#55629423 · 23 Dec 2019, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90
QUOTE | ხო ანუ ანბანი ეგეც ჩინური იეროგლიფები არ იყოს რა. მე რამდენადაც მახსოვს ძაან რთული ენაც არ უნდა იყოს |
მთავარი სირთულე არის სიტყვების წერა, ერთი და იგივე სიმბოლო ხან რა ბგერას და ხან რა ბგერას გამოხატავს, თავიდან სწავლისას წერტილებითაა მინიშნება, თუ რა ხმოვანი დგას შემდეგ და თანხმოვანი როგორ წარმოითქმას, ნუ კიდე ის რომ სქესებში და რიცხვში თითქმის სულ იცვლება დაბოლოებები, ზმნის პირველ და მეორე პირშიც, მესამეც თუმცა საბოლოოდ არ არის ისეთი ენა რო ვერ ისწავლოს ადამიანმა, ინტერნეტითაც დამუღამებადია რაღაც დონეზე.
QUOTE | ხო ნუ შენ მაინც იმის პონტში იყავი. ეს ჩემი ძმაკაცი რო ჩამოვიდა თქვა რა: კაროჩე რაც სანახავი იყოო გოლგოთები და ნაზარეთები და ქრისტეს საფლავები და ცეცხლის გადმოსვლებიო ყველაფერი ვნახეო და აწი ჩემდათავად ფეხის იქით მქნელის თავზეც გავიარეო.
|
გული დამწყდა რომ ნაზარეთში ვერ წავედი, იერუსალიმში კი ორჯერ ვიყავი, ერთეხლ რო ვიყავი ექსკურსიით, უფრო ქრისტიანული ნაწილი დავათვალიერე, მეორედ როცა ვიყავი იუდაიზმის მხარე მეტად და სხვადასხვა ადგილები, დავითის მიწისქვეშა ქალაქი მაგალითად. თუმცა მესმის შენი ძმაკაცის, ისეთი აუტანელი სიცხე და იმხელა ხარჯებია :დ თუნდაც იქაურ ხელფასთან მიმართებაში, ძალიან უნდა უნდოდეს ადამიანს იქ ცხოვრება, თორე ის რომ ვინმე ჩავიდეს იქ, ფული დააგროვოს და 1-2 წელში დაბრუნდეს საქართველოში, არ და ვერ გამოვა.
QUOTE | ხო მარა სავარაუდოდ საუბარია ისრაელის საკონსულოზე საქართველოში. მაგრამ საქართველოს საკონსულოზეც რომ იყოს საუბარი ნუ იქ რაღაცა ტერორიზმზე საუბარი სისულელეა. |
ისრაელის საკონსულო საქართველოში, აქედან იყო თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე.
This post has been edited by wit-georgia1 on 23 Dec 2019, 22:57
|