ტურიზმის საგნის ერთერთი საწყისია, ფაქტიურად ანა-ბანა, კურორტის დინამიური განვითარება.
ეს, ძაან ზედაპირულად, გულისხმობს
კურორტის მაქსიმალური პოტენციალის დათვლას, ისე რომ არ დაზიანდეს უნიკალური გარემო და შენარჩუნდეს მომავლისთვის
შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება და მთლიანი რეგიონებისთვისა თუ ცალკეულ კურორტებზე მისი ადაპტირება
ინვესტიციებისა თუ ჩასატარებელი სამუშაოების წლებში გადანაწილება
არსებობს მოსაზრება, ჩემის აზრით სრულიად გამართლებული, რომ კურორტი თუ 10 წელიწადზე ადრე გავიდა მოგებაზე, ესეიგი არ ვითარდება სწორად.
2003 ის შემდეგ, როცა ტურიზმის დეპარტამენტმა რეორგანიზაცია განიცადა და ფუნქციის შესრულება დაიწყო, (მანამდე გაქანებული ცისფერი მთები იყო

), ჩამოყალიბდა ორი განყოფილება, პირობითად საგარეო და საშინაო, რომელთაგანაც მეორეს, სხვა დანარჩენ ფუნქციებთან ერთად, უნდა შეეთავისა ზემოთხსენებული. საგარეოს მარკეტინგული ფუნქცია ეკისრა.
მემგონი არავის გაუკვირდება , რომ საქვეუწყებო ორგანიზაციის ბიუჯეტი 90/10 იყო გადანაწილებული, საგარეოს სასარგებლოთ.
ამას პლუს ნიჭიერი კადრების იგივე პრინციპით გაყოფა
შედეგი, ქვედა ეშელონების მცდელობის მიუხედავად, წელიწადნახევარში არანაირი სტრატეგია შიდა განვითარების კუთხით.
ხელმძღვანელობას იმდენად არ აღელვებდა ეს საკითხი, რომ რაღაც ხანში სხვა ორგანიზაციას გადაულოცეს პასუხისმგებლობები

თუმცა , საგარეო ცნობადობის გაზრდის კუთხით, უდიდესი სამუშაო იქნა ჩატარებული.
საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანას დარჩა 150მდე კურორტი და 200მდე საკურორტო ადგილი
ნეტა ეხლა რამდენია გადარჩენილი..
This post has been edited by casa on 5 Jan 2020, 14:28