ცხინვალში მოქმედმა რუსეთის მარიონეტულმა ორმა სტრუქტურამ კომენტარი გააკეთა ექიმის საკითხზე. საგარეო საქმეებზე მომუშავე უწყებამ ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა მსუყე ანაზღაურების სანაცვლოდ ჰუმანიტარული პროფესიის მქონე მოხალისე ადამიანების მოძიებაში მსგავსი კანონდარღვევის განსახორციელებლად, რითაც მმართველ ქოც.დაჯგუფებას დააკისრა პასუხისმგებლობა.
ცალკე განცხადებაში ანატოლი
ბდიბილოვმა აქცენტი წნელისის პოსტის განთავსებაზე გააკეთა, ექიმის საქმეზე კი დაამატა, რომ დანაშაულის განზრახ ჩამდენი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ეს ცივი შხაპია ყველასთვის, ვინც წინასაახალწლო შეწყალებას ელოდა მისგან. დაპატიმრებიდან უკვე თვენახევრის გასვლის შემდეგ ჩვენი მოქალაქის გამოხსნის საკითხი ადგილიდან არ იძვრის იმის მიუხედავად, რომ ზოგი ოდიოზური მოქმედი თუ ყოფილი ჩინოსანი ექიმის გათავისუფლების ლამის კონკრეტულ საათს და წუთს აცხადებდა.
ცალკე საკითხია ახალგორი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია მტერმა ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების მხრივ. მცირე დათმობა მხოლოდ თბილისის კლინიკებში სამკურნალო მძიმე ავადმყოფებს შეეხო.
ეს გაუგებრობა კი ხელისუფლებაში "ოს ძმებთან" ურთიერთობის აღდგენის ლოზუნგითაც მოვიდა!