#55604796 · 17 Dec 2019, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნინო დარბაისელი
გამყიდველთა - - - (“ხომ იცოდნენ, ხომ იცოდით”)
ქვა იწვება თქვენი ცოდვით... ”დაგიჭერდნენ, ხომ იცოდით? რატომ მტერს არ გაუწექით, რად დაუხვდით ვერაგს ბრექით? გახდებითო ვერას ომით “- დაგძახიან რა გაწყრომით, თავად სხედან რა განცხრომით! ნავალთ გაძრომ-გამოძრომით, დაღლილთ ამის გამო, ძღომით, ენდეთ, თურმე იციან! ო, რა კარგად იციან!
გესმის, ერო? გესმის, ბერო? ცხრაო ძმაო კოლაელო, თქვენ, სამასო არაგველო? გესმის, ცოტნევ, ჭირთა მცოდნევ? მართლა კარგად იციან! ქაქუცაო, ქაქუცაო, მტერს ვერ მოელაქუცაო?! მარო, გესმის, თავის საქმე როგორ კარგად იციან?
ხომ სცნობთ ძველებს, გამყიდველებს! შესცინიან, დაგცინიან, იქედნურად იცინიან, იცინიან, იციან, ერთად დაიფიციან, საქმით დაამტკიციან და ბალღამით სავსე თასი მაგათ ალიცლიციან. აი, დიდი გენოციდი - ციანიდი... ცი... ციან.... გესმის, ზვიად? შენ, მიხეილ? გესმის, პაოლო? ტიციან?
იციან!
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|