მიუხედავად საშინელი ნაცდაავადებისა, ახრევი ჩემი ფავორიტი ნაცია.
სხვა ნაციუზერებისგან განსხვავებით ბოროტი, ბოღმა და დესტრუქციული არაა.
თემას რაც შეეხება:
ტიპები ქართველ ერს ასკორავენ თავზე , იმ ერს, რომელმაც 2003-ში ესენი ხელში ატატებული დასვა ტახტრევანზე და მიჰმაკაკა და მისი ამფსონები რამდენიმე წელი ენის მოჩლექით ესაუბრებოდნენ.
მერე რა მოხდა, მოხდა ის, რომ ამათ ქართველი ეროვნული ინტერესების ნაცვლა ახალაიების, მერაბიშვილების, კოდუების, ბეჟუაშვილების , კირკიტაძეების და ათასი ნაძირლების ინტერესების გატარება დაიწყეს და თავიანთსავე დაწყობილ-დალაგებულ სქემებში აიხლართნენ.
ქართველმა ხალხმა კიდევ დაიწყო ამათი შემცვლელების ძებნა ჯერ კიდევ 2008 წლიდან. ამათ კიდევ ნაწილი ოპოზიციისა მოისყიდეს, ნაწილი დააკომპრომატეს, ნაწილი გულის შეტევით დახოცეს და ვინც დარჩა - დაქსაქსეს.
ხოდა რომ ეგონათ დავრჩით ხელისუფლებაში აწ და მარადისო და ისე გათავხედდნენ, რომ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ომის ვეტერანებს სულ დუბინკები ურტყეს ამ ვირთხებმა, აი მაშინ გამოუსვა ბიძგვინამ ცელი ქვედა სართულზე.
8 წელიო ისე გაიძახიან, თითქოს თავად არ უნდა გამოეყენებინათ ეს 8 წელი რებრენდიგისთვის, ძველი ჩამპალი და კაცთმოძულე ხალხისგან არ უნდა დისტანცირებულიყვნენ და გაეზარებინათ რატომ შეაქციათ ხალხმა ზურგი.
ჩარჩნენ და გაიყინენ იმ 2012 წელში და უკან მოსვლის და ხალხზე ძალადობის ნოსტალგიით შეპყრობილები კატასავით მისჩერებიან იმ ძეხვს, ყოველ 4 წელიწადში რომ ხდება ხელმისაწვდომი.
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე