია ასევე ლოგიკით სცადო ამ არგუმენტის განეიტრალება და არა იმით რომ იაპნიამ ძალიან მაგარი სარკინიგზო ქსელი შექმნა, რადგან უბრალოდ არარელევანტური არის ეგ.. |
ეგეთი თავისუფალი ბაზარი სადაც არმიაც პრივატიზებულია, პოლიციაც, გზაც და ა.შ. ჯერჯერობით მხოლოდ სომალილენდში და პუნტლენდშია. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ თეორიული საუბარი მოდის შენგან იმ ტრილიონიანი წიაღისეულის არ იყოს.
QUOTE | აბსურდია ასეთი მსჯელობა, რადგან არ მინახავს რომელ მიწებზეა საუბარი, შესაბამისად არ ვიცი მათი საბაზრო ღირებულება... ასევე საინტერესო იქნებოდა მაგ ღირებულების დადარება იმ ინვესტიციებთან, რაც ბენდუქიძემ ჩადო ცოდნის ფონდში... მაგრამ რაც მთავარია, ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... არანაირ 1 ლარად მიწის გადაცემას მე არ ვეთანხმები... ამ ეტაპზე ვეთანხმები ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფო ქონების (99%-ის) პრივატიზების იდეას, რაც მსგავს პრობლემურ საკითხებს პირდაპირ გამორიცხავს.. |
საინტერესოა ფრიად. არ დაგავიწყდეს რომ მთელი ცოდნის ფონდის დაწყება დაჯდა 50 მილიონი და ბენდუქიძე ჩამოვიდა 65 მილიონით და დატოვა მილიონიანი ქონება. ეს არის ცნობილი და შემიძლია გითხრა სადაც მოიძიო. პირველი დეკლარაცია და სასამართლოს ჩანაწერები უნდა ამოიღო სადაც ბენდუქიძის და და შვილი ედავებოდნენ ერთმანეთს ქონებას. და ვაბშე ბენდუქიძის სახლები თუ არ გაგიია ქალაქში რა პონტში ცხოვრობ?  მერე კიდე ბაბლში არა ვარო არაო QUOTE |
ხოდა შენი არგუმენტების მერე ვერ ვხვდები მცირე სახელმწიფოს პირობებში რაში მჭირდება კრონი კაპიტალიზმი? რაში მჭირდება სახელმწიფო მოხელის მოსყიდვა? ჩემთვის მნიშვნელოვანია ბიზნესები იყვნენ თანაბარ პირობებში, რათა მათ შორის ყველაზე ეფექტიანი და მოხერხებული გადარჩეს, ხოლო სახელმწიფო ჩარევები ამას პირდაპირ ურტყამს (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ არჩევანს გვიზღუდავენ და პროდუქტებს გვიძვირებენ)... |
როგორ გეკადრება? თუ ჩარეული არაა საზოგადოება და აქტიური კრონი კაპიტალიზმი იქნება პირველ რიგში. ბოლობოლო ვისაც ფული აქვს ის უკვეთავს მუსიკას. და კიდე შენი მოდელიდან განსხვავებით ჩემს მოდელში კარგი და კეთილი ხალხი არ არსებობს.
QUOTE | ჰო, მაგას გეუბნები რომ არ აქვს ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ იდეოლოგიის "რეკლამირება"... თუ მოიხოდა საზოგადოებაში ეს იდეები, მერე მარტივია გირჩის ჩანაცვლება ფიჭვით... მაგრამ დღეს მარტო გირჩი ჩალიჩობს ამას
QUOTE |
ვინ ჩაანაცვლებს? რა მიამიტობაა? QUOTE | ვერ ვნახე მაგაზე ვერაფერი ინტერნატში პირიქით, ყველგან მოხსენიებულია, როგორც ამერიკის ცენტრალური ბანკი |
სადაა მოხსენიებული არ ვიცი მაგრამ ცენტრალური ბანკი არის გაცილებით უფრო მეტი რეგულაციის მატარებელი ვიდრე ფედი.
QUOTE | ფულს დღესაც თრეჟარი ბეჭდავს, მაგრამ მანამდე ბეჭდავდნენო შტატები.
|
ბეჭდვასა და ემისიას თუ აურევდი ამხელა კაცი არ მეგონა. ქართულ ფულს ბეჭდავენ სადღაც ევროპაში, მაგრამ ემისიის უფლება კი არ აქვთ.
QUOTE | სხვადასხვანაირად ვუყურებთ მე და შენ ეკონომიკას... შენ კომპანიებს უყურებ როგორც საშუალებას რომ სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობამ იცხოვროს კარგად, მე კიდე დასაქმებას კონკრეტული ქალაქის კეთილდღეობას არ მივიჩნევ მიზნად... ჩემი კითხვა იმას კი არ ეხებოდა rust beltს დაერხა თუ არათქო, არამედ იმას ამერიკულ ავტომწარმოებლებს საწარმოების გატანის გამო დაერხათ თუ არა და ასევე წინა პოსტის ბოლოსკენ დავდე კვლევა, სადაც 1980იანი წლების პროტექციონიზმის შედეგი (ავტოინდუსტრიაში) იყო 5 მილიარდიანი ზარალი. |
შეხედე ამერიკული ავტოინდუსტრიის შედეგებს მაშIნ და დღეს. ეგ კი არა ელემენტარულად დღეს რო გაიარო გამოიარო ამერიკული მანქანა შეიძლება არც შეგხვდეს ან თუ შეგხვდება ისიც პიკაპი. და შეადარე ეხლა 70იან წლებს როცა ევროპაშიც კი ამერიკული მანქანებს მიჰქონდათ იქაურობა. ხარისხიც დაიკარგა, ფასიც დიდად ვერ მოუგეს (ამერიკული მანქანების სპეციფიურობის გამო) და შედეგად იაპონურმებმა გადაუარეს.
QUOTE | რა მონობა? გითხარი რომ დროთა განმავლობაში პარტიები ცვლიან შეხედულებებს და დღეს რესპუბლიკელები არიან თავისუფალი ბაზრის მომხრე, ხოლო დემოკრატები მისი რეგულირების.. ხოდა თავი რესპუბლიკელი ნუ გგონიათქო |
საიდან მოიტანე რო მე თავი რამე მგონია?  სუ ფეხებზე მკიდია ორივე. QUOTE | ადამიანი თუ თავის კვალიფიკაციაზე იტყუება, ეგ არის Fraud და ჩვეულებრივად უნდა ისჯებოდეს კანონით (ანუ მომატყუა იმასთან დაკავშირებით თუ რას მყიდდა), ხოლო თუ მეუბნება თავის კვალიფიკაციას და მაინც ვენდობი, მაშინ რა პრობლემაა? სად მომატყუა? რა სასამართლო? |
არა გენც. მანდ საქმე სხვა რამეშია. როცა ტიპი გეუბნება რო მე ამას ვკურნავ და გაძლევს ტუფტას (რასაც შენ ვერ გაარჩევ თU სამედიცინო განათლება არ გაქვს) შედეგად აგებ სიცოცხლით პასუხს და გატუებს და ის ტიპი არ ისჯება შენი მეთოდით. სწორედ ამის შესაზღუდად იყო FDA მოგონილი რო დახუია შარლატანები მოეცილებინათ.
QUOTE | ტყუილს კიდევ გააჩნია... დღეს რომ რეკლამები გხვდება, ეგენი ტყუილია თუ სიმართლე? დასაჭერები არიან? კლინიკაში თუ მივედი, სადაც მეუბნებიან რომ ყველა არის ავსტრიაში სერტიფიცირებული ექიმი, არადა ვიღაც სამედიცინოს პირველ კურსელს ანდეს ჩემი თავი... მაგაზე უნდა უჩივლო და ამოუტრიალო ყველაფერი.
აი ევექსს აქვს ყველაფერი ამოსატრიალებელი, მაგრამ სად არის სახელწმიფო? სად არის ჩახუტებულია მასთან.. დროთა განმავლობაში დალაგდება ეგ საკითხები, ხოლო მეტი პატიოსნების გამომუშავებას ბიზნესში დრო უნდა (ხო უნდა გაიტესტოს რომ მაგას ფული მოაქ)... მაგისთვის კი საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მომხმარებლებლა, რომ მეტად ყურადღებით იყვნენ... იმის ნაცვლად რომ ვიღაც ბიუროკრატების იმედზე მიიღონ მკურნალობა.. |
აქ იყო ეგეთი ბნელი და უკუნი და მაგ დროს ზუსტად ლევანა ვასაძის მამამ იმდენი ფული იშოვა შვილი ამერიკაში გაუშვა. ეს მაშინ როცა სოფელში ძლივს მიშვებდნენ QUOTE | ხოდა მაგ ლიცენზირების კრიტიკა იყო ფრიდმანის ერთ-ერთ ვიდეოში, რომ არ უყურე :დ არ დაგავიწყდეს, რომ ამერიკა ხარჯავს თავისი მშპ-ს 20%-ს ჯანდაცვაზე, მაგრამ მთელ რიგ კრიტერიუმებში ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. |
ხარჯავს გასაგებია და რითი ჩამორჩება გარდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოხსნილი შეზღუდვებით რომელიც შენნაირმა ხალხმა მოხსნა? ანუ თუ სხვებისთვის საშიშI ადამიანია მისი სტაციონარიზაცია არ ხდება.
QUOTE | ბევრი სტატისტიკაა და სხვადასხვა დასკვნების გამოტანა შეიძლება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში სულ სხვა სახის ჯანდაცვის სისტემები აქვთ, მაგრამ ეს სტატისტიკა მარტო იმის საჩვენებლად დავდევი, რომ ამერიკა ფულს არაფექტურად ხარჯავს და საერთოდაც არ არის ჯანდაცვაში ლიდერი.. პირიქით, დახარჯული თანხებიდან გამომდინარე სრული ჩავარდნაა.. ფრიდმანი კი ეკონომიკური სტიმულების ხსნის ამ ჩავარდნას... ანუ იმით თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები, დამსაქმებლები, ბიუროკრატები და კლინიკები...
|
სამაგიეროდ ევროკავშირში წლობით გიწევს რიგში დგომა ან ფულის გადახდა ოპტომ. მაშინ როცა ამერიკაში დაზღვევა გაქვშ? გაიარე. ეს ხო ისაა რაც შენ გინდოდა?
QUOTE | არა ბატონო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება. ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ ვიღაც დეგენერატმა ბიუროკრატებმა, რომლებმაც ჩემზეც და შენზეც ბევრად ნაკლები იციან თუნდაც იმ საკითხებზე, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, გადაწყვიტონ თუ რა არის ჩვენთვის კარგი.
იმასაც ვუშვებ რომ "რჩევა" მისცეს ხალხს სახელმწიფომ, მაგრამ რომ უზღუდავს აი იქ არ მიხვიდე და იმისგან სერვისი არ იყიდოო... ეგ უკვე სრული დეგენერატობა და ჩემს ცხოვრებაში ჩარევაა! შენ კიდე კონკრეტული იშვიათი ქეისებით გინდა გააპრავო სახელმწიფოს მიერ ჩემს ცხოვრებაში ხელის ფათური |
ვისზე მეტი იცი შენ პირობითად? ამერიკის CDCზე ? თუ FDAზე? კონკრეტული იშვიათი ქეისებით კი არა წაიკითხე ვაბშე რა იყვნენ ქიროპრაქტორები და მსგავსი ფსევდო სასტავი. დღეს გაქვს უფლება მიხვიდე მათთანაც. პროსტო ის ვერ დაირქმევს ექიმს თუ სამედიცინო განათლება არ აქვს და ლიცენზია. და ვერც მკურნალობას დაიბრალებს სანამ ე.წ. double blind controlled group test ს არ გაივლის. თორე თუ გინდა მიდი რა პრობელმაა?
QUOTE | კერძო სექტორში გვაქ ყველაზე მეტი ხმა სწორედ, რადგან ჩვენი პრეფერენციებით ვირჩევთ რომ კომპანიას მივცეთ ფული, ხოლო თუ საკმარისად ბევრად მომხმარებელი გააბრაზა კომპანიამ, წავა ბაზრიდან. ეგაა ხმა რაც შეეხება სახელმწიფოს... მანდ შენი ხმა რომც ჩაიკარგოს და დაიკიდონ, არაფერი მოუვა სახელმწიფოს.. აი დარდი... |
როგორ გეკადრება? რომელ კერძო სექტორში გაქვს საქართველოში ხმა? არსად რეალურად. ვერც ვერსად წახვალ იმიტომ რომ სულ ამათია ყველაფერი.
QUOTE | რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც შეიძლება მოახდინოს რეაგირება საზოგადოებრივ მოთხოვნებზე, მაგრამ ბევრად ნელა და ბევრად მეტი "ხმაა" საჭირო, რადგან სახელმწიფოში შენი 1 ხმა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე კონკრეტულ რესტორანში, რომელშიც შეიძლება აღარ მიხვიდე.. |
ისევ და ისევ მეცხრამეტე საუკუნის სტანდარტები. დღეს გაცილებით მეტ პროდუქტს ვყიდულობთ და გაცილებით უფრო რთული შემადგენლობისას ვიდრე მეცხრამეტე საუკუნეში. გინდაც მეოცეში. შესაბამისად სწორედ იმისთვისაც ვქირაობთ სახელმწიფოს რომ მინიმუმ საკვებით მოწამვლა შევამციროთ ვინაიდნა 19 საუკუნეში ასეთი ფენომენი არ არსებობდა. ან კიდე ავიცილოთ ჩვენი ნაყიდი დევაისების მიერ ჩვენი მოსმენა. და ა.შ.
QUOTE | უტრირებაა კი, მაგრამ ზუსტად ისეთივე, როგორც შენი მაგალითი სკოლაზე. რაც შეეხება მაგ ასეულს... დასკვნა უფრო სასაცილოა, რადგან სკოლის კონტროლი ისედაც გაქ, ანუ ოჯახში გაზარდეს ეგეთები და მაქედან გამომდინარე ემხრობი ყველა ოჯახის თვალთვალს... როგორც მინიმუმ რისკ ჯგუფების... ანუ პანკისელებს რომ უსმინონ და უთვალთვალონ სუს-ის ტიპებმა, მაგის მომხრე ხარ. |
ხოდა საქმეც მაგასია რო არ უთვალთვალებენ ნორმალურად. თორე თვალთვალი და თვალყურის დევნება რო საჭიროა ამაზე დგას მთელი სპეცსამსახური. მაშინ სპეცსამსახური უნდა დავშალოთ.
QUOTE | მთავარი განმსაზღვრელი არის მშობელი, რადგან თუ თვითონ არ უნდა ტერორისტის აღზრდა, მაშინ "ტერორისტულ" სკოლაში არ მიიყვანს, ხოლო თუ უნდა ეგეთი აღზრდა მაშინ სახლშიც აღზრდის... ასე რომ სკოლაში ჩარევა ისევ არაფერ შუაში გამოდის. რაც შეეხება ოჯახში ჩარევას, მაგას კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვთვლი რომ სხვა მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ.
რაც შეეხება თავის გადარჩენას, მომცენ ქუჩაში იარაღით სიარულის უფლება და ვისწავლი გამოყენებას, ნუ ნერვიულობ :დდ |
ახლა გაქვს გრძელლულიანის ტარების უფლება რომელსაც უზადოდ ფლობ ხო? არა ნუ ძაან კი გინდა founding fatherების პონტში იყო მარა დივანი იმათმა არ იცოდნენ რაა QUOTE | SAT-ის ტესტი მშვენივრად ფუნქციონირებს სახელმწიფოს გარეშეც. რაზეც ლაპარაკობ, მაგ ყველაფრის შექმნა შეიძლება ბაზარზე... რაზეც არსებობს მოთხოვნა, იმაზე არსებობს მიწოდებაც. როგორც იფიქრებს ვიღაც ბიუროკრატი, ისე და უკეთესადაც მოიფიქრებს კერძო სექტორი.
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, რისკია კონკრეტული ეთნიკური უმცირესობების გამო, მაგრამ მე არ მინდა მაგ ხალხს (რომლებიც არიან ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები) საქართველოში ცხოვრება უნდოდეთ იმის გამო რომ სკოლაში ასწავლეს "საქართველო კარგი არისო"... არც ეთნიკურად აზერბაიჯანელზე მინდა ეგ და არც ეთნიკურად ქართველზე... მე მინდა ისეთი სახელმწიფო შევქმნათ, რომ აქეთ გვეტენებოდეს ყველა.. |
რატომღაც სატის მთავარი ადმინისტრატორი ETS არის სახელმწიფო ნონპროფიტი ანუ ააიპ პონტში. გარდა ამისა ეგ არის ოცნება და რეალურად ისე გამოვა რო შედეგს ცხვირში ძმრად გვადენენ და შენ ისევ დივანზე იჯდები.
QUOTE |
როგორ უნდა ვიფიქრო რეალურ რისკზე, როცა უკვე რეალიზებულ რისკს ვხედავ? მოვაშთოთ სახელმწიფოს ჩარევა და მერე თუ გამოიწვია კონკრეტული პრობლემები, რაც ბაზარმა ვერ დაარეგულირა (თუნდაც სხვა ქვეყნების ჩარევების გამო), არ მაქ პრობლემლემა კონკრეტული, არგუმენენტის გამყარებული (ფრთხილი) ჩარევის. |
მერე შეიძLება ისეთი რისკები გამოიწვიოს რომ დიქტატურა თუ უშველის. ამას თქვენ ვერ იგებთ იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ დივანნი ლიბერალიზმს ეწევით და სერიოზულ საქმესთან არ გქონიათ შეხება. გაიარე გამოიარე მაღალმთიან აჭარაში, პანკისში და ნახავ რა ხდება. ისე მოხდა რო პანკისი რომელიც ყველაზე ინტეგრირებული იყო გავაჰაბიტდა და გაჩეჩნდა.
QUOTE | მე ვსაუბრობ თავისუფალ ბაზარზე, მაგრამ მაქედან ბევრი რამ არის სრულიად თავისუფალ ბაზარზე რა როგორ მოხდებოდა, ჩვენი და სხვა ქვეყნებიდან გამომდინარე რიგ საკითხებში თავისუფალი ბაზარი ვერ გვექნება... შემდეგ იწყება უკვე მსჯელობა ჩვენ რა უნდა ვქნათ. მაგრამ მანამდე მაქსიმალური თავისუფლებაა საჭირო. მე მინდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება და ამის საშუალებად მივიჩნევ თავისუფალ ბაზარს (მაგის დედაც, მარქსიც კი მეთანხმება ამაში). |
ხოდა ეგ რეალურად გამოიწვევს იმას რო უფრო გავიტისკებით საშუალო კლასი თუ ვაბშე ქვეყანა არ დაგვამხეს თავზე.
QUOTE | სადმე დავწერე თავისუფლებას ყველა შეირგებსთქო? ადამიანები არ ვართ ერთნაირები. ზოგი მეტს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე, ზოგი - ნაკლებს. ზოგი ერთ კრიტერიუმს აქცევს ყურადღებას, ზოგი - მეორეს. ჩვენი ცხოვრება შედგება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მივიღეთ ამ ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად მე მივიჩნევ, რომ მეტი თავისუფლება = მეტ პასუხისმგებლობას.
ყველა ადამიანი არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, ხოლო თუ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა მიიჩნევს რომ ვერ იღებს ამა თუ იმ საკითხში გადაწყვეტილებას და სჭირდება "ექსპერტების" დახმარება... საკონსულტაციო ბიზნესების მეტი რა არის ამ ქვეყნად? დაემატება ახალი სერვისები და ეგაა |
რანაირად უნდა იყო პასუხისმგებელი იმაზე რაზეც არ იცი? რაც შეეხება ექსპერტების დახმარებას ეგეც საინტერესო მომენტია. მანდ იმარჯვებს ის ვისაც აქტიური მარკეტინგი აქვს და არა ის ვისაც კარგი ხარისხი აქვს იაფად. ეგაა და ეგ. და მანდაც ოლიგო/დუო/მონოპოლიამდე მივდივართ. მარტივია: გადაწყვეტილებებში თუ მატყუებ უნდა დაისაჯო ან პრევენცია უნდა მოხდეს იმის რო არ მომატყო. ეგაა და ეგ.
QUOTE | C ჰეპატიტის მაგალითს ვერ მიგიხვდი, შეგიძლია ქეისი უფრო გაშლილად მოყვე? |
C ჰეპატიტის ეპიდემიაზე ალბათ გსმენია საქართველოში. საკმაოდ მსუყე ნაწილი დაავადებულებისა არც ინტრავენური ნარკომანი იყო და არც მათთან სექსუალური კავშირის მქონე. დაინფიცირება ხდებოდა მეტწილად სამედიცინო დაწესებულებებში სადაც არ ხდებოდა სტერილიზაცია. სტომატოლოგიური კაბინეტები, კოსმეტიკური სალონები და ა.შ. მას შემდეგ რაც შემოიღეს და დაამკვიდრეს სტერილიზაციის ვალდებულება მიმართვიანობა შემცირდა უამრავჯერ. შესაბამისად ისე რო ადამაინი თავისით გააკეთებს ყველაფერს და ყველა ადამიანი ამას იზამს ეს უბრალოდ გამორიცხულაი იმიტომ რომ მეცხრამეტე საუკუნისნგა განსხვავებით საფრთხეებიც იზრდება. Nickboy
QUOTE | და მესამეც, აუდიტორები მაგ საქმეს არ აკეთებენ.. ეკონომისტები თვლიან და საკმაოდ არაზუსტი საქმეა... აი ეს ციტატა რომ აჯდება: “If you torture the data long enough, it will confess.” |
არაა მასე მარტივად საქმე. თუ დატაზე დაყრდობით არ იღბე შედეგებს მაშინ გამოგდის დომხალი.
QUOTE | მოკლედ რომ გითხრა, ვარიანტი არაა გაარჩიო კონკრეტული ცვლილების რა ნაწილი გამოიწვია რეგულაციამ და რა ნაწილი სხვა საბაზრო საკითხებმა.. ან შენი დაკვირვების საგნის გარდა, კიდევ რაზე იქონია გავლენა შენმა რეგულაციამ.. შესაბამისად რაც უფრო დიდია, მსოფლიოსთან ინტერგრებულია და კომპლექსურია ეკონომიკა, მით უფრო რთულია მსგავსი სახის ანალიზების გაკეთება და ძირითადად არის თაღლითობა, რომელსაც კონკრეტული ინტერესთა ჯგუფები აფინანსებენ, მაგალითად მთავრობები.. |
და დივანნი ლიბერტარიანიზმი როცა მათემატიკის ცოდნა არ გაქს (შენზე არ ვიძახი შენ სტატისტიკა მაინც იცი და მეგრელიშვილმა ეგეც არ იცის) თაღლითობა არაა?
QUOTE | მშვენიერი. მოიძიე წყაროები სადაც ნაჩვენები იქნება ეგ პრობლემები, მეც ვეცდები მოვიძიო და განვიხილოთ რა მოხდა და რატომ.
|
QUOTE |
დამილინკე მაგ ყველაფერზე რამე, ასე როგორ გიპასუხო?
რაც შეეხება არსებულ ტყუილებს, საუბარი იმაზე კი არაა რომ არავინ მოიტყუება, საუბარი იმაზეა, რომ თუ მომხმარებელმა დაკარგა მწარმოებლის ნდობა, ადგება და აღარ იყიდის.. |
Windows 10 Sends Your Data 5500 Times Every Day Even After Tweaking Privacy Settings https://thehackernews.com/2016/02/microsoft...10-privacy.htmlEven when told not to, Windows 10 just can’t stop talking to Microsoft. It's no wonder that privacy activists are up in arms https://arstechnica.com/information-technol...g-to-microsoft/Windows 10 Reserves The Right To Block Pirated Games And 'Unauthorized' Hardware. https://www.techdirt.com/articles/20150820/...-hardware.shtml https://www.networkworld.com/article/295657...-agreement.htmlhttps://www.computerworld.com/article/31594...in-spyware.htmlხო მაგრამ პირობითად როგორაა საქმე: აი მე შენ კომპიუტერში გიმონტაჟებ სფაივეარს. და რომ არა შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები რომლებიც იყვირებენ ამაზე (კერძოდ ევროკავშIრი აყვირდა) შენით გამორიცხულია რო გაიგო. მე გამიჭIრდება და ალბათ გავიგებ ორი სამი წლის მუშაობის შემდეგ QUOTE | რა მნიშვნელობა აქვს ეგრეც რომ იყოს?
ასევე არ მესმის რას გადაეკიდე ამ ცენტრალურ უბნებს... მართლა ბაბლში კი არ ვცხოვრობ :დ
|
რავი აბა ბენდუქიძIს დაჩები არ იცოდი და.
QUOTE
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0388 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003 IPS, Inc.
| |