| #55623217 · 22 Dec 2019, 14:27  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
 | QUOTE (lasha1997 @ 22 Dec 2019, 03:28 ) |  | შენ შემთხვევით ზუსტი ადგილიც გეცოდინება.  როგორც წაკითხული მაქვს 9 თუ 7 კაცმა წაიღეს დასამარხარ თავის ოქროებით და მერე ერთმანეთი დახოცეს,რომ არ წამოსცდენოდათ სად დამარხეს და შენ თუ სხვა ვერსია იცი გვითხარი. | 
  აშკარად ფარაონში გეშლებათ თამარ მეფე
 
 თამარის ეკვდარი ჰქვია იმ ადგილს ტაძარში.
 
 "აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა“, ქართლის ცხოვრება). „მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამამთავარნი და მეფენი. დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს (ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, „ქართლის ცხოვრება“). თამარ მეფის გელათში დაკრძალვაზე მიუთითებენ ასევე ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და თეიმურაზ ბაგრატიონი.
 
 მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში დაკონკრეტდა თამარ მეფის სამარხის ადგილი – გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენი, რომელსაც „თამარ მეფის ეკვდარს“ უწოდებენ. დავით მიტროპოლიტს ანდრია მურავიოვისთვის უთქვამს, ამ ეკვდარში სოლომონის მამის, ალექსანდრე მეფის დრომდე, ყოველწლიურად, თამარის ხსენების დღეს, ახდიდნენ მის საფლავის ქვას და პანაშვიდს იხდიდნენო"
 
 --------------------
 
 CPU: Intel i7-6800K 3.4 GHzGPU: GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti Waterforce WB Xtreme Edition
 Motherboard: ASUS X99-AII
 RAM: 32 GB DDR4-3200 MHz
 SSD: Samsung M.2 PCI-E 960 Pro 512GB
 HDD: WD RED 4 TB
 PSU: LcPower 850W 80+ Gold
 Case: Thermaltake Core G21 Tempered Glass Edition
 |