რავიცი,
მე უკვე ნელნელა იმედი მეკარგება მაგ ვრცელი საუბრის აზრიანობაში, ისე მოძრაობ პოზიციიდან პოზიციაზე, და ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებით ამართლებ ერთიდაიგივე რაღაცას ან პირიქით, რომ დისკომფორტსაც ვერ გრძნობ.
ჩემო მეგობარო, ციტატის მონიშვნა და საპასუხოდ "ლიშბი რაღაცის" დაწერა ადვილია, მაგრამ ლოგიკა უნდა იყოს იმ რაღაცაში და კანონზომიერება, ისე დისკუსიას რა აზრი აქვს? რა მნიშვნელობა აქვს აქ რას დაწერ?
გურამ დოჩანაშვილი ამბობს ერთგან:
ძილისწინ ყველას გაქვს ის ერთი წუთი როდესაც საკუთარ სინდის ვერ ავუბნევთ გზაკვალსო და შენ რომ დაგიდგება ეს წუთი, მთავარია მაშინ რა პასუხს გასცემ ამ წინააღმდეგობებს რომლითაც სავსეა შენი მსჯელობა ? (მსჯელობა მე თანაფორომული და განსხვავებული აზრის, პატივისცემის ნიშნად დავარქვი თორემ გაქანებულ პარტიულ აგიტაციას გავს უკვე ეს, პარტიას მე არ დავასახელებ და მიუკოერძოებელმა მკითხველმა განსაჯოს)
მოკლედ, მე კიდევ ერთხელ მოგინიშნავ იმ ლოგიკურ წინააღმდეგობებს რაც შენს საუბარშია, თუ გინდა გულიანად ვიმსჯელოთ, მოგყვები და იქნებ რამეზე ერთად გავიდეთ, ამ წინააღმდეგობებს მოხსნის გარეშე კი, მაპატიე მაგრამ შენი მხრიდან დისკუსიის გაგრძელება უბრალოდ ჯიუტად "ზურგზე არ გაწოლაა" და მეტი არაფერი
1. ოლიგარქი მოიყვანეთ მსხვილი ბიზნესის ზეწოლის ასაცილებლად, <- ეს წინადადება უკვე შედევრია, იმიტომ რომ 2 წუთის წინ თქვით ქვეყანაში მსხვილი ბიზნესი გუდავდა წვრილსო და გამოგივიდათ რომ ხანძარს ებრძვით "ოგნემიოტით", წყალდიდობას სახანძრო მანქანით, ან დალოცვილქართულად რომ თქვათ ცეცხლში ნავთი დაამატეთ? და რისი იმედი გქონდათ კი მაგრამ?
2. მერე მოდის აშკარა დეზინფორმაცია. TBC-მ თურმე ნაცების დროს გაიჯეჯილა რისი მაგალითიცაა თურმე კონსტანტა - 2014 წელი, რესუბლიკა - 2017 წელი (ქოცების დრო), "ბევრი სხვა კიდო" დავწეროთ და ვნახოთ ერთი. არადა ამას მეუბნები მე, ვინაც მთელი თემაა იმას გავიძახი რომ ოცნებამ მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიის შექმნას შეუწყო ხელითქო, არამარტო საბანკო არამედ ყველა სხვა სფეროში, მაგალითებიც ითქვა ზემოთ, მაგრამ რა თქმა უნდა გავატარეთ.
რატომ შეუწყო? ჩემი აზრით მარტივი გასაგებია, ჯერ გამსხვილდებიან მერე ყველას "ოჯახი" ჩაიბარებს, რუსული სცენარი.
დათვალეთ, რამდენი დამოუკიდებელი მოთამაშე იყო ნაცების დროს და ახლა რამდენია ყველა დიდ სფეროში:
- საბანკო,
- სამედიცინო,
- ტელეკომი,
- სადაზღვეო,
- სამშენებლო,
გავაგრძელო თუ თქვენ თვითონ ? და ეგ ზღაპრები დიდი ბიზნესის ალაგმვაზე მერე მოვყვეთ თუ შეიძლება
კიდევ ერთხელ - მე არ ვიძახი რომ ნაცების დროს საქმე იდეალურად იყო, არამედ იმას რომ ოცნების დროს ყველა მიმართულებით გაუარესდა საქმე.
3. თქვენ რა თქმა უნდა მარტო TBC-ს "პრიხვატიზირებებს" ამჩნევთ, ანუ კომპანიების შერწყმა როდესაც მთელი მაკონტროლებელი, მარეგურილებელი და სასამართლო სისტემა ოცნების ხელშია პრიხვატიზირებაა და მაგავე დროს რომ ბრძენ კაცს (და სხვებს) დიდი ქონება, მიწები და ვინ იცის კიდევ რა უვარდებათ ხელში კაპიკებად - ეგ "ჯანსაღი ეკონომიური პროცესია" ალბათ მარქსის (თუ საბჭოური) ლოგიკით?
ნუ ან ქველმოქმედება, იმისი არ იყოს - ბლექ სი არენა რომ გვეჩუქა ისე რომ არავის არაფერი გვკითხა და 15 მილიონი რომ გვიჯდება ჩვენი ჯიბიდან წელიწადში.
4. ოცნებას თან არ ტოვებ ხელისუფლებაში და თან აკეთებ ისე რომ მესამე ძალა გახდეს ? ანუ რა გინდა ახლა ამით რომ დაგვაჯერო: "ხალხოო მაჟორიტარები აუჯანყდნენ ბიძინას!!!" ბაზარი?
და ეგ თქვენი მესამე ძალა რომელი იქნება ბოლო სერიაში? ის მაჟორიტარები რომლებიც ბიძნას საბოლოოდ დაუპირისპირდებიან თუ თვითონ ბიძინა რომელიც თავგასულ მაჟორიტართა ასალაგმად მოაწყობს ჯვაროსნულ ლაშქრობას?
5. როცა დაგჭირდება "ხაზარაძე თბილისი იყო ურთიერთობა სასტავს ევასება..." და როცა დაგჭირდება "ქალაქში გასულმა ხალხმა კარგად იცით ვინცაა და არ გინდათ...", ახლა ამ ორი წინადადების ერთმანეთთან შეთავსებას ღარიბაშვილი უნდა, ისიც თუ დააჯერებენ რომ ბიძინას ნათქვამია ორივე, მე მაგდენი უნარი არ მაქვს

6. ლელოელების სურათი დაგიდეთ მხოლოდ იმიტომ რომ მანამდე სთქვით "იქ ახალგაზრდებს მე ვერ ვხედავო", რომ დაგანახეთ ამის მერე სთქვით "მაგათი ახალგაზრდობა რას მარგებს მე რა ვიცი ვინარიანო", არადა ეს ყველაფერი სწორედ იმით დაიწყო რომ აქამდე პოლიტიკაში გაუსვრელი ხალხია მანდ უმეტესობა-თქო. პარტია ჯერ 3 კვირისაც არაა, ვაცალოთ და დოკუმენტაციასაც დადებენ და სივიებსაც ალბათ. პროგრამა თუ გაინტერესებთ ხაზარაძის გამოსვლა დევს იუთუბზეც და ფბ-ზეც სადაც ძირითადი პრიორიტეტები დასახელდა, მაგრამ შენ ხომ არ გაინტერესებს - ისედაც იცი რა რექცია უნდა გქონდეს, და გაქვს კიდეც - ისე რომ არც მოგისმენია, გაითვალისწინე ეს შენ თქვი მე არ გაბრალებ მეგობარო

.
თან პროგრამას რომ ვითხოვთ - მიზანი?
მე დავლინკო ოცნების საპროგრამო დაპირებების კოლაჟი 2012-წლისა, სადაც ყველაფერში გადაგვაგდეს თუ თქვენ თვითონ?
რეაქცია?
7. ბიძინას იხსენიებთ სოციალური ქსელისი ოსტატად, და როდესაც გახსენებენ რომ სოციალურ ქსელში მანიპულირებისთვის 500-მდე რესურსი დაუბლოკა FB-მ, ამბობთ რომ ეგ სიტყვა სხვა მნიშვნელობით ვიხმარეო. გეხვეწები სიტყვათაწყობა "სოციალური ქსელის" სხვა მნიშვნელობა გამაგებინე, ოღნდ ბოლო 20 წელი რაც გამოიყენება, ახლა მარქსის დროს რას ერქვა და ერქვა თუ არა რამეს ნამდვილად არ ვიცი

რავიცი გაგავგრძელო?
კიდევ ბევრი შემიძლია ჩემო ტანკისტო მეგობარო, მაგრამ ორივემ ხომ ვიცით რომ ესეც "შეაყარე კედელს ცერცვია" თუ შენ ტანკიდან ამოსვლა არ მოგინდება

მაგიტომაც არ ყავს დედა ქვეყანას, რომ ყველას ტავის ტანკში უნდა იჯდეს და "დალშე" კიდია...
ხოდა იჯექი და იყავი თუ გაკმაყოფილებს ეგ?
მაგრამ აი გულის სიღრმეში რაღაცა მეუბნება რომ შენ არ ხარ ის კაციმ ვისაც დოჩანაშვილის ეგ ერთი წუთი როცა დაუდგება, ადრე თუ გვიან მაგ ტანკში სული არ შეგეხუთოს.
მაპატიე ზედმეტი პირდაპირობით თუ შეგაწუხე,
მეც ადამიანი ვარ, არ შემიძლია სხვანაირად...
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ბოლომდე ჩემი ძმა ხარ იცოდე და... "ჩემ საკეთებალსაც და შენ საკეთებელსაც ჩვეი ძმობის სიწმინდე ჯობია"

მოკლედ ასეა ეს და არ ვცდები მგონია
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.