მიუხედავად იმისა, რომ მონათლული არ ვარ და შესაბამისად, არც ერთი აღმსარებლობის მიმდევარი არ ვარ, ბიბლია წაკითხული მაქვს და საკმაოდ ბევრი რამე მაქვს გააზრებული, ასე თუ ისე.
პერიოდულად ვიღრმავებ ცოდნას.
ერთს ნამდვილად ვხედავ, რომ ქრისტიანობაა ერთადერთი სწორი გზა.
თუმცა, ვერანაირად ვერ ვაკავშირებ ბიბლიასთან იმას, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია აკეთებს...
არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოსი იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყნის.
ამდენი მღვდელი ბიზნესმენად არის ქცეული, ამდენი სიბინძურე ტრიალებს იქ.
რა ეტყობა სამღვდელოებას, რომ ჭეშმარიტად ღვთისმსახურები არიან...
ახლა, გარკვეული ნაწილი რომ კარგ საქმეებს აკეთებს, ეგ სულ სხვა საქმეა.
2014 წლის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში 83,4% მართლმადიდებელია.
აქედან, რამდენს ექნება ბიბლია წაკითხული და ასე თუ ისე გააზრებული?

ძალიან ელემენტარული რაღაცები არ იცის დიდმა ნაწილმა ბიბლიიდან.
რამეს რომ ვიკითხავ, მეტყვიან ხოლმე — ,,მამაომ ასე თქვა".
ან კიდევ, ვიღაც წმინდანის ნაწერებში ასე და ასე წერიაო.
რომ ვკითხავ, ბიბლიაში თუ გაქვს ამაზე წაკითხული, უდიდესი ნაწილი მპასუხობს, რომ არა.
ვინც მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს, ხუთი კაცის მოძებნაც გამიჭირდება, ვისაც ბიბლია წაკითხული აქვს თავიდან ბოლომდე და გააზრებული აქვს ძირითადი ასპექტები მაინც, ასე თუ ისე.
ისე კი, ბევრს უდევს სახლში ბიბლია.

თუ მართლაც სწორი გზაა მართლმადიდებლობა, ქვეყანაში, სადაც 83,4% ამ აღმსარებლობას მიაკუთვნებს თავს, რატომ ხდება ყოველდღიურად, ყოველ წუთს ამდენი ფაქტი, რომელიც არაა ქრისტიანულად სწორი?
რატომ ცრუობს ამდენი ადამიანი?
რატომ ბილწსიტყვაობს ამდენი ადამიანი?
რატომ ეწევა ამდენი ადამიანი სიგარეტს?
რატომ არის ამდენი ნარკოდამოკიდებული?
რატომ მრუშობს ამდენი ადამიანი?
რატომ იპარავს ამდენი ადამიანი?
რატომ კლავს ამდენი ადამიანი?
და ა.შ.
ხომ გარკვევით წერია, როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი?
მესმის, რომ სრულყოფილი არაა ადამიანი და ქრისტიანიც არაა დაზღვეული ცოდვისგან, წერია ეს ბიბლიაშიც, მაგრამ ნამეტანი არაა, რაც ხდება?
რა, დავიჯერო, მართლმადიდებლებიდან ცოტა აკეთებს ზემოთჩამოთვლილს და ძირითადი ნაწილი იმ დანარჩენ 16,6%-ზე მოდის?

რა თქმა უნდა არის ხალხი ეკლესიის მრევლშიც, ვინც ცდილობს სწორი გზით იცხოვროს და არც თავს და არც სხვა არაფერი ავნოს, მაგრამ ასეთი ცოტაა და საერთო სურათი არ იცვლება.
ბიბლიაში წერია, ვიწროა კარიბჭე და მცირედნი ჰპოვებენო.
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი ყველა ხალხიდანო.
რამდენი მართლმადიდებელი აკეთებს ამას?

მე პირადად, ერთიც არ მეგულება ასეთი.
ღმერთს ღმერთისა და კეისარს კეისრისაო
მაგრამ პოლიტიკაში ჩაერიოს ქრისტიანიო, არსად წერია.
არსად წერია, ქრისტიანულმა რელიგიამ სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს დაფინანსებაო...
ასევე, ბოლოს ჟამის ნიშნებზე რამდენი წერია.
სად ჩანს, რომ ეკლესია ამზადებს ხალხს ამისთვის.
და კიდევ რამდენი საკითხია...
ანაფორიანებს შეცდომაში შეჰყავთ ამდენი ადამიანი
ღმერთია მოწამე, რომ მე ვინმეს წყენინება, ან შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა.
მიუღებელია ჩემთვის ეგეთი რამეები.
მე ახლობლებს ვურჩევ ხოლმე, რომ იკითხონ ბიბლია, ეძიონ, მოუსმინონ, ვისაც სურს მათთვის კარგი, შეაჯერონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ მერე დასკვნები.
This post has been edited by ფორცხოლი on 5 Jan 2020, 20:48
. .