მეც მოვყვები ბარემ.
ჩემი პირველი შეხება პოლიციასთან იყო 2004-2005 წლებში, როცა 16-17 წლის ვიყავი. მქონდა სუიციდის მცდელობა. ოპერაციის მერე 1-2 კვირის თავზე გამომწერეს საავადმყოფოდან და დამიბარეს განყოფილებაში . მივედით მე და მამაჩემი . მოკლედ დაგხვდა ვიღაც 35 წლამდე გამომძიებელი ტიპი. თავიდან ყველაფერი ნორმალურად წავიდა. სად იყავი, რას აკეთებდი სანამ ფაქტი მოხდებოდა და ა.შ. მეც ვეუბნები, აქ და აქ ვიყავი, ამა და ამ მუსიკას ვუსმენდით, ამა და ამ სასმელს ვსვამდით და ვამბობ, რომ დედამიწის ზურგზე არავის არაფერში არ ვდებ ბრალს .
ვფიქრობ მომაწრეინებენ მალე ხელს და გამიშვებენ... და ტიპმა დამიწყო მოყოლა ვიღაც თავის ნათესავ გოგოზე და იმაზე, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მომაყენოს მუსიკის იმ ჟანრმა, რომელსაც მე ვუსმენ და ამას ყვება ისე, რომ ვითომ "ჩემსკენ" არის რა
მიყვება ამ აბსურდულ სისიულელეს და თან ძალიან გაუგრძელდა და მეთქი საქმეს შევუმსუბუქებ და ვეუბნები, რომ არავინ არაა დამნაშავე, მათ შორის არც მუსიკა და რომ... და ჰოი საოცრებავ! ტიპმა რაღაც ჯინის მაგვარი ტრანსფორმაცია განიცადა წამში და ჩემი უბნის მოძველბიჭო არსებად მომევლინა უცებ. წელში აქეთ იქით გადახრა-გადმოხრა, მთელი ჟესტიკულაცია და სიტყვები... " ე ბიჭო კარგად მომისმინე, შენ მე ვინ გგონივარ ჩემი დედშვც" და ა.შ.

დამიწყო ტიპმა კაჩაობა და ვერ ვხვდები რატო მაკაჩევებს და ამ დროს მოხდა ყვეალზე მაგარი რამ, მობილურმა დაურეკა ზარით 50 Cent - P.I.M.P. Snoop Dogg ამოიღო ტელოფონი , რაღაც წაიცეკვასავით და მეკიტხება, განგსტა რეპი არ მოგწონსო? და მეთქი ტიპი ნორმალური არაა, ამას როგორ ვეტყვი რომ განგსტა რეპი მომწონს თქო და მეთქი არა, არ მომწონს არაფერი გაგნსტერული თქო

ნუ რა უნდა ექნა, მაგრა გატეხილში დარჩა ალბათ, რომ ვერც მე დამსაჯა ჩემი სუიციდის მცდელობის და მუსიკალური გემოვნების გამო და არც სხვა არავინ აღმოჩნდა დასაჭერი . ყოველთვის მეცინება როცა მახსენდება, მარა იმ დროს, მახსოვს რომ ძალიან გამისწორდა , რომ მამა მყავდა გვერდში, რადგან ძალიან დავიბენი, როცა ტიპმა უცბად ძველბიჭური დაკაჩავება დამიწყო და თან რომ ვერ ვხვდებოდი რაზე და რატომ...
მერე კიდე, ჩემდა სამწუხაროდ ზემოთ მოყვანილი ამბის მსგავს ამბებს 2007იდან -2016 მდე თითქმის ყოველ კვირა გავდიოდი სხვა და სხვა აფთიაქების გვერდითა ჩიხებში და მიფსმა მოფსმებში. დამცირება - ბულინგი იქ გენახათ თქვენ

მარა ძაღლისგან დამცირება ხომ იცით რომ არ მოსულა

ძაღლია და ყეფს რა, როგორ შეიძლება რომ შეურაწყოფილად იგრძნო თავი. მთავარია გადარჩე ! და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა , რომ გისოსებს ავცდი იმისთვის, რისთვისაც ეს პატიოსანი კაციც შეუშინებიათ. და ხო, ასე იარაღითაც არავინ გამხუმრებია, ასეთი კრეატიული მე არ შემხვედრია საბედინეროდ.
ხოდა რავი რა... ვინმეს, მსგავსი ფაქტები გიკვირთ? ძალიან ჩვეულებრივი მომენტია ჩემთვის სამწუხაროდ, რადგან მთელი ცხოვრება ამათ ვუყურებდი თვალებში და ვიცი რომ ამ ქვეყანაში ძაღლი, ძაღლია და ვსო.
ნაკლები იყო ის ტრაგედია , როცა ზრდასრულმა ახალგაზრდა კაცმა, დედას პატიება სთხოვა და ვიღაც ძაღლის გამო თავი მოიკლა? მარა იმას მაშინ არ მოჰყოლია ამხელა ამბავი როგორც მახსოვს, რადგან სხვა კონტექსტი და სხვა პოლიტიკური ფონი იყო და სისტემის მორიგი მსხვერპლი არ დაურქმევიათ ეხლანდელისგან განსხვავებით
მაგრამ , ყველაზე ამაზრზენი, რაც კი რამ შეიძლება აქ იყოს, ისევ ნაცები არიან, რომლებსაც უბრალოდ უფლება არ აქვთ ნარკოპოლიტიკის სიმკაცრეზე და პოლიციურ რეჟიმზე, ილაპარაკონ იმაზე, რაშიც თავად ჩაიხრჩვნენ... მამენტ არც მედიაზე, არც ოკუპაციაზე, არც ადამიანის უფლებებზე, არც სასამართლოზე და არც რონალდუზე და მესიზე უნდა ყეფდეთ თქვენ, მარა ნიჩიო
პ.ს. ზამთარი დადგა და ბიძინას კარტოფილი მითავდება