#55636405 · 25 Dec 2019, 21:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zabzu
QUOTE | ქობულეთის მაგ მონაკვეთზე რომ სიჩქარის ლიმიტი გაზარდო როგორ გგონია ავარიების რიცხვი არ გაიზრდება?
|
არა, საერთოდ არასწორედ გაგიგია ჩემი პოსტი. ერთადერთხელ ვნახე ორმხრივი-ორზოლიანი გზა სადაც გასწრება ნებადართული იყო. 45 მილიან მონაკვეთებზე როგორც წესი გასწრება არ შეიძლება, ყოველშემთხვევაში ჩემსკენ ესეა. და აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ არავინ ასწრებს, იმიტომ რომ ელემენტარულად 45 მილიანი გზა ე.წ. backroad-ია და მასზე მოძრაობა არაა როგორც წესი იმდენად დატვირთული. პლიუს არ ნახავ არც ტრაქტორს და არც კომბოსტოთი დატვირთულ გაზ-24-ს, ძლივს რომ მიღოღავს დაღმართშიც.
ქობულეთის მაგ გზაზე ლიმიტის გაზრდა მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს, არ ვიცი ეხლა რამდენია, სავარაუდოდ 80+15, რადგან დაუსახლებელი პუნქტია რაც სურათში ჩანს. ხოდა სწორედ ამაზე მაქვს აქცენტი, რომ თუკი ერთერთი ძირითადი გზაა, თუკი ამხელა ლიმიტია (55 მილი) მაშინ 2 ზოლი არასაკმარისია! მინიმუმ თითო ზოლი უნდა დაემატოს და ორმაგი წყვეტილი მთელს გზაზე აუცილებლად! მაგრამ ორ ზოლს ყველგან ვერ დაამატებენ, ამიტომ უნდა დაემატოს შემოვლითი გზები.
მოკლედ ინფრასტრუქტურა ბოლო ადგილზეა, მიუხედავად ყველა იმ პროექტისა რომლებზე მუშაობასაც დღევანდელი ხელისუფლება იბრალებს.
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|