#55679852 · 7 Jan 2020, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაიხარე თემის ავტორო
ყველა ვისაც გული გეუბნებათ და გასწავლით განკაცებული ღმერთის სიყვარულს და სიხარულით ხვდებით მის დაბადებას, უბრალოდ ბაგაში, პირუტყვებს შორის, რადგან ადამიანების უმეტესობამ კარი მიუხურა იმ ღამით უფალს, მისი ადგილი ვერ აღმოჩნდა მათ შორის!
ყველას მისცეს უფალმა უნარი, ძალა და გულისხმა იცნოს და მიეახლოს განკაცებულ ღმერთს, ოდნამ მაინც შეიგრძნოს ის გამოუთქმელი სიყვარული, რამაც აიძულა სამყაროს შემოქმედი პატარა უმწეო ჩვილად მოვლინებოდა ქვეყანას, ადამიანთან ადამიანად მოსულიყო, რომ მისივე ენაზე ესაუბრა! ეცხოვრა, ეშრომა, ეწვალა და ყველა ტკივილი და სიხარული ადამიანური გაეზიარებინა, რათა ეჩვენებინა რომ ადამიანი არაა მარტო, მასთან მისი შემოქმედია, ადამიანად განხორციელებული ღმერთი, რონელმაც ყველა ჩვენი ტკივილი იტვირთა!
უფალი ყველასთვის იშვა, მორწმუნესთვის, ურწმუნოსთვის, გულღია და გულგაკაწრული ადამიანებისთვის, ვისაც გიხარიათ ან არ გიხარიათ, ვინ განიცდით ან გულგრილი ხართ, ყველას გილოცავთ! რადგად მორწუმნემაც და ურწმუნაც გულის სიღრმეში იცის განკაცებული უფალი! ყველასთან მოვიდა, ღმერთმა შეგაძლებინოთ და მოგცეთ სურვილი ამ სიხარულის გაზიარების და გააზრების!
იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ასე ამბობდა ძველად ქართველი!
This post has been edited by Omid77 on 7 Jan 2020, 10:54
|