#55745264 · 22 Jan 2020, 19:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფასი გაიზარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ობიექტებზე შესვლის მსურველთათვის. ამ ცვლილებაში, ცხადია, იგულისხმება. აქ უკვე ნახსენები უფლისციხის და ვარძიის გარდა, გაიზარდა ბილეთის საფასური ათ ლარამდე: უჯარმაში ხერთვისში ნოქალაქევში გრემში გარეჯში.
ეს უკანასკნელი ყველაზე საინტერესოა - თუ მანამდე უპრობლემოდ შეიძლებოდა მთელი კომპლექსის მონახულება, შარშან გაზაფხულზე ერთი უვიცი მავნებლის მიერ წამოყრანტალებულ ფრაზას კლდეში საოცრად ნაკვეთი უდაბნოს მონასტრის დაკარგვა მოჰყვა. რაკი ორივე ბილიკი მესაზღვრეებს აქვთ გადაკეტილი, გამოდის, რომ 10ლ მხოლოდ დავითის ლავრაში შესვლის ფასია!
ხუთი ლარი ეღირება შესვლა შემდეგ ობიექტებზე: ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ს.მირზაანში ფიროსმანის მუზეუმი; სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი; მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი.
ზოგ კატეგორიაზე, მაგ.ბავშვებზე, სტუდენტებზე თუ პენსიონერებზე ადრინდელი ფასები შენარჩუნდა.
--------------------
مرگ بر ااشغالگران خونین روسیه واسرائیل
|