Nirvaniushttps://www.kvirispalitra.ge/justice/1252-q...icockhlesq.htmlცოტნე გამსახურდიას კრიმინალური თავგადასავლები საზოგადოებისთვის აქამდეც იყო ცნობილი. მას ხან ვიღაცის დაჭრაში, ხანაც კი მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. დავით ბაჯელიძის დაჭრის შემდეგ კი სკანდალური განცხადება გააკეთა ოზურგეთელმა გივი ბაჯელიძემ. გივი ბაჯელიძემ ცოტნე გამსახურდია ვაჟის, კახა ბაჯელიძის მკვლელობაში დაადანაშაულა.
კახა ბაჯელიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურშია დაკრძალული. ოზურგეთში ყოფნისას ჩემი ყურადღება მისმა მდიდრულმა საფლავმა მიიქცია და რატომღაც დავინტერესდი, რით დაიღუპა ახალგაზრდა. როგორც მითხრეს, კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ მოკლა. ამის დასაზუსტებლად ბაჯელიძეების ოჯახს იმავე დღეს მივაკითხე. ინფორმაცია დამიდასტურეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამ ამბის გახმაურებისაგან ოჯახმა თავი შეიკავა.
გივი ბაჯელიძე: "დიახ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს.
ცოტნე გამსახურდიასთან კახა მეგობრობდა. ჩემი შვილი პატრონობდა ცოტნეს. 2001 წელს კახა ბულგარეთში წავიდა. ცოტნე ამ დროს მოსკოვში იყო. კახამ ფული გაუგზავნა და ცოტნე ბულგარეთში ჩაიყვანა."
ბაჯელიძეების ოჯახის წევრების თქმით, ბულგარეთში კახა ბაჯელიძის ნაქირავებ ბინაში ცოტნე გამსახურდიასა და კახა ბაჯელიძის გარდა, კიდევ სამი პირი ცხოვრობდა. დილით ბაჯელიძის მეგობრები სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ცოტნე რეკავდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, მანდ გდია ლოგინში მკვდარი და მიდით, უპატრონეთო. როცა ოთახში შევიდნენ, კახა თურმე სისხლში ცურავდა, მაგრამ ცოცხალი იყო და ამბობდა, ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებო. ცოტნე გამსახურდიას ღამითვე დაეტოვებინა ბინა და თან თავისი ნივთებიც წაეღო. დაჭრილი ბულგარეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დამნაშავის ვინაობა არ გაამხილეს და ბულგარელ სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს, თითქოს ბიჭებს მეძავები ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც გაძარცვეს და კახაც დაჭრეს.
გივი ბაჯელიძე: - ჩემი შვილის მოთხოვნით ორი თვის მანძილზე მიმალავდნენ ამ ამბავს. ბოლოს, როგორც იქნა, შემატყობინეს. სასწრაფოდ ბულგარეთში ჩავედი. ავადმყოფობის ისტორია და შესაბამისი მონაცემები გერმანიის წამყვან კლინიკებში გავაგზავნეთ, მაგრამ იმედი არავინ მოგვცა. კისრის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. ბულგარელმა ექიმებმა თავიდანვე უთხრეს კახას მეგობრებს, რომ ასეთი ჭრილობის მიყენება მხოლოდ კარგად გაწვრთნილ პროფესიონალს თუ შეეძლო. რადგან ჩემს შვილს სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, თვითმფრინავი დავიქირავეთ და თბილისში გადმოვიყვანეთ. კახა კვირა-ნახევარში დაიღუპა.
- საიდან იცით, რომ თქვენს შვილს დანა კისერში მაინცდამაინც ცოტნე გამსახურდიამ ჩაარტყა?
- მართალია, ცოტნეს ეგონა, რომ ჩემი შვილი მოკლა, მაგრამ მან კიდევ ორთვე-ნახევარი იცოცხლა. თავად მითხრა, რომ დანა ცოტნე გამსახურდიამ ჩაარტყა. ამას გარდა, იმ ბინაში კიდევ სამი კაცი იყო.
- სამართალდამცველებს არ მიმართეთ?
- ეტყობა, ჩემი შვილი ფიქრობდა, გადავრჩებიო. მთხოვა, არ გინდა ჩივილი, ფეხზე დავდგები და თვითონ მოვთხოვ პასუხსო. სწორედ ამიტომ არ მივმართე პოლიციას. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ექსპერტიზაზე გაყვანა და ნაკუწებად დაჭრა მომთხოვეს, რაზეც არ დავთანხმდი. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
- თქვენ იცნობდით ცოტნე გამსახურდიას?
- სამი თვე ცოცხალ-მკვდარი ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე დედასავით პატრონობდა. მადლობის ნაცვლად კი ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა.
- მიზეზი რა იყო?
- რა ვიცი, შვილო. არ უნდა იყოს მთლად ნორმალური ეს კაცი. აბა, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შენი კეთილისმყოფელი და ახლო მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტო? ჩემი შვილი მოკლა, ახლა ეს ბიჭი დაჭრა. კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებს ეგ მონსტრი, ვინ იცის! რატომ აფარებენ ხელს ამ გარეწარს?
This post has been edited by Raven on 19 Dec 2019, 20:26